რუბლის „ციებ-ცხელება“ და ქართული ღვინის ექსპორტის საფრთხეები
2013 წლის ივნისში რუსეთის ფედერაციამ ქართულ ღვინოზე ემბარგო გააუქმა და ჩვენი ღვინის საექსპორტო ქვეყანათა რიგში ნომერ პირველი გახდა. გასულ წელს ქართული ღვინის 64 % სწორედ რუსეთზე მოდიოდა. რუსული ბაზარი პირველობას არც წელს თმობს და ჩვენი ღვინის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნად ითვლება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში 2015 წლის იანვარ – სექტემბერში ღვინის წილი 4%-ია ,რაც ჩამოუვარდება წინა წლების მაჩვენებლებს . 2014 წელს 6.3% გახლდათ, 2013 -ში კი 6 %.
საბოლოოდ, ღვინის ექსპორტი გასული წლის ანალოგიერ მონაკვეთთან მიმართებით 43 %-ით შემცირდა . ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – გიორგი სამანიშვილი : „ 2005 წელს ექსპორტზე ჩვენი ღვინო ძალიან დიდი რაოდენით გავიდა,2006 წელს კი ემბარგო გამოცხადდა რუსეთში ქართულ ღვინოზე ,რამაც შეამცირა ღვინის ექსპორტი,თუმცა შემდეგ მოხდა სხვადასხვა ბაზრის ათვისება,მაგალითად უკრაინის,პოლონეთისდა ღვინის ექსპორტიც სტაბილურად მზარდი გახდა. 2013 წელს ქართული ღვინო კვლავ დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე.2014 წელს პიკი იყო გასული ღვინის რაოდენობისა,თუმცა წელს კვლავ შემცირდა ,რაც რუსეთ-უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა თუ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება “
ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე დამოკიდებულებას რთულ მდგმარეობამდე მივყავართ,ამიტომ სახელმწიფოს მიზანი ბაზრების დივრესიფიცირებაა. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ეს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება,რათა დარგი იყოს სტაბილური. ქართული ღვინო ძირითადად პოსტსაბჭოთა და რამდენიმე აზიურ ქვეყანაში გადის.მთავარი საექსპორტო ქვეყნები : რუსეთი ,უკრაინა , ყაზახეთი და ბელორუსია.
სტარატეგიულ ქვეყნებად კი ჩინეთი,პოლონეთი ,ბალტიის ქვეყნები,იაპონია და ამერიკა მოიაზრება. თუ რატომ ვერ ხდება უფრო მეტად ევროპული ბაზრის (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის) ათვისება,ამაზე ღვინის ეროვნულის სააგენტოს თავმჯდომარე გვპასუხობს : „დასავლეთ ევროპაში გვინდა რომ ვიყოთ წარმოჩენილნი,თუმცა ეს არის ტრადიციული ბაზარი, იქ მომხმარებელმა ზუსტად იცის რა ღვინო უნდა დალიოს ,რა სტილის უნდა იყოს და ახალ ქვეყნებს ნაკლებად ეძებს…საფრანგეთსა და იტალიაში გადის ჩვენი ღვინოები ,რომლებსაც თავიანთი განსხვავებული ნიშა აქვთ,მართალია, ეს ციფრებში ნაკლებად ჩანს ,თუმცა საიმიჯოდ და ჩვენი ღვინის გაცნობისთვის საუკეთესო საშუალებაა“
სააგენტოს წარმომადგენლის თქმით,ქართული ღვინო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სერტიფიცირების ,სტანდარტიზაციის,ზოგადად, ტექნიკური რეგლამენტის მხრივ, ჩვენი ღვინო ყველანაირ მოთხოვნას ესადაგება.მისი თქმით, დღსდღობით არსებულ ოთხ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში ,რომელთაც ეროვნული აკრედიტაცია აქვთ , წესების სრული დაცვით მიმდინარეობს კვლევები და შესაბამისად სერტიფიცირების პროცესიც.სწორედ აკრედიტებული ლაბორატორიების გამოცდის ოქმებს იყენებს ღვინის ეროვნული სააგენტო.
„ჩვენს ღვინოს სტანდარტებთან დაკავშირებით პრობელემა არასოდეს შექმნია,იგი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს.როცა განსხვავებულობაზე ვსაუბრობთ,აქ ვგულისხმობთ სტილს,ღვინის ხასიათს და არა – სტანდარტთან შეუსაბამობას“ – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
ერთერთი ფაქტორი თუ რატომ ვერ იმკვიდრებს თავს ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე მისი საექსპორტო ფასია : „ ჩვენ შევისწავლეთ რომელ ბაზარზე ღვინის გაყიდვის რა შანსი გვქონდა და გამოიკვეთა ბევრი საინტერესო დეტალი, მაგალითად, ჩვენი ჩამონათვლაიდან გერმანია ამოვარდა, რადგან იქ სხვა მოთხოვნებიასტილზე და ღირებულებაზე. მათ ძალიან დაბალი ფასი მოსწონთ. ჩვენი ღვინის საექსპორტო ფასი 3 დოლარის ფარგლებშია,ეს უფრო ძვირია,ვიდრე იტალიის და ჩილესი,ქართულ ღვინოს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს“
ამ ყველაფრის გათვალისწინებით,რუსეთი შემდგომ კი უკრაინა კვლავ ინარჩუნებენ დომინანტობას.ვინაიდან მოთხვონა ამ ქვეყნებში ქართულ ღვინოზე მაღალია,მიწოდებაც თავისთავად ადეკვატური იქნება,მაგრამ დარგის სტაბილურობისთვის რამდენად უსაფრთხო ეს უკვე ბედის საკითხია.რუბლისა და გრივნის „ციებ-ცხელება“,იქაური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენს ,როგორც დიდი ისტორიკოსი იტყოდა , “კეთილ და გემოიან ” ღვინოს რეალიზაციასთან.
ავტორი: მარიამ ტყეშელაშვილი