ინტერნეტბაზარზეც მონოპოლიის მოლოდინი

საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე ინტერნეტით მომსახურება მზარდი და მომგებიანი სეგმენტია. საქართველოში ინტერნეტბაზარზე წლების განმავლობაში დომინირებს ორი კომპნია სს „სილქნეტი“ (საბაზრო წილი შემოსავლების მიხედვით 38%) და შპს „კავკასუს ონლაინი“ (საბაზრო წილი შემოსავლების მიხედვით 35%). ბაზარზე მონაწილე დანარჩენი სუბიექტების წილი შპს „ახალი ქსელების“ (საბაზრო წილი შემოსავლების მიხედვით 5%) გარდა, 5%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. ამრიგად ინტერნეტბაზარზე ვხვდებოდით ორ ძლიერ კომპანიას „კავკასუს ონლაინსა“ და „სილქნეტს“, რომლებიც ქმნიდნენ კონკურენტულ გარემოს და სთვაზობენ მომხმარებელს თავიანთ მომსახურებას.

თუმცა, 2015 წლის მარტიდან „სილქნეტიც “ და „კავკასუს ონლაინიც“ ლარის კურსის ცვლილებასთნ ერთდ ფასებს ერთმანეთის მიყოლებით ზრდიდნენ. 2015 წლის 3 მარტს „სილქნეტმა“ მომხმარებლებს შეატყობინა ინტერნეტზე ფასის ზრდის შესახებ.როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით,ნაკლები ფასი შეენარჩუნებინათ, თუმცა საბოლოოდ „სილქნეტის“ ინტერნეტის საფასური ბაზარის ფასს გაუთანაბრდა, რაც, მათი თქმით, ლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. თუმცა,გაზრდილი ფასების სანაცვლოდ ,მოიმატა ინტერნეტის სიჩქარემ. გაზრდილი ფასისი სანაცლოდ“სილქნეტმა“ მომხმარებელს სწრაფი ინტერნეტი შესთვაზა.

23 მარტს „კავკასუს ონლაინმაც“ მომხმერებლებს ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებზე ტარიფების ცვლილების შესახებ შეატყობინა. მათი თქმით, სერვისების მომწოდებლები უცხოური კომპანიები არიან და პირობების შეცვლის გამო მათაც მოუხდათ ფასების გაზრდა. ფასმა მოიმატა, თუმცა, „სილქნეტისაგან“ განსხვავებით ინტერნეტის სიჩქარე უცვლელი დარჩა.
ახალი ფასის მიხედით „სილქნეტის“ (Silk Optic) Start პაკეტის ღირებულება 20 ლარიდან 26 ლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც სიჩქარე 5 მბ/წმ-ის მაგივრად 10 მბ/წმ გახდა. DSL ინტერნეტის სტანდარტული პაკეტის ღირებულება 37 ლარი იყო, ახალი ტარიფით კი იგივე პაკეტი 45 ლარი ღირს.ამ შემთხვევაშიც გაიზარდა სერვისის სიჩქარე, 3 მბ/წმ -დან 6 მბ/წმ-მდე. რაც შეეხება „კავკასუს ონლაინს“, პაკეტ ოპტიმალის ღირებულება 25 ლარიდან 27 ლარამდე გაიზარდა; ექსპრესის 35-დან 37-მდე; ექსტრიმის 45-დან 50-მდე, ხოლო ინფინიტის ღირებულება 100 ლარი გახდა.სიჩქარეები უცვლელი დარჩა.
თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნის ინტერენეტის ფასებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალია ინტერნეტმომსახურების საფასური როგორც რეგიონთან, ასევე ევროპის ქვეყნებთან მიმართებით.
ინგლისი 20 მგბ/წმ £12.50
სლოვაკეთი 25 მგბ/წმ 9.90 EUR
საქართველო 10 მგბ/წმ 26 GEL(სილქ ოპტიკი)
ესტონეთი 10 მგბ/წმ გლობალი (ღამე 20 ) 7 ევრო
ბულგარეთი 25 მგბ/წმ 9.95 BGN
ლატვია 100 მგბ/წმ 14.90 EUR
საქართველო 100 მგბ/წმ 100 GEL (სილქნეტი)

ქვეყანაში ინტერნეტის მაღალი ტარიფებისა და ცუდი ხარისხისა, ქვეყანაში ინტერნეტით მომსახურეთა რიცხვი იზრდება. როგორც „სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ ავრცელებდნენ ინფორმაციას მომხმარებლების მეტი სარგებელსა და უკეთეს მომსახურების მიზნით, გადაწყვიტეს გაერთიანება. რამდენიმე თვის წინ მათ განცხადება შეიტანეს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში,გაერთიანების თობაზე. „სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ გაერთიანების მთვარ მიზეზად მაღალ კონკურენციას ასახელებან. კომპანიების თქმით,შერწყმის შემთხვევაში ისინი უკეთ შეძლებენ ინვესტიციების მოზიდვას და მომხმარებლებსაც უკეთეს მომსახურებას შესთვაზებენ. მათივე განცხადებით მომხამრებლისთვის უმჯობესია არსებობდეს ერთი დიდი კომპანია, დიდი რესურსებით, ვიდრე ორი საშუალო ან მცირე მოთამაშე, რადგან ერთი დიდი რესურსს შემთხვევაში მომხმარებლები უკეთეს მომსახურებას მიიღებენ. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ინტერნეტბაზარზე ეს ორი უმსხილესი კომპანია მთლიანი ბაზრის დაახლოებით 80% ფლობს, მათი გაერთიანების შემთხვევაში,იქმნება საფრთხე, რომ ისინი მონომოპისტები გახდნენ. გაერთიანებულ, ერთ კომპანიას კონკურენტი აღარ ეყოლება და მოსალოდნელია, რომ მომხმარებლები საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩდნდნენ. უკონკურენტო კომპანია თავად გადაწყვეტს, როდის გაეზარდოს ან შეამციროს ფასები და მას მომხმარებლის დაკარგვის შიშიც არ ექნება.

2015 წლის ივნისის მონაცემებით, “სილქნეტი” 232 542 აბონენტს აწვდის ინტერნეტს, “კავკასუსი” კი 156 458-ს. მათ გარდა, ბაზარზე მცირე სეგმენტები რჩება: “ახალი ქსელები” 43 026 აბონენტით, ჩGჩ-ი­ 25 648 აბო­ნენტით და “ახტელი” 16 414­ აბონენტით. Caucasusoffline-ის გავრცელებული ინფორმაციით 2014 წელს კომპანიების მიხედვით მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობა კი ასეთია:
j

„სილქნეტისა“ და კავკასუს ონლაინის“ გაერთიანების მოთხოვნასთნ დაკავშირებით, მარეგულირებელი კომისიის სხდომა 2015 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიების ერთობლივი განცხადება წილების შერწყმის თაობაზე განუხილველად დატოვა. მიზეზი კი, როგორც მარეგულირებელ კომისიაში განაცხადეს, ისაა, რომ “სილქნეტმა” და “კავკასუსმა” შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამის ვადაში არ წარადგინეს, რისთვისაც მათ თითქმის 3 თვე ჰქონდათ. სხდომაზე “სილქნეტმა” და “კავკასუსმა” დოკუმენტაციის წარდგენისთვის დამატებით 2 კვირა მოითხოვეს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მათ უარი უთხრა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, ვადაში თავად კომისია ვერ ეტეოდა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ასევე წარადგინეს “კავკასუს ონლაინის” ყოფილი მფლობელის მამია სანადირაძის განცხადება, რომელშიც ის მოუწოდებს კომისიას, არ მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის საკითხზე, ვიდრე “კავკასუსის” წილების დავა სასამართლოს გზით არ გადაწყდება.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისიც,რომ დღემდე, მიმდინარეობს მსჯელობა ,,კავკასუს ონლაინისა” და ,,სილქნეტის” რეალური მფლობელების შესახებ. არსებობს ვარაუდი, რომ მათი მფლობელები წინა ხელისუფლებასთან და მათ ინტერესებთან არიან დაკავშირებულნი. კომპანია ,,სილქნეტი” ოფშორშია (1) დარეგისტრირებული, რაც შეეხება ,,კავკასუს ონლაინს” მისი ყოფილი მფლობელი, მამია სანადირაძე სასამართლოს გზით დღემდე იბრძვის ყოფილი კომპანიის დასაბრუნებლად.

ბიზნესმენი მამია სანადირაძე ,,კავკასუს ონლაინის” ყოფილი მფლობელია. ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს „კავკასუსუს ონლაინი“ სხვის ხელში გადავიდა. როგორც თავად სანადირაძე აცხადებს ძალადობრივი გზით მოხდა ეს ყველაფერი. იგი სამართლიანობის აღდგენისთვის დღემდე იბრძვის და სარჩელი სასამართლოშიც აქვს შეტანილი. საქართველოს გარდა მან ლონდონის სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი, რომელიც დროში იწელება. როგორც თავად ამბობს, კომპანიისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ მრავალმილიონიანი აქტივების მქონე კომპანიების მფლობელების შეცვლა, შესაძლოა, დაკავშირებულია მათ მცდელობასთან, რომ საქმეში შემოიყვანოს ე.წ. კეთილსინდისიერი მყიდველი, რომელთან სამართლებრივი დავა გაცილებით რთული იქნება. ზუსტად ამ კონტექსტშია საინტერესო ამ სქემაში “მაგთიკომის” გამოჩენა.

„კავკასუს ონლაინის“ დირექტორმა ნიკა ჭიაურელმა დაადასტურა, რომ პარალელურად “კავკასუს ონლაინმა” და კომანია “მაგთიკომმა” წინადადებით მიმართეს კომისიას გაერთიანების თაობაზე. ამ შემთხვევაში “კავკასუსს” სურს, რომ “მაგთის” გადასცეს ინტერნეტის საცალო მომსახურების სერვისი, რაც გულისხმობს აბონენტებისთვის ინტერნეტის მომსახურების გაწევას.მართლია ვერ მოხერხდა „კავკასუს ონლაინისა“ და „სილქნეტის“ გაერთიანება, თუმცა, „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი იმედს არ კარგავს რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია ამ შემთხვევაში დადებითად განიხილავს მათ მოთხოვნას „მაგთიკომთან“ გაერთიანების თაობაზე.
იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ თუ რა მოხდება „კავკასუს ონალიანისა“ და მაგთიკომის“ გაერთიანების შემდეგ, ექსპერტების აზრით აუცილებელია კარგად იქნას შესწავლილი არსებული ბაზარი.
ეკონომიკის ექსპერტის ქეთევან ლაფაჩის თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად ვერ განსაზღვრავთ თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს „ მაგთიკომისა“ და „კავკასუს ონალიანის“ შერწყმამ. „ზოგადად შერწყმა, რომელიც ამცირებს კონკურენციას, არ არის სასარგებლო, რადგან მომხმარებელს არჩევანის უფლებას არ უტევებს. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ერთმნიშვნელოვნად ვერ შევაფასებთ ამ მოვლენას. იმისთვის რომ განვსაზღვროთ, თუ რა შედეგები მოჰყვება ორი კომპანიის გაერთიანება, მნიშვნელოვანია საკითხი სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ. ამ ორი კომპანიის შერწყმაში კი უკანონო არაფერია“-განაცხადა ქეთევან ლაფაჩმა.
“კავკასუს ონლაინის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჭიაურელი ამბობს, რომ მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს კორპორაციების გაერთიანების პროცესი და “კავკასუსს ონლაინმაც“ გადაწყვიტა შესაძლებობა მოსინჯოს ამ კუთხით.ჭიაურელი ამბობს, რომ ისინი ღია არიან ყველა წინადადებითვის და სხვა კომპანიებთანაც აპირებენ მოლაპარაკებების წარმოებას.
(1)-ოფშორული ზონა ცალკეულ სახელმწიფოთა ეროვნული ეკონომიკისაგან იზოლირებული საფინანსო ინსტიტუტია, სადაც შეღავათიანი რეჟიმი განისაზღვრება სავალუტო შეზღუდვების უქონლობით ,მოგებათა თავისუფალი გადატანით, საწესდებო კაპიტალის დაბალი დონით, ფირმის რეგისტრაციისა და მართვის მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურით, საგადასახადო დანაკარგების შემცირებით, ფირმის მფლობელთა სრული ანონიმურობოთა და კონფიდენციალობით.

ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი