უცხოური ინვესტიციები ქართულ სოფლის მეურნეობაში

სოფლის მეურნეობა ნებისმერი ქვეყნისთვის ერთერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი დარგია.არავინ დავობს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის განვითარების ერთერთი წინაპირობაა. ამიტომაც აუცილებლობითაა განპირობებული დიდი ყურადღება დაეთმოს ამ დარგს და მის პერსპექტივებს ჩვენს ქვეყანაში.
სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტური საშუალებაა ინვესტიციები. მათ შორის პირდაპრი უცხოური ინვესტიციები.
საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მეორე კვარტალში 355 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81 %-ით აღემატება 2014 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი, ნიდერლანდები, თურქეთი და ინგლისია.

1

პირდაპირი ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება:
პირველ ადგილს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მას მოსდევს საფინანსო სექტორი, ხოლოსოფლის მეურნეობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით მერვე ადგილზეა. ამ დარგში ინვესტიციები 2015 წლის მეორე კვარტალში 175მლნ.აშშ დოლარიდან 355 მლნ.აშშ დოლარამდე გაიზარდა.
2

პირდაპირი ინვესტიცების საერთო წილი სოფლის მეურნეობაში 2013 წლიდან დღემდე მზარდია. თუ მისი მოცულობა 2013 წელს 0,93 % იყო, 2014 წელს იგი 1, 5 % -მდე გაიზარდა.
მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გავლენა მოახდინა თავად ინვესტორ ქვეყნებზეც. გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა ლუქსემბურგიდან ( 4-ჯერ, 5 მილიონიდან 22, 7 მლნ. დოლარამდე ). ასევე ნიდერლანდებიდან ( 39,8 ათასიდან 533,4 ათას დოლარამდე).

2015 წლის 5 სექტემბრისთვის სოფლის მეურნეობაში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 19, 1 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი ( IFAD) ერთერთია სოფლის მეურნეობის დარგში უცხოელ ინვესტორთაგან. ფონდი საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში მან ოთხი პროექტი განახორციელა, მთლიანობაში 120 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების.

2015წლის აპრილიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება ფონდის მიერ დაფინანსებული რიგით მეხუთე პროექტი სახელწოდებით „ სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მდგრადობის პროექტი.ამ 4 – წლიანი პროექტის საერთო ღირებულება 19 მლნ დოლარია. მიზანი კი სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავება- რეალიზაციის ხელშეწყობაა.

IFAD დაფინანსებით 2008 წელს განხორციელდა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამა. ფონდის მხარდაჭერით 4912 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის წყლით მომარაგება მოხდა და აღდგა სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობები.

წარმატებული პროექტების ფონზე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა კანიაო ვანჟემ გააკეთა პროგნოზი, რომ 2016 წლისთვის ინვესტციები ქართულ სოფლის მეურნეობაში 30% -მდე გაიზრდება.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს სოფლის მეურნებისთვის ამაზე აგრარიკოს-ეკონომისტინინო დამენის შეფასებით, ზოგადად, ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და მითუმეტეს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.
მზარდი უცხოური ივესტიცების ფონზე ქართული სოფლის მეურნეობის პერსპექტივებიც ცხადი ხდება. არსებულის – სასარგებლოს გამოყენება და ათვისება კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ავტორი: ანა ურუშაძე