განახლებული ქართული ლარი

20, 50 და 100 ლარის განახლებული ბანკნოტები ახალი წლიდან ეტაპობრივად გამოვა და ძველ ბანკნოტებთან ერთად იქნება მიმოქცევაში.

განახლებული ლარის პრეზენტაცია სასტუმრო ” Grand Hotel Rooms ” – ში გაიმართა. პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის – გიორგი ქადაგიძის გამოსვლით დაიწყო. მისი თქმით, ლარის არსებული ბანკნოტები თავის დროზე საკმაოდ მაღალი სტანდარტის შესაბამისი იყო და პასუხობდა საერთაშორისო მოთხოვნებს, თუმცა ბეჭდვის პროცესიის დახვეწამ, დიზაინის ახლმა ტენდენციებმა და უფრო ძლიერმა დამცავმა ნიშნებმა ლარის განახლება განაპირობა. მისივე თქმით, ფულის განახლება არ გამოიწვევს არანაირ ზედმეტ ხარჯებს, რადგან მომავალში ჩვეულებისამებრ უნდა მომხდარიყო გაცვეთილი და დაზიანებული ფულის ჩანაცვლება ახალი ბანკნოტებით.
DSC05229

პრეზენტაციას მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საქართველოს წარმატება მიულოცეს და ეროვნულ ბანკს ვალუტის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს. მათი თქმით, განახლებული ლარი სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

ლარის განახლებული დიზაინის ავტორი დიზაინერი ბაჩა მალაზონიაა. მისი თქმით, განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია ის ისტორიული გარემო და პერსონალი, რომელიც არსებობდა ტრადიციულ ლარზე. მისივე თქმით, ლარის განახლების პროცესში მათ კონსულტაციები ჰქონდათ ბანკნოტების მბეჭდავ იმ კომპანიებთან, რომლებმაც ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწიეს ამ საქმეში.
DSC05268

გამომსვლელთა თქმით, განახლებულ ლარს ხარისხის გაუმჯობესება და თანამედროვე დამცავი ნიშნები გამოარჩევს.
პრეზენტაციის ბოლოს სტუმრებმა ლარის განახლებული მოდელები დაათვალიერეს.