საფინანსო სამყაროს მომავალი
მაკა ღანიაშვილი
სახელმწიფო სუბსიდიები და გარანტიები კიდევ ერთხელ უქმნის „უსაფრთხოების კორიდორს“ საფინანსო სექტორს და ქმნის რეალურ საფრთხეს ახალი კრიზისისთვის
Lehman Brothers-ის გაკოტრების შემდეგ, 2008 წლიდან ბევრი საუბრობდა იმის შესახებ, რომ კრიზისი გამოიწვია სახელმწიფოს მიერ საფინანსო სექტორის კონტროლის მთლიანად ბაზრისთვის დათმობამ. ამ მტკიცებას ლოგიკური გაგრძელბაც მოჰყვება – სახელმწიფომ კონტოლი უნდა გაამკაცროს. ბოლო სამიზნე ამერიკის უძრავი ქონების ბაზარია, რომლის „ცუდმა“ ვალებმა აშშ-ის ეკონომიკა კრიზისამდე მიიყვანა.
მთავრობებს ახალი გეგმა აქვთ – მთავრობის 90%-იანი დაზღვევით და მხარდაჭერით შემდეგი დანაკარგების თავიდან აცილება. გეგმა კარგად ჟღერს, რომ არა ორი პრობლემატური საკითხი. პირველი – საკმაოდ რთული განსაჭვრეთია ის, თუ როგორ შეუძლია სახელმწიფოს რისკების პრევენცია. მეორე, ის რაც აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე მოხდა, სულაც არ იყო სამთავრობო რეგულაციების ნაკლებობით გამოწვეული, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებადი ინდუსტრია მსოფლიოში, გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებული.
შორეულ 1856 წელს, ეკონომისტებმა კრიზისში დაადანაშაულეს „ბრმა კაპიტალიზმი“ – პერიოდი, როცა ნაღდი ფულის ნაკადებმა, იგნორირებულმა რისკებმა და „უგუნურმა“ ინვესტიციებმა განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწიეს. არა მხოლოდ მსგავსი მომენტების გარდაუვალობამ, არამედ ეკონომიკისთვის ფინანსური სისტემის მნიშვნელობამაც, მთავრობები იძულებული გახადა შეემუშავებინათ სპეციალური წესები, საფინანსო უსაფრთხოების მისაღწევად. მე-19-ე საუკუნის ბოლოს მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ცენტრალური ბანკების არსებობა, რომელიც კრიზისების დროს კომერციული ბანკების „მზღვეველის“ როლს შეასრულებენ. მაგრამ საწყის ეტაპზე შემუშავებული წესები და თეორიები ითვალისწინებდა ერთს: ცენტრალური ბანკების მიერ განხორციელებული ღონისძიებები კრიზისის დროს სადამსჯელო უნდა ყოფილიყო. ეს სიმტკიცე ეფუძნებოდა იმ აზრს, რომ იმდენად რამდენადაც შეეძლოთ,
მთავრობებს უნდა აეძულებინათ ბანკირები და ინვესტორები, რისკები მაქსიმალურად საკუთარ თავზე აეღოთ. რაც უფრო მეტად აიღებდა მთავრობა საკუთარ თავზე სისტემის დაცვას, მით უფრო მეტად გაუჩნდებოდათ ფინანსური სისტემის მონაწილეებს დაუსჯელობის სინდრომი. ეს საფრთხე იყო ილუსტრირებული 2007-08 წლებში. ფინანსური ინსტიტუტები, განსაკუთრებით მსხვილი ბანკები, ბუმის წლებში იღებდნენ კოლოსალურ შემოსავლებს და განსაკუთრებულ ხეირს ნახულობდნენ სამთავრობო „რეგულაციებისგან“, ბუშტების აფეთქების შემდეგ კი, ბანკირებმა გადასახადის გადამხდელებს ანგარიშები წარუდგინეს და ზარალიანობის აღმოფხრვის მათ მხრებზე გადატანას შეეცადნენ.
მიუხედავად ამისა, ეს მაგალითი ჭკუის სასწავლებლი ვერ გახდა. 2008 წლიდან მოყოლებული ახალი წესების შემოღება დაიწყო მასობრივად. გაჩნდა ახალი რეგულაციები ლიკვიდურობისა და კაპიტალის ნორმების მიმართ ფინანსური სექტორის უფრო მეტი სტაბილურობის მისაღწევად: შედეგად აშშ-ის ბანკები ახლა ახალი ლევერიჯის პროცენტით მუშაობენ.
მიუხედავად ამისა, კვლავ დიდია შეგრძნება იმისა, რომ ფინანსური ბაზრის სიმტკიცე სახელმწიფოს მხარდაჭერაზე დგას და როცა ამის საფრთე დადგება, მათ გაკოტრების უფლებას არავინ მისცემს. ციფრები გასაოცარია. ამერიკის მოქალაქეს შეუძლია 250 000 დოლარის დეპოზიტი ანდოს ნებისმიერ ბანკს ბრმად, რადგან ამ მოცულობის დეპოზიტებს მთავრობა აზღვევს: რა მოტივაცია აქვთ მეანაბრეებს, რომ წინასწარ შეამოწმონ ბანკების მდგრადობა? ბევრი მთავრობა კვლავ ახალისებს მსესხებლებს აიღონ ახალი სესხები და ახდენენ მათი საპორცენტო განაკვეთების სუბსიდირებას გადასახადებიდან გამოკლების გზით. უძრავი ქონების ბაზრის საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირება აშშ-ში 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რადგან ინვესტორებმა იციან, რომ მთავრობა საჭირო შემთხვევაში გადაარჩენს მსხვილ კომპანიებს, არ ერიდებიან სესხების აღებას.
ამერიკის უძრავი ქონების ბაზრის გიგანტებმა, ათწლეულების განმავლობაში, Fannie Mae და Freddie Mac გამოიყენეს 120 მილიარდის სუბსიდირება საკუთარი აქციონერების ჯიბეების შესავსებად. IMF-ის მონაცემების მიხედვით, ბანკების მთლიანი სუბსიდირება ბრიტანეთსა და იაპონიაში 110 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ევროზონაში კი 300 მილიარდს. განვითარებული ქვეყნების მთლიანი მაჩვენებელი დაახლოებით 630 მილიარდი დოლარია, უფრო დიდი მოცულობის თანხა, ვიდრე შვედეთის მშპ ან 1000 უმსხვილესი კომერციული ბანკის წმინდა მოგებაა. მართალია, ხშირ შემთხვევაში, ეს წესები და რეგულაციები პატიოსან ინვესტორებს ფინანსური სამყაროს „ურჩხულებისგან“ იცავს, მაგრამ უფრო ხშირად ეს სისტემა ფინანსურ ბაზრებს ახალი მაქინაციებითა და სპეკულაციებით ავსებს.
თეორიული მტკიცებულება ისტორიული ფაქტებითაცაა გამყარებული. თითოეული კრიზისის დროს რეგულატორებს სულ უფრო მეტი საფინანსო ინსტიტუტის დახმარება უწევთ. 1792-1929 წლების ხუთი მოვლენა თანამედროვე საფინანსო სისტემის საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ. ეს მოიცავს ძალიან წარმატებულ ინოვაციებს, სააქციო ბანკებიდან დაწყებული, ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნითა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ჩამოყალიბებით დამთავრებული. ეს ასევე ნიშნავს მწვავე ტრენდს: სახელმწიფო ჩარევის თანდათანობითი ზრდა. დეპოზიტების დაზღვევა ამის კარგი მაგალითია.
1934 წელს აშშ-ის მთავრობა აზღვევდა 2500-იან დეპოზიტს (იმ დროისათვის საშუალოშემოსავლიანი მაჩვენებლით) საბანკო რისკებისგან. მალე ტენდენცია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები ბანკის არჩევისას უგულვებელყოფენ მათ კრედიტუნარიანობის მაჩვენებელს და მხოლოდ საპროცენტო განაკვეთები აინტერესებთ, შედეგად მათი კაპიტალი ხშირად აღმოჩნდება ხოლმე არამყარი კაპიტალის მქონე ბანკების ხელში. ჯანსაღი ფინანსური სისტემა ეკონომიკის მამოძრავებელი ღერძია, ის საჭირო რესურსებს, კრედიტების სახით, სხვადასხვა კომპანიებისკენ მიმართავს, რომელთაც ის სჭირდებათ. ეს შესაძლებლობა ეკონომიკას უფრო მყიფეს და კონკურენტუნარიანს ხდის. თანამედროვე ფინანსური სამყარო უფრო ტენდენციურია, სადაც დაზოგვის მოცულობას განაპირობებს სუბსიდირებასა და გადასახადებს შორის მიმართება. უძრავი ქონების ბაზრის სესხების სეგმენტი ველური ხდება, ხოლო ინვესტიციები მანქანა-დანადგარებსა და პატენტებში იკლებს, რაც ეკონომიკურ ზრდას ამუხრუჭებს.
როგორ შეიძლება სახელმწიფო მანქანის ფინანსურ სექტორში ჩარევის შეჩერება?
სპეციალისტთა შეფასებით, დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა უნდა შემცირდეს 50 000 აშშ დოლარამდე ამერიკაში. ბანკების ხელმძღვანელებმა უნდა დაიწყონ საკუთარი კაპიტალის შესახებ რეკლამირება, როგორც ეს დეპოზიტების დაზღვევის შემოღებამდე ხდებოდა. ფირმებისათვის საგადასახადო შეღავათების მიცემა გონივრული ნაბიჯია, მაგრამ არა ვალების აღების ხარჯზე. ამასთანავე, სპეციალისტების შეფასებით, უმჯობესია ინვესტორებისა და არა გადასახადის გადამხდელების დასჯა გარკვეული წარუმატებლობისთვის.
ყველაფერი კი იმის გააზრებით უნდა დაიწყოს, თუ როგორ დაისჯებიან მეგა-ბანკები, და „განადგიურდებიან“ დანაკარგიანი ობლიგაციები, რომლებიც კრიზისების ბუფერებს წარმოადგენენ. ევროპა ამ საკითხში კიდევ უფრო ჩამორჩენილია აშშ-სთან შედარებით. ამიტომ მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარების გლობალური გზების გამონახვა. „პოლიტიკის ფინანსური სისტემიდან სრულიად გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ რელურია ის, რომ მთავრობების ჩარევა უფრო მეტად გახდეს ეფექტიანი. მთავრობებმა საბანკო სფეროს სუბსიდირება უფრო გამჭვირვალე უნდა გახადონ, თითოეული ბანკის მაჩვენებლები უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი კრიზისი გარდაუვალია“ – მიიჩნევენ დასავლელი ანალიტიკოსები.