კორუფცია ქვეყნებში
კორუფცია მორალური შეურაცხყოფაა, ისევე როგორც ეკონომიკური. იგი იღებს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5% და სპობს იმის შესაძლებლობას, რომ მილიონობით ხალხი სიღარიბეში აღარ ცხოვრობდეს. მაგრამ არსებობს რამდენიმე გზა იმის ასახსნელად, თუ რატომაა ასეთი რთული მისი მოშორება. მას აქვს ხარჯები, ისევე როგორც სასარგებლო მხარეები: შეუძლია, რომ ეკონომიკური ზრდა შეაჩეროს და ინვესტიციები ჩაახშოს. ეკონომისტების დაკვირვებით, მოსყიდვა, ქრთამი, გაფლანგვა და გამოძალვა ეხმარებიან მწირი რესურსების გამოყოფას, როგორიცაა მშენებლობის ნებართვის მიღება, სკოლის შენობები ან ბინები. ჩინეთი, ინდოეთი და ნიგერია – ცნობილია, რომ მათ კორუფციის პრობლემა აქვთ, თუმცა ამ ფაქტს მათი ეკონომიკური წინსვლა არ შეუჩერებია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კვლევა, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ აფასებს ქვეყნებს სკალის მეშვეობით. ეს არის ცხრილი, სადაც ქვეყნებს მინიჭებული აქვთ 0-დან 100-მდე ქულა იმის აღსანიშნავად, რა დონეზეა მათთან კორუფცია. (0 ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 100 – ყველაზე დაბალი).
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების ათეული ასეთია:
1. სომალი 8
2. ჩრდილოეთ კორეა 8
3. სუდანი 11
4. ავღანეთი 12
5. სამხრეთ სუდანი 15
6. ერაყი 16
7. თურქმენეთი 17
8. უზბეკეთი 18
9. ლიბია 18
10. ერითრეა 18
რა თქმა უნდა, კორუფციას აქვს სხვადასხვა ფორმები, ამიტომ ზუსტი მონაცემების მიღება არ არის შესაძლებელი. კვლევა ნათლად ასახავს იმას, რომ მსოფლიოს დიდი პრობლემა აქვს კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან, ამ იდეას მეტად ამყარებს კორუფციის ინდექსი, ისევეროგორც ქვეყნებში არსებული ძალოვანი სტრუქტურებისა და ეკონომიკური
ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნების პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
1. დანია 92
2. ახალი ზელანდია 91
3. ფინეთი 89
4. შვედეთი 87
5. ნორვეგია 86
6. შვეიცარია 86
7. სინგაპური 84
8. ნიდერლანდები 83
9. ლუქსემბურგი 82
10. კანადა 81
რაც შეეხება საქართველოს, 2014 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“ მას მიენიჭა 52 ქულა და იმყოფება 50-ე ადგილზე 175 ქვეყანას შორის. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში კორუფციის დონე სტაბილურია და მნიშნელოვანი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც მის პროგრესს ან უკუსვლას გამოიწვევდა.
52 ქულით საქართველო პირველ ადგილზეა შორის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის. ასევე, საქართველოს აქვს უკეთესი შედეგი ვიდრე ზოგიერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, მაგალითად: ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, იტალიას და რუმინეთს.
ავტორი: მანანა ბერიძე