ოზბორნი სოციალური საცხოვრისის წილის პრივატიზაციას განიხილავს
კანცლერი ჯორჯ ოზბორნი რადიკალურ მრავალმილიარდიან გეგმას განიხივალს, რომელიც საბინაო ასოციაციებში მთავრობის წილის პრივატიზაციას გამოიწვევს. ეს იმის მცდელობაა, რომ საჯარო წიგნებიდან სექტორის ვალი მიიღოს და ბრიტანეთის საბინაო ბაზარს ახალი სული შთაბეროს.
თანამდებობის პირები მთავრობისგან დამოუკიდებლად იმედოვნებენ – რაც უფრო დიდია ცვლილებები, მით მეტია შანსი, რომ დიდი საბინაო ასოციაციები ხელახლა შეიქმნებიან მეტი ფულის სესხებით და უფრო მაღალი რისკით სახლების აშენებისას.
თუმცა ჯორჯ ოზბორნის გეგმამ მთავრობაში დაძაბულობა გამოიწვია იმის გამო, რომ გადასაწყვეტია თუ რომელია საუკეთესო გზა სახლების მშენებლობის გაზრდისა. ზოგიეთი თანამდებობის პირი “უაითჰოლში” კამათობს, რომ კრედიტორების ნდობას უფრო მოკრძალებული დერეგულაციის საბინაო
ასოციაციები შეინარჩუნებენ, ვისი პირადი ფინანსებიც ძალიან მნიშვნელოვანია სამშენებლო სქემების გადასახდელად.
ეს ნაბიჯი დაკავშირებულია კანცლერის მეტი სახლის აშენების სურვილთან. ასევე, გამოწვეულია გასულ თვეშ ნაციონალური სტატისტიკის ოფისის გადაწყვეტილებით გაღიზიანების გამო, რომელიც საბინაო ასოციაციებს ითვალისწინებს როგორც ნაციონალიზებული ინდუსტრიის ნაწილს. სტატისტიკოსების ნაბიჯმა გაართულა კანცლერის ამბიცია, რომ მართავდეს ჭარბ შემოსავალს 2019-20 წლებში, განსაკუთრებით თუ იგი ამ წელს საგადასახადო კრედიტების დაბლასვლის დაფინანსებისთვის, დამატებითი 10 მილიარდი ფუნტის ნაწილის გამოყენებას იმედოვნებდა.
რეკლასიფიკაცია საჯარო სექტორის სუფთა ვალის წლიური დონის გაზრდას გამოიწვევს დაახლოებით, 60 მილიარდი ფუნტით. ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ეს წლიურ სესხს წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდი ფუნტით გაზრდის. 2014 წელს სუფთა აქტივები საბიანაო ასოციაციებში დაახლოებით 133 მილიარდი ფუნტი იყო, რომელშიც საგადასახადო გადამხდელება 44 მილიარდ ფუნტიანი გრანტი მიიღეს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ სახაზინომ შესაძლოა ერთერთ უდიდეს პრივატიზაციას მიაღწიოს თუ წარადგინა კანონპროექტი ამ გრანტების კერძო სექტორისთვის მისაყიდად. ასეთი გაყიდვა არ იქნება სამართლებრივად ადვილი, რადგან საბინაო ასოციაციები საკუთარ თავს ხედავენ, როგორც დამოუკიდებელ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომელთაც არ ფლობს მთავრობა. მათ ბანკებიდან და მსხვილი ინვესტორებისგან, რომელებიც იპოთეკას ფლობენ უმეტეს საბინაო ასოციაციის სახლებში, ნასესხები აქვთ 60 მილიარდი ფუნტი.
მთავრობის წილი უფრო ტექნიკურად, უფრო მეტად უპროცენტო ვალს წარმოადგენს, ვიდრე სააქციო კაპიტალს, რომელიც შემდგომი პრობლემაა სახაზინოსთვის იმიტომ, რომ ეს შეიძლება კერძო ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდეს.
თანმიმდევრული მთავრობა ამტკიცებს, რომ საბინაო ასოციაციების საქმიანობაში ზედმეტად ჩარევას თავს შიშისა და ვალის რეკლასიფიკაციის გამო არიდებენ.
საბინაო ასოციაციების მოცემული ახალი კლასიფიკაციით, გრანტების გაყიდვა და მთავრობის კონტროლის დასრულება სექტორის მიმართ, სამთავრობო სექტორის ვალის შემცირებას გამოიწვევს 100 მილიარდი ფუნტი და მეტით.
ჯონ ჰილი, ბრიტანელი ლეიბორისტი, აცხადებს, რომ რეკლასიფიკაცია კონსერვატორების მხრიდან ქმნის ვაკანსიას იდეოლოგიურ დერეგულაციისთვის.
“Financial Times”-დან თარგმნა მანანა ბერიძემ.