თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმოხილვა
ოთარ ანგურიძე, ირაკლი დოღონაძე
ნებისმიერი სახელმწიფოს დედაქალაქის ბიუჯეტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, რომლის დედაქალაქშიც მოსახლეობის 26%-ზე მეტი (ოფიციალური მონაცემებით) ცხოვრობს.
განვლილ წლებში ქ. თბილისის ბიუჯეტის გეგმიური მაჩვენებლები არსებითი ცვალებადობით ხასიათდებოდა როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში. 2008 წელს ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები განისაზღვრა – 533 მლნ 412 ათასი ლარით, 2009 წელს – 619 მლნ 677 ათასი ლარით, 2010 წელს – 751 მლნ 401 ათასი ლარით, 2011 წელს – 712 მლნ 140 ათასი ლარით, 2012 წელს – 687 მლნ 260 ათასი ლარით, 2013 წელს – 688 მლნ 271 ათასი ლარით, 2014 წელს – 730 მლნ 307 ათასი ლარით, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები კი – 731 მლნ 748 ათასი ლარით დაიგეგმა.
თავისმხრივ აღნიშნულ წლებში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმიური მაჩვენებლები საინტერესოდ იყო განაწილებული. 2008-2014 წლების ჯამური მონაცემებით მთლიანი შემოსულობების 94% მოდის შემოსავლებზე, 4% – არაფინანსური აქტივების კლებაზე, 1% – ფინანსური აქტივების კლებაზე და ასევე 1% ვალდებულებების ზრდაზე.
ამ პერიოდში ბიუჯეტში ყველაზე მეტი შემოსავლების მიღება დაიგეგმა 2010 წელს, 716 მლნ 321 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ყველაზე ნაკლები კი 2008 წელს – 471 მლნ 090 ათასი ლარის ოდენობის.
განვლილ პერიოდში (2008-2014 წლებში) მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლებიდან საშუალოდ 16% მოდიოდა გადასახადებზე, 69% – გრანტებზე, ხოლო 15% კი – სხვა შემოსავლებზე.
გარდა ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილისა მნიშვნელოვანია გადასახდელების ნაწილიც. გადასახდელებში თავისმხრივ დიდი წილი ეჭირა ხარჯებს.
2009 წელს ქ. თბილისის ბიუჯეტის ფაქტიურმა ხარჯებმა 482 მლნ 290 ათასი ლარი შეადგინა, 2010 წელს – 606 მლნ 311 ათასი ლარი, 2011 წელს – 581 მლნ 408 ათასი ლარი, 2012 წელს კი – 436 მლნ 399 ათასი ლარი. თავისმხრივ საინტერესოა საბიუჯეტო ხარჯებიდან შრომის ანაზღაურების (ხელფასების) წილიც. 2009 წელს ხელფასების წილმა მთლიან საბიუჯეტო ხარჯებში (ფაქტიური მაჩვენებლებით) შეადგინა 5,9%, 2010 წელს – 5,8%, 2011 წელს – 4,1%, 2012 წელს კი – 6,5%.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული ხარჯები 694 226,6 ათასი ლარს შეადგენს, რომელიც შემდეგ სახეს გვაძლევს:
შრომის ანაზღაურების მუხლში 2015 წელს დედაქალაქის მთავრობას 47 608,1 6 ათასი ლარი აქვს განსაზღვრული, რაც 2014 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 4%-ით. ხოლო 2013 წლის მაჩვენებელს თითქმის უტოლდება. საქონელი და მომსახურების მუხლში გაცილებით მეტის დახარჯვა არის გათვალისწინებული ვიდრე წინა წლებში და ეს მაჩვენებელი 2015 წლის პროექტით განსაზღვრულია 175 039,4 ათასი ლარით, რაც 2014 წლის მაჩვენებელს აღემატება 15%-ით, ხოლო 2013 წლის მაჩვენებელს კი 49%-ით. სესხის მომსახურების (პროცენტების) გაწევა გაცილებით ცოტა უწევს მომავალ წელს თბილისის მთავრობას ვიდრე სხვა წლებში და 2015 წელს განსაზღვრულია 423,8 ათასი ლარის დახარჯვა, რაც 2014 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით მცირდება 47%-ით, ხოლო 2013 წელთან შედარებით კი 65%-ით. სუბსიდიების მუხლი განსაზღვრულია 103 056,1 ათასი ლარით და 2014 წლის მაჩვენებელს აღემატება 3%-ით, ხოლო 2013 წლისას 28%-ით. გრანტების მუხლში არც გასულ უახლოეს წლებში და არც 2015 წლის პროექტით ხარჯი არ არის გათვალისწინებული. სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში განსაზღვრულია 198 995,0 ათასი ლარი, რაც 2014 წლის დამტკიცებული გეგმის მაჩვენებელს აღემატება 1%-ით, 2013 წლის ფაქტიურ მაჩვენებელს კი 23%-ით. სხვა ხარჯების მუხლი განსაზღვრულია 169 104,2 ათასი ლარით, რაც 2014 წლის დამტკიცებულ გეგმიურ მაჩვენებელს აღემატება 1%-ით, ხოლო 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით კი შემცირებულია 23%-ით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის პროექტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალურ კლასიფიკაციას შემდეგი სახე აქვს:
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება
მცირედი ზრდა ფიქსირდება ამ მუხლის მაჩვენებლებში. კერძოდ, 2015 წლის პროექტის მიხედვით განსაზღვრულია 81 722,7 ათასი ლარის დახარჯვა. 2014 წლის დამტკიცებული გეგმიურ მაჩვენებელმა 78 443,4 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო 2013 წლის ფაქტიური მონაცემებით 73 467,2 ათასი ლარია დაფიქსირებული. ხოლო,
თუ მას განვიხილავთ ჩაშლილ მდგომარეობაში, ვნახავთ, რომ ზრდა ფიქსირდება „აღმასრულებელი ორგანოების მმართველობითი ხარჯების“, „წარმომადგენლობით ორგანოების“ და „ სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების“ ქვემუხლებში. „ვალთან დაკავშირებული ოპერაციები“ შემცირებულია სხვა განვლილ წლებთან შედარებით და განსაზღვრულია 523,8 ათასი ლარით, რაც წინა წლის მაჩვენებელთან მიმართებით ფიქსირდება 41%-იანი კლება, ხოლო 2013 წელთან შედარებით შემცირებულია 61%-ით.
საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება
ეს მუხლი მოიცავს „საგანგებო სიტუაციები და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები“-ს, სადაც სხვა წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2015 წლის პროექტის მიხედვით გაზრდილი მონაცემები და შეადგენს 24 921 ათას ლარს, 2014 წლის გეგმის მიხედვით 22 793,3 ათასი ლარია დამტკიცებული, ხოლო 2013 წლის ფაქტიური მონაცემებით 21 624,6 ათასი ლარია.
ეკონომიკური საქმიანობა
ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით შემცირებულია ხარჯებია მომავალი წლის პროექტის მიხედვით და შეადგენს 90 196,7 ათას ლარს, 2014 წლის მაჩვენებელი შეადგენდა 95 353,2 ათას ლარს, ხოლო 2013 წლის ფაქტიური მაჩვენებლებით 119 042,2 ათასი ლარია დაფიქსირებული. შემცირებულია „ტრანსპორტი (მათ შორის გზები)“-ს ქვემუხლში 9%-ით 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო „სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობაში“ გაზრდილია 85%-ით.
გარემოს დაცვა
გარემოს დაცვაზე ფიქსირდება საგრძნობი ზრდა სხვა წლების მაჩვენებელთან მიმართებით და 2015 წლის პროექტით ეს მაჩვენებელი შეადგენს 71 890 ათას ლარს. 2014 წლისთვის დაგეგმილია ამ მიმართულებით 65 212 ათასი ლარი დახარჯვა, ხოლო 2013 წლის ფაქტიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 52 837,1 ათასი ლარი. ეს მუხლი მოიცავს „ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება (დასუფთავების ღონისძიებები)“ და „ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვა (გამწვანება)“-ს. წარმოდგნილ ორივე მუხლში ფიქსირდება ზრდა და საერთო მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 10%-ით, ხოლო 2013 წელთან შედარებით 36%-ით.
საბინაო-კომუნალური მეურნეობა
ამ მუხლის მაჩვენებელი 2015 წლი პროექტის მიხედვით შეადგენს 164 988,6 ათას ლარს. 2014 წელს ამ მუხლში გეგმის მიხედვით განსაზღვრულია 156 666,1 ათასი ლარი, ხოლო 2013 წლის ფაქტიური მაჩვენებელი 159 535,6 ათასი ლარი არის. თუ განვიხილავთ, ქვემუხლებსაც ნახავთ, რომ „ბინათმშენებლობაზე (საბინაო ფონდის გაუმჯობესებისა და შენახვის უზრუნველყოფა)“ გათვლილია 78 103,3 ათასი ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით ფიქსირდება კლება და 2014 წლის გეგმიური მაჩვენებელი 89 482,4 ათასი ლარით არის განსაზღვრული ხოლო 2013 წლის ფაქტიური მაჩვენებელი 27 143,1 შეადგენს. ხოლო სხვა მუხლებში, როგორიცაა „კომუნალური მეურნეობის განვითარება“, „გარეგანათება“, „კვლევები და განვითარება საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში“ ფიქსირდება ზრდა და ამ მუხლების საერთო მაჩვენებელი 29%-ით აღემატება 2014 წლის დამტკიცებულ გეგმიურ მაჩვენებელს.
ჯანმრთელობის დაცვა
თუ განვიხილავთ ჩვენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის პროექტის ფუნქციურ კლასიფიკაციას ვნახავთ, რომ წინა მთავრობისა და დღევანდელი მთავრობის პრიორიტეტების აშკარად განსხვავდება, რაც მუხლებში თანხების გადანაწილებაში ვლინდება. კერძოდ, უნდა ითქვას, რომ თბილისის ბიუჯეტის პროექტი, ისევე როგორც ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულება გაძლიერებულია და ჯანდაცვის მიმართულებით 34 450.0 ათასი ლარია განსაზღვრული, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 26 621,4 ათას ლარს, ხოლო 2013 წლის ფაქტიური მონაცემებით კი – 27 236,7 ათასი ლარი იყო. 2015 წლის პროექტით ჯანდაცვის მიმართულებით აშკარა ზრდა ფიქსირდება, ეს კი მაშინ როდესაც ამოქმედებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს. აქედან, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების“ მუხლში 2013 და 2014 წლების მაჩვენებელს 13%-ით. „სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ჯანდაცვის სფეროში“ დაგეგმილი მაჩვენებელი 2014 წელს აღემატება 30%-ით, ხოლო 2013 წლის მაჩვენებელს 27%-ით.
დასვენება და კულტურა
ამ მიმართუებით ფიქსირდება ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით და 61 985,2 ათას ლარს შეადგენს. 2014 წლის გეგმიური მონაცემებით ეს მუხლი შეადგენდა 59 625,1 ათას ლარს, ხოლო 2013 წელს 51 445,6 ათასი ლარის ფაქტიურ მაჩვენებელს. ამ მუხლის მომსახურება კულტურის სფეროში და სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სპორტისა და კულტურის სფეროს ქვემუხლებში 2015 წლის პროექტის მიხედვით ფიქსირდება ზრდა სხვა წინა წლებთან შედარებით.
კლება დაფიქსირებულია მხოლოდ მომსახურება სპორტის სფეროში და შეადგენს 1 500 ათას ლარს, რაც წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელთან მიმართებაში 64%-იანი კლებით გამოირჩევა, ხოლო 2013 წლის ფაქტიურ მაჩვენებლს 61%-ით ჩამორჩება.
განათლება
ამ მიმართულებით დედაქალაქის მთავრობა 2015 წლის პროექტით 92 633,1 ათასი ლარის დახარჯვას ფიქრობს. აქედან 85 000,0 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, რაც უკავშირდება იმ სიახლეებს (ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, საბავშვო ბაღებში უფასო სწავლა), რასაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მთავრობა საბავშვო ბაღების მიმართულებით ახორციელებს. 2014 წლის დამტკიცებული გეგმიური მაჩვენებლით თბილისის ბიუჯეტში განსაზღვრულია 81 979,0 ათასი ლარი, ხოლო 2013 წლის ფაქტიური მდგომარეობით განათლების მიმართულებით თბილისში დაიხარჯა 57 547,0 ლარი. აქედან, „სკოლამდელი აღზრდის“ მუხლით განსაზღვრული თანხა 2014 წლის მაჩვენებელს აღემატება 11%-ით, ხოლო 2013 წლის ფაქტიურ მაჩვენებელს 62%-ით. „განათლების სფეროს დამხმარე მომსახურების“ მუხლში 2014 წელთან შედარებით შემცირებულია თანხები 12%-ით, 2013 წლის მაჩვენებელსაც იგივე პროცენტით ჩამორჩება.
სოციალური დაცვა
ამ მუხლში მცირედი კლება ფიქსირდება 2015 წელს და მთლიანი მაჩვენებელი შეადგენს 166 185,4 ათას ლარს. 2014 წლის დამტკიცებული გეგმიური მაჩვენებელი შეადგენდა 173 237,7 ათას ლარს, ხოლო 2013 წლის ფაქტიური მონაცამებით 139 182,6 ათას ლარს. ძირითადად კლება განპირობებულია ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის მუხლში და შეადგენს 64 927,7 ათას ლარს, რაზეც ძირითადი ვალდებულება ცენტრალურ მთავრობას აქვს აღებული. ამავე მუხლში გაზრდილია თანხები ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე და 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელს აღემატება 35%-ით, ხოლო 2013 წლის ფაქტიურ მაჩვენებელს 249%-ით აღემატება. „ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის“ მუხლში თანხები შემცირებულია 13%-ით, 2013 წელთან შედარებით კი – 2%-ით.
„საცხოვრებლებით უზრუნველყოფის“ მუხლში 2014 წელთან შედარებით თანხები გაზრდილია 50%-ით, ხოლო 2013 წელთან შედარებით კი – 183%-ით. „სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის“ მიმართულებით თანხების ზრდა 2014 წელთან შედარებით ფიქსირდება 1%-ით, ხოლო 2013 წელთან შედარებით კი – 34%. აქვე ცნობილია, რომ თბილისის მთავრობა აპირებს 2 148 ათასი ლარი დახარჯვას მიუსაფართა თავშესაფრის ასაშენებლად, რაზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
საბოლოოდ, თუ ჩვენ შედარებისთვის ავიღებთ ფუნქციური კლასიფიკაციის ძირითად მუხლებს ვნახავთ, რომ საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 2015 წლის პროექტით 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 11%-ით, ხოლო 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით კი – 4%-ით. საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროების ნაწილში 2013 წელთან შედარებით ზრდა ფიქსირდება 15%-ით, 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით კი – 9%-ით. ეკონომიკური საქმიანობისათვის განსაზღვრული თანხები 2013 წელთან შედარებით შემცირებულია 24%-ით, 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით კი – 5%-ით არის შემცირებული. გარემოს დაცვის ნაწილში ფიქსირდება ზრდა 2013 წელთან შედარებით 36%-ით, 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით კი – 10%-იანი ზრდა ფიქსირდება. საბინაო-კომუნალური მეურნეობის მუხლში 2013 წელთან შედარებით 3%-იანი ზრდა არის, ხოლო 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით კი – 5% იზრდება. ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით კი 2013 წლის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება, ხოლო 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით კი – 29%-ით იზრდება. დასვენება და კულტურის მუხლში 20%-იანი ზრდა არის 2013 წელთან შედარებით, ხოლო 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 4%-ით. განათლების მუხლში 2013 წელთან შედარებით 61%-იანი ზრდა არის დაფიქსირებულია, ხოლო 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით კი – 13-ით იზრდება. სოციალური დაცვის მიმართულებით 2013 წელთან შედარებით 19%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო 2014 წელთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი მცირდება 4%-ით.
წარმოდგენილი ხარჯების სტრუქტურა გვანახებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გამწვანება, სკოლამდელი აღზრდა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ბიუჯეტის დაგეგმვისას და ხარჯების განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პროგრამული ბიუჯეტის მიმართულებით, სადაც გაწერილია თუ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და რომელი საქალაქო სამსახურია მის შესრულებაზე პასუხისმგებელი. რაც იძლევა მომავალში შესრულებული სამუშაოს ეფექტურად შეფასებისა და გაზომვის საშუალებას. ეს კი, გამჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. წინა ხელისუფლების დროს კი, საზოგადოებისთვის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ასევე მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია სხვა ხარჯების მუხლის ჩაშლა დეტალურად, რაც საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს უკეთ შეაფასონ და გააკონტროლონ ბიუჯეტის როგორც ხარჯვის, ისე შესრულების ნაწილები.
იქედან გამომდინარე, რომ თბილისის ბიუჯეტს არ ყოფნის საკუთარი შემოსავლები რათა დაფაროს ყველა მიმდინარე ხარჯი და ვალდებულება, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი წინა წლების მსგავსად დაბალია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის, რომ ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს აქტიური მუშაობა დედაქალაქის ფინანსური რესურსების დამოუკიდებელი ზრდისაკენ. კერძოდ კი, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნება, თუ გაიზრდება ადგილობრივი გადასახადების წილი ადგილობრივ ბიუჯეტში. ეს კი, მისცემს თბილისის მთავრობას მეტ დამოუკიდებლობას და ექნება მეტი საშუალება იყოს უფრო აქტიური ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების დროს.