6 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „საზოგადოება 20:30“ – ის ფორუმი გაიმართა.

6 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „საზოგადოება 20:30“ – ის ფორუმი გაიმართა. იგი 13:00 საათზე დაიწყო და ეკონომიკის ექსპერტის, მიხეილ დუნდუას მოხსენებით გაიხსნა.

ფორუმს ეკონომიკის დამუკიდებელი ექსპერტები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოხსენების დასრულების შემდეგ აქტიური დისკუსია დაიწყო, რომელშიც თითოეულ დამსწრე, მოწვეულ სტუმარს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

 

დისკუსია გაიმართა შემდეგ თემებზე: მთავრობის ეფექტურობა, საჯარო ფინანსების მართვა, ბიუროკრატიული რესურსები, რეგულაციების ხარისხი და ეკონომიკის თავისუფლება, გამჭვირვალობა, აგნარიშვალდებულება და ანტიკორუფციული პოლიტიკა საჯარო სექტორში.
DSC05406

დამსწრე ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილეს ბიუროკრატიულ სისტემაში არსებულ პრობლემებზე, საგადასახადო არბიტრაჟზე , პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ფასიან ქაღალდებზე ხემისაწვდომობის პრობლემებზე, რეფინანსირებაზე და სხვ.

შეხვედრის მეორე ნაწილში კი საუბარი იყო მაკროპრუდენტულ პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, განვითარების კორპორაციასა და ეკონომიკის სტაბილურობის პოლიტიკაზე.

როგორც მთავარმა მომხსენებელმა, მიხეილ დუნდუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ყველა პრობლემა, რაც სფეროს ექსპერტების მიერ იქნა დასმული, ჩანიშნული და შემდეგში გათვალისწინებული იქნება.