EBRD-იმ შესაძლოა რუსეთი დატოვოს

თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფალგლებში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ რუსეთზეც ისაუბრა.
„ახალი პროექტების საკითხი რუსეთში პირდაპირ არის დაკავშირებული დისკუსიებთან იმ გეოპოლიტიკური სიტუაციების გარშემო, რომელიც ახლა არის შემქნილი. რაც შეეხება საინვესტიციო პორტფელს რუსეთში, ჩვენ ძალიან აქტიური პორტფელი გვაქვს ამ ქვეყანაში. თუმცა დაბრუნდებიან თუ არა ჩვენი აქციონერები თანიანთი პროექტებით რუსეთში ეს მათი გადასაწყვეტია. ამ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდდამხოლოდ აქციონერები და არ მინდა რაიმე სპეკულაციებით ვისარგებლო“ – განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

ეს განცხადება, EBRD-ის პრეზიდენტმა რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა. სერგეი სტორჩაკის განცხადებით, რუსეთი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც EBRD-ია ჩაერთო დისკუსიებში რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით. სტორჩაკმა EBRD პოლიტიზირებაში დაადანაშაულა. რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთი არ უჭერს მხარს EBRD-ის 2016-2020 წლების სტრატეგიას, რადგან ის არ ითვალისწინებს ახალი პროექტების განხორციელებას რუსეთში.