რუსეთი ლატვიის პორტის ხელში ჩაგდებას ცდილობს
მოამზადა მარი წიკლაურმა
რუსეთი ლატვიას ნავთობის ბლოკადას უცხადებს, ყოველი შემთხვევისათვის, ამ წლის აპრილამდე რუსეთმა ნავთობის ლატვიის პორტ ვენტსპილსის გავლით ტრანსპორტირება შეწყვიტა. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ვიქტორ ხრისტენკომ. ექსპერტთა აზრით, ლატვიური პორტის ბლოკადა მის გაკოტრებას და იქ განთავსებული ნავთობტერმინალ Ventspils Nafta-ს აქციების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომელის წილის ხელში ჩაგდებას რუსეთის სახელმწიფო კომპანია “ტრანსნეფტი” აპირებს.
ავთობტერმინალი Ventspils Nafta საბჭოთა კავშირის მიერ ნავთობის ევროპაში (ჩრდილო-დასავლეთისკენ) გადასაზიდად აშენდა. 90-იანი წლებიდან მისი აქციონერების წრე, ფაქტობრივად, უცვლელი რჩებოდა. ამავე პერიოდიდან Ventspils Nafta-ს გარშემო ნავთობის გადაქაჩვით იყვნენ დაკავებულნი კერძო კომპანიები: Puses, Skonto Nafta, Ventrana, Mან – Tess-ი და Lat-West – East-ი. ისინი Ventspils Nafta-ს ყველა კლიენტს, რომელსაც ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა ვენტსპილსის გავლით სურდა, თავისივე ფირმებში, ერთმანეთთან აგზავნიდნენ. ლატვიის ეკონომიკის სამინისტრო ამ კომპანიებისათვის ადგენდა შეღავათებს, რომლებიც გადაზიდვების მოცულობაზე იყო დამოკიდებული. სახელმწიფო საწარმოსთან პირდაპირი თანამშრომლობის მსურველებს “ნორმალური” ტარიფი ხვდებოდათ ყოველგვარი შეღავათების გარეშე. ერთადერთი რუსული კომპანია, რომელიც Ventspils Nafta-ს პირდაპირ ეკონტაქტებოდალუკოილი იყო, რომელსაც პრინციპულად არ უნდოდა შუამავლების მეშვეობით მუშაობა. ამის გამო იგი შეღავათების გარეშე რჩებოდა. ლუკოილს არ შეეძლო ვინმესთვის პრეტენზია წაეყენებინა, ვინაიდან ლატვიელი მეწარმეები მაქსიმალურად იყენებენ მონოპოლიურ მდგომარეობას. მაშინ Ventspils Nafta-ს ნავთობის და ნავთობპროდუქტის ოფიციალური ტარიფი 5,65 ამერიკულ დოლარს შეადგენდა (1 ტონა). თითოეულმა ზემოხსენებულმა კომპანიამ Vენტსპილს Nაფტა-სთან ნავთობის მიწოდებაზე ხელშეკრულება დადო და 20%-იანი შეღავათიც მიიღო, ანუ გაჩნდა ნავთობის 5,35 ამერიკულ დოლარად გადაზიდვის შესაძლებლობა. დარჩენილი სხვაობა (დაახლოებით 0,5-0,8 ამერიკული დოლარი თითოეული ტონიდან) ნავთობის გადამზიდველებისათვის საარსებო მინიმუმს წარმოადგენდა. 5,35 ამერიკული დოლარი იყო ის ფასი, რომელზეც ნავთობის გადამზიდველები დემპინგის თავიდან ასაცილებლად ერთმანეთში შეთანხმდნენ.
Ventspils Naftა-ს პრივატიზაციის დროს გადამზიდველებმა სააქციო საზოგადოება Lატვიჯას შნაფტას თრანზიტს-ი შექმნეს და ამავე დროს, სწრაფად და ყოველგვარი ხმაურის გარეშე ფირმიდან ორი შედარებით მცირე მონაწილე -LWE და Man-Tes-ი განდევნეს. Ventspils Nafta-მ პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა მიიღო და LNთ-ს აქციათა ნანატრი პაკეტის 37 %-ის მფლობელი, შემდგომში კი, კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
სააქციო საზოგადოება Ventspils Nafta-ს აქციები შესაძლებელი იყო ერთ-ერთი რუსული კომპანისათვის მიეყიდათ. ამაზე ბევრს საუბრობდნენ რუსულ და ლატვიურ ოფისებში. რუსეთისთვის Ventspils Nafta-ს გაყიდვას კომპანიის აქციონერთა ჭრელი შემადგენლობა უშლიდა ხელს. გაყიდვის მიზეზი იყო ის კრიტიკული სიტუაცია, რომელიც ვენტსპილსის პორტის გავლით ნავთობპროდუქტების ტრანზიტთან დაკავშირებით შეიქმნა. Ventspils Nafta-ს აქციების გაყიდვის პროცესში აქციონერთა შემადგენლობის სიჭრელის გამო, რუსეთს, ალბათ, ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევდა.
ვენტსპილსის ნავთობტერმინალი, რომელიც მონოპოლიური მდგომარეობის დროს რუსეთის ნავთობის ექსპორტის 14 %-ს უზრუნველყოფდა, “ვენტსპილსის ჯგუფიდან” ლატვიელი მეწარმეების (საკონტროლო პაკეტის მფლობელები) და სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. ამ უკანასკნელს დღემდე ეკუთვნის აქციების 43, 68 %, თუმცა, მინორიტარული აქციონერობა ბევრს არაფერს ნიშნავს, ვინაიდან მათ საწარმოს პოლიტიკაზე გავლენა არ აქვთ.
სააქციო საზოგადოება Ventspils Nafta-ს აქციების საკონტროლო პაკეტს შპს Latvijas Naftas Tranzits-ი ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტი სააქციო საზოგდოება Vent Bunkers-ს ეკუთვნის. გასული წლის ივლისში Vent bunkers-ი, ფაქტობრივად, იგივე სახელის მქონე კონცერნის ცენტრალური კომპანია გახდა. Latvijas Naftas Tranzits-ს სახელმწიფო აქციების 5%-მდე გამოსყიდვის უფლება და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კომპანიის მუშაობაში “ჩაურევლობის” პოლიტიკის შესახებ შეთანხმება დარჩა. ამავე დროს Ventspils Nafta ლატვიური სანაოსნოს უმთავრესი აქციონერი და შპს Lat Ros Trans-ის ნავთობსადენის ოპერატორის აქციების 66 %-ის მფლობელია.
აღსანიშნავია, რომ Ventspils Nafta-ს ფაქტობრივი მფლობელის საკონტროლო პაკეტები შპს Yelverton Investment-ს ეკუთვნის, რომელიც ნედერლანდებშია რეგისტრირებული. Vent Bunkers-ის შედარებით პატარა პაკეტები კი, შპსKement da IAG-ს ეკუთვნის (ავსტრია). კომპანიის აქციონერთა შემადგენლობაში შედიან ფიზიკური პირები ვენტსპილსის სატრანზიტო საწარმოებიდან – აივარ ლემბერგსი, იანის ბლაჟევიჩი, იგორ სკოკსი, პლეგ სტეპანოვი, გენადი შევცოვი და ოლაფ ბერკისი.
როგორც ჩანს, ვენტსპილსის ტერმინალის აქციების პოტენციური კანდიდატებისათვის მთავარია, სწორედ ამ აქციონერებთან მიაღწიონ შეთანხმებას. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწარმოს ზემოთ ნახსენები ექვსი თანამეწილეებიდან ერთ-ერთმა საკუთარი ინიციატივით უკვე მიიღო მონაწილეობა მოსკოვის ზოგიერთ კომპანიასთან მოლაპარაკებებში საწარმოს აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ. თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს მონაცემები, მოახერხეს თუ არა Ventspils Nafta-ს აქციონერებმა ერთიანი პოლიტიკის შემუშავება ტერმინალის აქციების შემოთავაზებასთან დაკავშირებით.
ბოლო დრომდე მეწარმეები ვენტსპილსის ჯგუფიდან საკმაოდ წარმატებულად ახერხებდნენ სხვა ეკონომიკური დაჯგუფებების მცდელობების აღკვეთას – ჩართულიყვნენ ვენტსპილსის გავლით ნავთობტრანზიტში. გარდა ამისა, საქმეში დიდ როლს თამაშობდა მეწარმეების გავლენა პოლიტიკოსებზე იმ ინტერესის შედეგების გასანეიტრალებლად, რომელსაც ტერმინალის მიმართ სხვედასხვა რუსული ნავთობკომპანიები იჩენდნენ. იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა ისარგებლონ რუსებმა საკუთარი ნავთობით ლატვიურ პორტში, შემდეგი არგუმენტები იყო მოყვანილი: პორტი არ იყინება, მშვენივრადაა დაყენებული ინფრასტრუქტურა და საერთოდ, კარგი ეკონომიკაა ნავთობის ექსპორტის განსახორციელებლად.
სააქციო საზოგადოება Ventspils Nafta-ს მოღვაწეობის შედეგები კომპანიის მფლობელებს ჯერ კიდევ 2001 წელს “ზომიერი ოპტიმიზმის” საფუძველს აძლევდა: წლის შედეგებით, გადაქაჩული იყო 22, 3 მლნ ტონა ნავთობი, მათ შორის 1,5 მლნ ტონა ნედლი ნავთობი (თვეში დაახლოებით 1, 25 მლნ ტონა). ეკონომიკურ გაანგარიშებზე დამყარებული იმედები საკმაოდ დიდხანს არსებობდა და ჯერ კიდევ 2002 წლის პირველ კვარტალში Vენტსპილს Nაფტა-ს გავლით საექსპორტოდ 1,3 მლნ ნავთობი გადიოდა. შემდგომში დაიწყო თამაშები, სადაც ლატვიელი მეწარმეების ინტერესები, ფაქტობრივად, არ იყო გათვალისწინებული. ნავთობის მიწოდების მოცულობის შემცირება რუსეთიდან ვენტსპილსის მიმართულებით ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან დაიწყო. 2002 წლის მეორე კვარტალში Vენტსპილს Nაფტა-ს გავლით ნავთობის ექსპორტის მოცულობა თვეში 600 ათასს არ აღემატებოდა, რუსეთის მხრიდან გრაფიკის ასეთი მკვეთრი კორექციის მიზეზი – “ტრანსნეფტის” კომპანიის ოპერატორის გადაწყვეტილება – განსაკუთრებულად არ ინიღბებოდა. თავიდან კომპანია “ტრანსნეფტი” ცდილობდა ამ გზით თავისი ძალის დემონსტრირება მოეხდინა რუსი პრეტენდენტებისთვის, რომლებიც წლების მანძილზე აკონტროლებდნენ ვენტსპილსის მიმართულებით ნავთობის ექსპორტს. საბოლოოდ, გაიმარჯვა უძლიერესმა, ანუ “ტრანსნეფტმა” მიიღო ნავთობის ამ მიმართულებით ტრანსპორტირების კოორდინატორის ფუნქცია. ვენტსპილსის ნავთობსადენის გავლით გადაქაჩული ნავთობის რაოდენობა მაშინათვე თვეში 450 ტონამდე შემცირდა. თუმცა საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ “ტრანსნეფტის” ახლანდელი ხელმძღვანელი, სემიონ ვაინშტოკი არ არის ვენტსპილსის პორტის გაზრდის და ლატვიელი ბიზნესმენების მომგებიანობის მომხრე, რაზეც მას არაერთხელ გაუკეთებია განცხადება პრესის წარმომადგენლების წინაშე. საკითხავია, ვინ დაავალა კომპანია ტრანსნეფტს ლატვიის მიმართულებით ნავთობის ექსპორტის შემცირება?
ერთი შეხედვით, ნავთობის ექსპორტის თითქმის 70 %-ით შემცირება, შეიძლება, შეფასებული იყოს, როგორც ერთგვარი გაფრთხილება ჭირვეული ლატვიელი ნავთობგადამზიდველებისადმი. თუმცა, “ტრანსნეფტის” ზეწოლა თანმიმდევრულად ძლიერდება. ძირითადი პოზიცია რუსეთისათვის ამჟამად ნავთობჩამომსხმელი პორტი პრიმორსკია, ვენტსპილსი კი, დარჩენილ ნავთობს ღებულობს. თუმცა, ვენტსპილსის პორტით ნავთობის ექსპორტის მკვეთრი შემცირება ხდება იმ პერიოდში, როდესაც რუსეთში არნახული ტემპებით იზრდება მისი მოპოვება. მაგისტრალური ნავთობსადენების გამოყენებით ნავთობის ექსპორტის საშუალება ახლა ყაზახეთმაც მიიღო. საერთოდ, 2002 წლიდან ნავთობი საექსპორტოდ აღმოსავლეთის ბაზრის ნებისმიერი პორტიდან გადის, რომელსაც ამის მცირეოდენი საშუალება მაინც გააჩნია. ნათელია, რომ ვენტსპილსის პორტიდან ნავთობის გაზიდვის ასეთი მკაცრი შემცირება შემთხვევითი არ არის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2002 წლის ზაფხულის დასაწყისიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია კომპანიების ლატვიური ტერმინალის აქციებით დაინტერესების შესახებ. ეს პოზიცია მას შემდეგ გაძლიერდა, რაც კომპანიაიუკოსმა ლატვიური ნავთობკონცერნი Mazeikiu Nafta შეიძინა.
გარდა ამისა, არაოფიციალურად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ თუ, რუსეთის ინტერესები იგნორირებული იქნებოდა, 2002 წლის მეოთხე კვარტალში ნავთობის ექსპორტი ვენტსპილსის პორტის გავლით თვეში 200 ათასამდე უნდა შემცირებულიყო. ამ შემთხვევაში Ventspils Nafta-ს 2002 წლის შედეგების შეჯამებისას კომპანიის მუშაობის პრაქტიკაში პირველად ემუქრებოდა “მინუსში” დარჩენის საშიშროება.
2002 წლის გაზაფხულიდან Ventspils Nafta-ს ხელმძღვანელობა ცდილობდა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მოეძებნა. ზემოქმედების ძირითადი ინსტრუმენტი, რომელსაც აქამდე მიმართავდნენ, კლიენტების ტარიფების მეშვეობით მოზიდვა იყო. სავარაუდოდ, ტარიფები ამჯერადაც შეიცვლება, მაგრამ რაც შეეხება Ventspils Nafta-ს აქციებს, აქ სიტუაცია გაცილებით უფრო რთულია. საქმე იმაშია, რომ “ვენტსპილსის ჯგუფის” მონოლიტურობისგან (რომელიც განსაკუთრებული სიმყარით არასოდეს გამოირჩეოდა) დღეისათვის არაფერი დარჩა, ხოლო იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს Ventspils Nafta მომავალში და რა პოლიტიკა უნდა აწარმოოს კლიენტებთან, ერთიანი აზრი არ არსებობს. ამას დაემატა მონაცემები ტალინის პორტიდან, რომლის სასურსათო ტერმინალები ბოლო 5 წლის განმავლობაში სერიოზულ კონკურენტებად იქცნენ. პორტი ნავთობპროდუქტების და ნავთობის გადამუშავების მიხედვით რეგიონში პირველ ადგილზეა, მით უმეტეს, რომ ეს გადაზიდვები არა ნავთობსადენებით, არამედ რკინიგზით წარმოებს.
ამის შედეგად, გასული წლის ივნისში Ventspils Nafta-ს ტოპ-მენეჯერმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, შემდეგ კი, ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა სხვა ტერმინალებთან და ნავთობტერმინალ Vent Bunkers-თან.
Ventspils Nafta-ს დღევანდელ ხელმძღვანელობაზე შეიძლება ითქვას, რომ იგი არსებობს, მაგრამ კომპანიის ბედი მის კომპეტენციაში არ შედის. Ventspils Nafta-ს აქციების გასაყიდი ფასის საკითხმა, შესაძლებელია, პრობლემა, შეუქმნას კომპანიის დღევანდელ თანამეპატრონეებს. სახელმწიფო პაკეტის ფასი და მისი გაყიდვის მეთოდი ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა. ასე რომ, დღეისათვის კომპანიის აქციონერებს მხოლოდ კომპანიაში არსებული საკუთარი აქციების გაყიდვა შეუძლიათ.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ვენტსპილსის პორტის ახალი ტერმინალის რუსეთის ნავთობით ჩატვირთვის შესაძლებლობას ამ ქვეყნის მთავრობა მარტში განიხილავს. ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით ნავთობი არ მიედინება. სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთი არც მეორე კვარტალში აღადგენს ამ პორტში ნავთობის მიწოდებას. სავარაუდოდ, მისი გადაზიდვა ამ მიმართულებით მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც Ventspils Nafta-ს (VN) მფლობელთა შორის რუსი მენავთობეები, ან ტრანსნეფტი აღმოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთიდან ნავთობის ექსპორტირების მარშრუტი გასულ წელს გადაიკეტა მაგისტრალურ მილსადენებთან არსებული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც სწორედ ვიცე-პრემიერი ხრიცენკო ხელმძღვანელობდა. VN-ით გასატარებელი ნავთობი (600 ათასი ტ) პირველი კვარტალისთვის დადგენილი გრაფიკით პრიმორსკში იყო მიმართული.
“ტრანსნეფტის” ვიცე-პრემიერ სერგეი გრიგორიევის განცხადებით, ეს არის მაქსიმალური მოცულობა, რომლის ექსპორტირება კომპანიას ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით შეუძლია.
ნოვოროსიისკის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით შეფერხებებიც რომ იყოს, “ტრანსნეფტი” ვერ შეძლებს ნედლეულის ნარჩენების გადამისამართებას ვენტსპილსში. ამისათვის კომპანიას რუსეთის სხვა რეგიონებში მილსადენების ქსელების განვითარებაში (ალმეტიევსკ-ნიჟნი ნოვგოროდის მარშრუტის და ა. შ.) 140 მლნ ინვესტიციის ჩადება დასჭირდება. გრიგორიევის აზრით, ამის საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს: “ბუტინგე იტვირთება იმიტომ, რომ იგი რუსულ კომპანიას ეკუთვნის, ვენტსპილსში კი, რუსეთს – არაფერი”. ამის შესახებ, სხვათა შორის, ამ დღეებში განაცხადა ლატვიის ვიცე-პრემიერმა, აინარს შლესერსმა. მისი აზრით, სწორედ რუსული ნავთობკომპანიების არარსებობა გახდა VN-ის აქციონერთა შორის ვენტსპილსის რუსეთის საქსპორტო გრაფიკიდან გამოთიშვის მიზეზი. ამავე დროს, ლატვიის მთავრობა მზად არის განიხილოს აქციების 38, 6 %-ის გაყიდვის საკითხი სახელმწიფო პაკეტიდან და დაუშვას რუსული კომპანიები პრივატიზაციის პროცესში მინაწილეობის მისაღებად.
ლატვიას აქციების სახელმწიფო პაკეტის გასაყიდად ოფიციალურად კონკურსი ჯერ არ გამოუცხადებია, გარდა ამისა, გამარჯვებულს მოუწევს მოლაპარაკება VN-ის უმსხვილეს თანამეპატრონესთან, კომპანია Lატვიას Nაფტას თრანზოტს-თან (LNT). მას VN-ის აქციების 47 % ეკუთვნის. ტერმინალის ქაღალდების კიდევ 5%, რომელიც ლატვიას ეკუთვნის, რეზერვირებულია LNთ-სთვის (კომპანიას ქაღალდების გამოსყიდვა ნებისმიერ დროს შეუძლია). თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ლატვიის ხელისუფლება ტერმინალის უმსხვილესი აქციონერით კმაყოფილია, ვინაიდან მთელი მოგება, რომელსაც VN იძლევა, ბოლო წლებში LNT-სთან რჩება, რესპუბლიკის ბიუჯეტი კი, პორტის მუშაობისგან თანხებს არ ღებულობს.
ნავთობკომპანიები VN-ის გაყიდვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ და ამას ლატვიის ხელისუფლების მხრიდან რაიმე ინფორმაციის არარსებობით ხსნიან, მაგრამ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთმა რუსულმა ნავთობკომპანიამ, კერძოდ კი, “ლუკოილმა” და “ბაშნეფტმა” მიიღეს გადაწყვეტილება უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ მათი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სერგეი გრიგორიევის განცხადებით კი, “ტრანსნეფტი” შეიძლება დაინტერესებული იყოს VN-ით და მას ამ მიმართულებით ნავთობის გატარების გარანტიები მისცეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლატვიური მხარე გამოყოფს სახსრებს რუსული მილსადენების რეკონსტრუქციისათვის, რომლებსაც არასაკმარისი გამტარუნარიანობა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ბალტიის მილსადენი სისტემის მეორე რიგის გაშვების შემდეგ, მისი სიმძლავრე წელიწადში 42 მლნ ტონა ნავთობით გაიზრდება (3,5 მლნ ტონა თვეში). ნავთობის პრიმორსკში მისაწოდებლად “ტრანსნეფტი” პრობლემური მონაკვეთების რეკონსტრუქციაზე თანხმობას განაცხადებს, მაგრამ ამ შემთხვევაში VN, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება. ვენტსპილსის ტერმინალის ადგილი კი, სავსებით შესაძლებელია გდანსკის პორტმა (პოლონეთი) დაიკავოს, რომლითაც იანვრიდან დაწყებული ყოველთვიურად 400 ათასი ტონა ნავთობი გადის. თუმცა, გდანსკში ნავთობი, “ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ნავთობსადენი “დრუჟბას” გავლით გადის, რომელზეც მკაცრი ტექნოლოგიური შეზღუდვები არ არსებობს. ახალი მარშრუტის ორგანიზაცია კი, მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ბელორუსიამ “დრუჟბას” მონაკვეთის გამტარუნარიანობის გასაზრდელად სამუშაოები ჩაატარა.
ამ ცოტა ხნის წინ კომპანია “ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტმა, სერგეი გრიგორიევმა, ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პორტ ვენტსპილსის ბლოკადა მოიხსნება მას შემდეგ, რაც ტერმინალ Ventspils Nafta-ს ახლანდელი მფლობელები აქციების თავიანთ პაკეტს 143 მლნ დოლარიანი ინვესტიციის სანაცვლოდ რუსულ ნავთობკომპანიას გადასცემენ, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდება ნავთობტერმინალის გამტარუნარიანობის გაზრდა. ვენტსპილსის მერი, Ventspils Nafta-ს მსხვილი აქციონერი, აივარს ლემბერგსი, გრიგორიევის განცხადებით, თანახმაა @ტრანსნეფტს@ აქციების პაკეტი 200 მლნ დოლარად მიჰყიდოს, თუმცა რუსმა მენავთობეებმა ჩათვალეს, რომ პორტის გაკოტრება უფრო იაფი დაუჯდებოდათ, ვიდრე ამ ფასად მისი ყიდვა.
“ლემბერგსის აზრით, აქციების პაკეტი 200 მლნ დოლარი ღირს. მართალი გითხრათ, ამ ეტაპზე ის საერთოდ არაფერი ღირს! ნავთობი ხომ ფაქტობრივად, არ არის. საკითხავია, მოიძებნებიან თუ არა ისეთი ნავთობტერმინალის მყიდველები, რომელზეც ნავთობი არ არის”, – განაცხადა “ტრანსნეფტის” პრეზიდენტმა. იმ შემთხვევაში, თუ ლატვია არ აღმოჩნდება მზად იმისათვის, რომ Ventspils Nafta-ს აქციები იმ პირობებით გადასცეს “ტრანსნეფტს”, რა პირობებსაც მას ეს კომპანია სთავაზობს, რუსული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ლატვიელებს “წინდების ქსოვა, ტრიკოტაჟის წარმოება და ნავთობის ტრანზიტზე უარის თქმა ურჩია”.