ფინანსთა სამინისტრო სამწლიან საქმიანობას აჯამებს
19 ოქტომბერს, პროექტ „ საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა საზოგადოებას გასული სამი წლის საქმიანობის შედეგები გააცნო.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ეკონომიკის სფეროს ექსპერტები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ბიუჯეტის ეფექტიანობის ზრდის, მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, სახელმწიფო ვალის მართვასა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ლიბერალიზაციის მიმართულებით განხორციელუბული საკანონმდებლო ინიციატივები, საგადასახადო და საბაჟო მიმართულების რეფორმების, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების, მომსახურების სააგენტოს პორტალისა და სხვა პროექტების შესახებ იყო საუბარი: „ჩვენ შევინარჩუნეთ ბიუჯეტის დაბალი, 3%იანი დეფიციტი. მშპ-ის მოცულობა იზრდება და მომავალ წელს დაახლოებით 34 მილიარდი ლარი გახდება. 2013-2015 წლებში მშპ დაახლოებით 20%ით არის გაზრდილი, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ კი ამ პერიოდში 11% შეადგინა. წელს 2%იან ეკონომიკურ ზრდაზე დავგეგმეთ ბიუჯეტი , ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 2,6- 2,8 %ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ერთერთი ლიდერები ვართ რეგიონში.“
ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ სამინისტროს სუსტი წერტილი იყო მაკროეკონომიკური პროგნოზი და ანალიზი, თუმცა დასძინა: „ჩენ გადავდგით ნაბიჯები და მუდმივად ვვითარდებით, დავნერგეთ მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზი და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, იქვე მიმდინარე წლის ბიუჯეტის სცენარებიც ერთვის, ესენია მაკროეკონომიკის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები, რომელსაც ბიუჯეტი ეყრდნობა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც არსებობს.
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ავტონომიური რესპუბლიკებიდან, მუნიციპალიტეტებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ა (ა)იპ-ების ბიუჯეტები სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე გადავიდა. გარდა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა და მარეგულირებელის კომისიებისა. 3 მილიარდ ლარზე მეტი საჯარო ფინანსების წლლიური ბრუნვა მოექცა საბიუჯეტო და სახაზინო რეგულაციებში , 2015 წლის პირველი იანვრიდან 462 ორგანიზაცია დაემატა სახელმწიფო ხაზინას. 2000ზე მეტი, ამ სფეროში დასაქმებული პირი გახდა საინფორმაციო სიტემებში მუშაობის ახლი უნარ-ჩვევების მფლბელი. მუდმივად, ონლაინ რეჟიმში გვაქვს საჯარო ფინანების თითოეულ თეთრზე ინფორმაცია, და აღნიშნული ინფორმაციით, ვცდილობთ, დავნერგოთ როგორც ნაღდი ფულის, ისე სხვა რესურსების მართვის სისტემები.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ამ ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული „ ბიუჯეტის გამჭვირვაობის კვლევა 2015“ (Open Budget Survey 2015) შეგედებით, საქართველმ მე-16 ადგილი დაიკავა 102 ქვეყანაში და 17 ადგილით წაიწია წინ.
ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფო ვალის, მომავალი წლისთვის, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, მისი დინამიკის შემცირება იგეგმება.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვენესია ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს არის მთელი ფროექტებს 44 % , ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა – 20 %, წყლის 16%, ენერეტიკა 10 %, და ა.შ.“
მინისტრის ანგარიშში საუბარი იყო ღონისძიებებზე, რომლებსაც წელს საქართველომ უმასპინძლა. მათგან აღსანიშნავი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა: „ ასეთი მასსტაბის ღონიძიება საქართველოში და ზოგადად, კავკასიაში არ ჩატარებულა, აქ საინტერეო პროექტების ინიცირება მოხდა, მათ შორის, კერძო სექტორთან. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ხელმძღვანელობას, რომელთაც ნდობა გამოგვიცხადეს.
გარდა ამისა, ჩვატრეთ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი. საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი რომელმაც დააფუძნა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი. თბილისსში გაიხსნა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობა . რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის რეიტინგს, იგი არ გაუარეებულა, პირიქით გაიზარდა.“
ანგარიშში საუბარი იყო საგადასახადო დავალიანების გადახდის პირობებსა და ხანდაზმულობის ვადაზე. ეს უკანასკნელი ეტაპობრიბად მცირდება, მიმდინარე წელს 5 წელი გახდა, მომავალ წელს 4 წელი გახდება და როგორც ხადურმა თქვა, 2017 წელს ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე დაწევას გეგმავენ. საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სასოფლო სამეურნეო ან სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი პირები გათავისუფლებულები არიან მოგების გადასახადებიდან თუ 3 წლის განმავლობაში, აღნიშნული მოგება რეინვესტირებაზე მიემართებოდა. გარდა ამისა, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება, დღგესაგან გათავისუფლდა ჩათვლის უფლებით. ამავედროს სასოფლო სამეურნეო კოოპერაციის გაუმჯობესების მიზნით დაწესდა მოგების და ქონების გადასახადების შეღავათები.
„ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი ბინის გაქირავებიდან, 20დან 5 %მდე შემცირდა, ასევე შემცირდა რეალიზაციის ნამეტი, და ყველასათვის ზედმეტად გადახდილი თანხა დაბრუნდება მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში“.
2013-2015 წლებში 7 სახელმწიფოსთან ( სერბეტი, სან-მარინო, ქუვეითი, ლოვენია, ხორვატია, შვედეთი და პორტუგალია) დაებული შეთანხმება შევიდა ძალაში. დღეისთავის 49 ქვეყანასთან მოქმედებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება.
როგორც ხადურმა განაცხადა, საგადასახადო საკითხებში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრები ვართ და მიმდინარე კვირაში, თბილისში ჩატარდება მაღალი დონის შეხვედრა ამ საკითხთან მიმართებით.
„შარშან საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის ნაწილიც, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებაა და ჩვენს სამინისტროს რამდენიმე მიმართულებით, განსაკუთრებით კი შემოსავლების სამსახურს აქვს ვალდებულება, ასოცირების ხელშეკრულების დებულების იმპლემენტაცია მოახდინოს“- განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება საბაჟო პროცედურებს : „მეზობლებთან დაწყებული გვაქვს საბაჟოს ერთობლივი მართვის პროცეი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები დრო დაიხარჯება მეზობლებთან საქონლის იმპორტ- ექსპორტისთვის.“
უკვე ორი წელია არსებობს და უკვე ღირსების ორდენით დააჯილდოვეს ფინანსთა სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის თანამშრომლები, ვანო ურდულაშვილი და ბექა გოზალიშვილი, რომელთაც სუსტი მხედველობის მქონე და უსინათლო თანამშრომლებისთვის შექმნეს ალტერნატული ვებგვერდი, რომელიც მომხმარებელს გადახდის პროცედურებს უადვილებს. მათ მინისტრმა საჯაროდ გადაუხადა მადლობა.
საუბარი იყო ასევე დასრულებულ და ჯერ კიდევ მიმდინარე პროექტებზე:
„გაიხსნა გაფორმების ეკონომიკიური ზონა, „თბილისი ორი“, დასრულდა საბაჟო გამშვები პუნქტი, „ყაზბეგის“ მშენებლობა, გაიხსნა კარწახის გამშვები პუნქტი, რომელიც ამცირებს გადაზიდვებს და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს სამართალდარღვევების აღკვეთა, განსაკუთრებტ ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი როლი აქვთ ჩვენ ოთხფეხა მეგობრებს, რომლებიც აბაჟოზე არიან და გვეხამრებიან.“
ბოლოს კი მინისტრმა მიმოიხილა სამინისტროი არსებული ინსტანციები:
„ფინანსთა სამინისტროში 3 სხვადასხვა ინსტანციაა: მედიაციის საბჭო, შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ხელმძღვანელობს. შემოსავლების სამსახურიდან დავების დაახლოებით ნახევარი დაკმაყოფილდა, მედიაციის საბჭოზე 72 % , 2015 წელს 9 ოქტომბრის მდგომარეობით, 18000 ზე მეტ გადამხდელს 1000 000 000 ზე მეტი ლარი ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანების სახით.“
როგორც ხადურმა თქვა, დავების საბჭოში არაასამთავრებო სექტორიც ჩართულია, რაც ამ ყველაფერს უფრო გამჭვირვალეს ხდის.
საუბარი იყო სამინისტროს აკადემიაზეც, სადაც გადამზადდა 7200 მდე თანამრომელი და რომელიც ვენის საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობს.
შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ:
„საშუალება გვქონდა მოგვესმინა ფინანსთა სამინისტროს სამწლიანი ანგარიში, ჩემი აზრით ძალიან შთამვბეჭდავი იყო იმ დინამიკის კიდევ ერთხელ ნახვა , რომელიც სამი წლის განმავლობაში შეიცვალა სამთავრებო დანახარჯების სტრუქრურაში, კერძოდ, რამოდენიმე მიმართულებით, როგრიცაა სოციალური და ჯანდაცვა, განათლება, სსოფლის მეურნეობა. ვფიქრობ, რომ ეს სამ წლიანი დინამიკა, ხარჯების სტრუქრურის, ნატლად აჩვენებს ჩვენი პოლიტიკის მუშაობის ეფექტურობასა და მიმართულებას.“