მსოფლიო ბანკის განცხადებით სინგაპური ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე ქალაქია ბიზნესის წამოსაწყებად

სინგაპური უკვე მეათე წელია ინარჩუნებს სტატუსს, როგორც ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე ქალაქი ბიზნესის წამოსაწყებად. იმ დროს, როდესაც ჩინეთი და ინდოეთი რეიტინგში ზემოთ იწევენ -აცხადებს მსოფლიო ბანკი.
ავსტრალია ამოვარდა ტოპ ათეულიდან და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში მე-13 ადგილას მოექცა. იგი ჩაანაცვლა შვედეთმა, რომელსაც ადრე მე-11 ადგილი ეკავა. აშშ-მა შეინარჩუნა მე-7 ადგილი, იაპონია კი 5 ადგილით ჩამოვიდა 34-ე ადგილზე. ჩინეთმა რეიტინგში 6 ადგილით აიწია, ხოლო ინდოეთი 12 ადგილით ზემოთ ავიდა და 130-ე ადგილზეა 189 ქვეყანას შორის, ჰონკონგსა და ტაივანის ჩათვლით.

ანგარიშის მიხედვით ქვეყნები ფასდებიან 11 ინდიკატორით, მათ შორისაა ბიზნესის წამოწყებისათვის მარტივი პირობების არსებობა, მშენებლობის ნებართვის მიღება, ელექტროენერგიის მიწოდება და კრედიტის მოპოვება. გამოიკვეთა 30 საუკეთესო შემსრულებელი, რომელთაც ამას მიაღწიეს იმ კანონით, რომელიც ნებას რთავს „ბიზნესისა და ბაზრების ეფექტურ და გამჭვირვალე ფუნქციონირებას“ და არა იმის გამო, რომ მათ აქვთ შედარებით ნაკლები რეგულაციები, -ნათქვამია მოხსენებაში ვაშინგტონში დაფუძნებული კრედიტორების მიერ.
რეიტინგები ინდოეთის პრემიერ მინისტრის, ნარენდრა მოდისთვის მთავარი ფოკუსი გახდა, რაც მიზნად ისახავს ტოპ 50 ქვეყანაში მოხვედრას 2017 წლისათვის.
მას შემდეგ, რაც რეიტინგები შეიქმნა 2003 წელს, დაბალშემოსავლიანი ქვეყნები უფრო მეტად განვითარდნენ ვიდრე მათი მაღალი შემოსავლის მქონე კოლეგები, ეს ასახულია რეიტინგებში.
„ის ფაქტი, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა ნახონ ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკები ზოგიერთ უკეთ მაწარმოებელ ქვეყანაში, ეხმარება მათ ამ პრაქტიკის ათვისებაში,“ -აცხადებს აუგუსტო ლოპეზ-კლაროსი, მსოფლიო ბანკის გლობალური მოთხოვნილებების ჯგუფის ხელმძღვანელი კონფერენციაზე.
ახალი ზელანდია რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, მას მოჰყვება დანია, სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი.
h
ერითრეა ყველაზე ბოლო ადგილას მყოფ ქვეყნად დასახელდა ლიბიის, სამხრეთ სუდანისა და ვენესუელას შემდეგ.
2016 წლის მსოფლიო ბანკის “Doing Business”-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და კვლავ 24-ე ადგილზეა მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის.
საქართველომ განახორციელა ორი რეფორმა, რომელმაც ბიზნესის კეთება უფრო მარტივი გახადა:
1. მშენებლობისნებართვისგაცემა: შემცირდამშენებლობისნებართვისგაცემასთანდაკავშირებულიდრო, რომელიცპრაქტიკაშისრულადგანხორციელებულია;
2. კონტრაქტებისაღსრულება: სასამართლოშიშემოღებულიქნადოკუმენტებისელექტრონულიწარდგენისსისტემა, რომლისშედეგადგამარტივდაკონტრაქტებისაღსრულება
არცერთი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც ბიზნესის დაწყებას გაართულებდა.
მსოფლიო ბანკის ეს პროექტი 2002 წლიდან ყოველწლიურად გვთავაზობს 189 ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის რეგულაციებს შესახებ ანგარიშსა და რეიტინგებს

ავტორი: მანანა ბერიძე