საით მიდის საქართველო?
გამოვიდა როზეტა ასათიანის მონოგრაფია „საით მიდის საქართველო?“. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური ანალიზი.
მონოგრაფიაში განხილულია საქართველოში ახალი ეპოქის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში, ძირითადად, 1991-2012 წლებში განვითარებული მოვლენები და პროცესები.
გამოკვლეულია ერთდროულად ორი საინტერესო მოვლენის – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და „საბჭოთა სოციალიზმის“ კონვერსიის საფუძველზე საბაზრო ეკონომიკაზე წინააღმდეგობებით აღსავსე გარდამავალი პერიოდის სირთულეები, ქვეყანაში განვლილი თუ მიმდინარე არსებითი ეკონომიკური ძვრები, მიღწეული წარმატებები თუ ჩავარდნები; გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები, რაც განმტკიცებულია სტატისტიკური მასალებითა და სხვა ფაქტობრივი მონაცემებით.
წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის, არამედ სახელმწიფო მოხელეებისთვისად და, საერთოდ, მკითხველთა ფართო წრისთვის.