რა ელოდება აღმოსავლეთ თანამშრომლობის პროგრამას და რა პრობლემები აქვს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი ექსპერტი კრისტიან გესლი. პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობას.
2015 წლის 9 ოქტომბერს კრისტიან გესლიმ პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს ბიზნეს პალატაში, მან ისაუბრა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების როლზე, საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის ფარგლებში სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე ხელშეწყობასა და მისი განხორციელებაზე ასევე წარმოადგინა პროგრამის სამი ეტაპი:
1) კომპეტენცია = ასპექტები ( სამოქმედო პოლიტიკა, ინფორმირება, ტრენინგები, განვითარება).
2) საპილოტე პროგრამები = Learning by Doing (პრაქტიკული გამოცდილება) ( პრობლემები, ტრენინგი, კურსები, მოგვარების გზები, პრაქტიკა).
3) ნაციონალური სამოქმედო გეგმა = დიალოგის მექანიზმი (თანამშრომლობა, ნდობის გაღრმავება/შექმნა, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია).
პრეზენტაციაზე მხარეებმა დისკუსიის რეჟიმში იმუშავეს რამაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა შეხვედრა. ბ-მა კრისტიანმა მოისმინა თითოეული წარმომადგენლის აზრი, სურვილი სა სამომავლო გეგმა, ჩაინიშნა მათ მიერ დასმული კითხვები და მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრა წარმატებული გამოდგა როგორც ბ-ნი კრისტიანისთვის, ასევე დამსწრე აუდიტორიისთვის.