უკრაინა კოტრდება
უკრაინაში 30-პროცენტიანი რეფინანსირების განაკვეთი ნიშნავს, რომ ქვეყანა პრაქტიკულად დეფოლტის ზღვარზეა, ინტენსიური თერაპიის პალატაშია და ხელოვნურად აცოცხლებენ, – აცხადებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია.
მისი თქმით, 200 მილიონი დოლარი ის საფასურია, რასაც საქართველო ამაში გადაიხდის, რადგან ეს ჩვენი ექსპორტის დაახლოებითი მოცულობა იყო უკრაინაში, რასაც 2015 წელს დავკარგავთ. ექსპერტის თქმით, დაახლოებით ამდენივეს დავკარგავთ რუსეთშიც.
„მთელი დსთ-ის ბაზარი ჩვენთვის შეფასებული იყო მილიარდ 600 მილიონ დოლარად. ეს ის ზონაა, სადაც მძვინვარებს სავალუტო კურსის ქარიშხალი. სავარაუდოდ, ჩვენი ექსპორტის დანაკარგი ამ მიმართულებიდან 2015 წელს იქნება 800 მილიონი დოლარი!
გვაქს ალტერნატივა? საინტერესოა, რას ვუპირისპირებთ ამ გამოწვევას?“ – ამბობს ემზარ ჯგერენაია.