დოლარისთვის ბოლო 6 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი კვარტლის შედეგები

დოლარისთვის გააფთრებული ბრძოლა და ვოლატურობის ყველაზე სწრაფი ზრდა იყო დამახასიათებელი საფინანსო ბაზრებისთვი III კვარტალში. გაიზარდა შიში, რომ ბოლო სამივე თვე შესაძლოა თანაბრად მღელვარე ყოფილიყო.
დოლარის კურსის ახლანდელი ზრდა გახდა ყველაზე შესამჩნევი კვარტალური გაძვირება 2008 წლის ანალოგიური პერიოდის შემდეგ, როცა Lehman Brothers-ის კრახმა მსოფლიო საფინანსო კრიზისი გამოიწვია და დოლარზე მოთოხვნის აჟიოტაჟის პროვოცირება გამოიწვია.
ასეთი სიდიდის მსოფლიო სარეზერვო ვალუტის რყევით, რომელიც გამოიყენება მსოფლიო ვაჭრობაში ფასების განსასაზღვრად Apple-ის აქციებიდან დაწყებული თუთიით დამთავრებული, გაჟღენთილია მთელი საფინანსო ბაზრები. მათ ასწიეს ვოლატურობა და შეამცირეს საქონლისა და განვითარებადი ბაზრების ვალუტების ღირებულება.
ბევრი რამ, რაც მოხდება IV კვარტალში, დამოკიდებული იქნება ინვესტორების კოლექტიურ რწმენაზე, რომ აშშ-ის ეკონომიკა სხვა ბაზრებს გაუსწრებს, რადგან ფედერალური სარეზერვო სისტემა მალე აპირებს განაკვეთების აწევას, ხოლო დოლარი გამყარებას გააგრძელებს.
სხვა სიტუაცია ვითარდება ევროზონაში, სადაც ძლიერდება დეფლაციური მოლოდინები, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მიმართა შერბილების პოლიტიკის ისტორიულ ღონისძიებებს, ხოლო 10-წლიანი გერმანული ბონდების შემოსავლიანობა 1%-ზე დაბლა დაეცა.
„დოლარის ფასის მატება მნიშვნელოვნად არ დაარტყამს ამერიკის ეკონომიკას, მით უფრო ამ ეტაპზე“, – აღნიშნა Deutsche Bank-ის მთავარმა ამერიკელმა ეკონომისტმა ჯო ლა ვორგნიმ და დასძინა, რომ აშშ-ის წარმოება მნიშვნელოვნად აღემატება საკუთარ მოთხოვნებს, რამაც იმპორტისა და სავაჭრო დეფიციტის შემცირების საშუალება მისცა ქვეყანას.
„ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ფედერალური სარეზერვო სისტემა ყოველთვის გაწბილებული იყო ეკონომიკაში ცვლილებებით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მომავლისკენ უნდა იყოს მიმართული“, – დასძინა მან.