რომელ გზას აირჩევს ევროპის ცენტრალური ბანკი?!

ევროპის ცენტრალური ბანკის შტაბბინაში სერიოზული განხილვა მიმდინარეობს. საუბარი იმის შესახებ , თუ როდის უნდა შეასუსტონ მონეტარული პოლიტიკა ევროპაში: დეკემბერში თუ მომავალ წელს, აქტიურად განიხილება. საქმე ეხება ყოველთვიური აქტივების შესყიდვას და შემდგომ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. ბევრი დამოკიდებული იქნება არა მარტო იმაზე, თუ რა სიტუაციაა ახლა ევროპაში ან რა მოხდება მსოფლიოში სამი კვირის შემდეგ, არამედ იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიღეებს ამერიკის მთავარი ბანკი ამ შემთხვევაში.
აღმოჩნდა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ ამჟამად „მხედრით უნდა გააკეთოს სვლა“. მას რეცესიის შეჩერება მოუწევს ევროპაში, რაშიც მოიაზრება, როგორც მინიმუმ ბერძნული კრიზისის ცოტათი მაინც განეიტრალება და მცირე დროში ძველი მსოფლიოს ფინანსური სისტემის შეჩერება, რომელიც ძლიერ დაზარალდა ფინანსური კრიზისის დროს. გარდა ამისა, შეინიშნება მკვეთრი შენელება განვითარებადი ეკონომიკის ზრდისა. ევროპელი ფინანსისტების უმეტესობას, დრაგის მეთაურობით აღელვებთ უკიდურესად დაბალი ინფლაცია, რომელიც მიუხედავად ყველა ევროპული ბანკის ძალისხმევის, მაინც არ იზრდება.
88

დღეს მარიო დრაგი ევროპარლამენტში წარსდგება. მას ევროდეპუტატებისთვის მიმდინარე ვითარების ახსნა მოუწევს, რომლებიც სავარაუდოდ საკმაოდ მძაფრი კითხვებით მიმართავენ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს. მაგრამ, ყოველგვარი ეჭვგარეშეა, რომ მთავარი კითხვაპროგრამა QE-ს შესახებ (Quantitative Easing) იქნება. ევროპული ეკონომიკის მასტიმულირებელი პროგრამა, რომელიც ცენტრალური ბანკის პროდუქტია, გულისხმობს ფინანსურ რეგულაციებს და ინფლაციის 2%-მდე გაზრდას. პროგრამა 2015 წლის მარტში ამუშავდა. ცენტრალური ბანკი ფულს ხარჯავს მთავრობის ობლიგაციების ყიდვაში, ევროზონის წევრ სახელმწიფოებში. საგულისხმოა, რომ საუბარია 60 მილიარდ ევროზე თვეში. სახელმწიფოების ვალების შესყიდვამ მათი მხრიდან უკვე ნახევარი ტრილიონი ევრო შეადგინა. ერთი მხრივ, მარიო დრაგის და მეორე მხრივ მისი თანამშრომლების ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო. ინფლაცია კვლავ ერთ ადგილს „ტკეპნის“. მაისის მონაცემებით ის 0.3%-ს ვერ აცდა. ასე, რომ მიზნამდე – 2%, ჯერ კიდევ შორია.

მარიო დრაგიმ რამდენჯერმე გაკვრით ახსენა, რომ პროგრამა QE გაგრძელდებოდა. გაგრძელების და გაფართოების წინააღმდეგ არაფერი მოიმოქმედა გერმანიამაც, რომელი წინათ ამ პროგრამის წინააღმდეგი იყო.

თუ დამატებითი სახსრები გამოიყოფა აქტივების შეძენისთვის, ამის შედეგად, სპეციალისტები, დეკემბრისთვის სადეპოზიტო განაკვეთების შემცირებას ელოდებიან. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება დახმარების გაზრდის და განაკვეთის შემცირების შესახებ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ამდენი ხნის შესვენების შემდეგ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა. მხოლოდ ამერიკის მთავარ ბანკს შეუძლია სადეპოზიტო განაკვეთის ფასის აწევა. ექსპერტების შეფასებით, ეს 16 დეკემბრისთვის მოხდება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სააგენტო როიტერის ეკომონისტების გამოკითხვები 99 პროცენტით ადასტურებენ, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შესუსტება 3 დეკემბრისთვის იგეგმება, როცა ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველები დრაგის მეთაურობით ფრანკფურტში შეიკრიბებიან. გაიჟღერა აზრმაც, რომ ევროპული ცენტრალური ბანკი შეამცირებს წილს, რადგან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაწია ევროს კურსი დოლართან მიმართებით. ამით კი დაასტიმულირა ევროპული ეკონომიკა, რადგან რამდენადაც სუსტია ვალუტა, იმდენად დიდია ექსპორტი.

საუბარი კი მალე წილის შემცირების შესახებ გაიმართება, რომელიც ახლა მინუს 0,2 %-დან 0,1 %-მდე მერყეობს. „მაგრამ არ გამოვრიცხავთ – გვაუწყებს სააგენტო როიტერი – გადაწყვეტილებას მიიღებენ და ის უფრო მკვეთრად დაიკლებს“.

თარგმნა: მარიამ გვარამიამ