უკონტროლო ბაზარი

2016 წლიდან შესაძლოა საქართველოში ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდეს. ამ მოთხოვნით „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა“ მთავრობასა და ფინანსთა სამინისტროს მიმართა. აუციელებლია საწვავის ხარისხის კონტროლი და იმის დადგენა, აწვდიან თუ არა კომპანიები მოსახლეობას ფასთან შესაბამის ხარისხს. ასევე მნიშვნელოვანია იმის დადგენა და განსხზაღვრა, თუ რა ჯარიმები და სანქციები გატარდება კანონის დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილის თქმით, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითრება შეიძლება დამაკმაყოფილებელი ეწოდოს. რადგან ჩვენთან იყიდება როგორც ევროპული სტანდარტის საწვავი, რომელიც წარმოდგენილია “პრემიუმის”, “სუპერის” და “ევროდიზელის” სახით, ასევე “რეგულარი”, რომელიც ევრო-4-ის სტანდარტისაა. ქვეყანაში იყიდება დიზელის საწვავიც, რომელიც ჩვენი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისია.თუმცა, არის ერთეული შემთხვევება, როდესაც „დიზელის“ ტიპის საწვავი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთვრობის დადგენილებას.

„ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავაჭრო ქსელში იყიდება პროდუქტი, რომელშიც გოგირდის შემცველობა დასაშვებზე მეტი მოცულობისაა. კერძოდ საქართველოს დადგენილების შესაბამისად, გოგირდის შემცველობა უნდა იყო არაუმეტეს 200 ერთეული, მაგრამ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მისი შემცველობა 1000 ერთეული ან მეტია. შესაბამისად, ეს არის არასტანდარტული, უხარისხო საწვავი, რომლის გავლენაც ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მკვეთრად უარყოფითია.ამიტომ საჭიროა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც გაკონტროლებს მომავალში უხარისხო პროდუქციის შემოდინებას და გასაღებას ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უხარისხო პროდუქტი ქსელში ნამდვილად იყიდება, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ამის მასშტაბები საგანგაშო არ არის. ამიტომაც უნდა მოვახერხოთ პრევენცია, რომ უხარისხო პროდუქტი ბაზარზე აღარ მოხვდეს. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისათვის.“-აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.
მისივე თქმით, მომავალში იგეგმება დიდი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა.გარდა ამისა, უკვე გაცემულია ორი ლიცენზია ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაზე.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართვეოში უკვე არსებობს პატარა საწარმოები, რომელთაც აქვთ ლიცენზია, შესაბამისად მათ აქვთ საშუალება რომ აწარმოონ პროდუქტი. საუბარია იმაზეც, რომ შავიზღვისპირეთში აშენდეს დიდი საწარმო, რომელიც მინიმუმ ერთ მილიონ ტონას გადაამუშავებს. ამას, რა თქმა უნდა, ყველა მხარს უჭერს, რადგან ადგილობრივი წარმოება ქვეყნისათვის მნიშვლეოვანია“-განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობით, ნავთობპროდუქტების ბაზრის საკანონმდებლო ჩარჩო განსაზღვრულია. დადგენილია სტანდარტები, რომლებსაც საქართველოს ბაზარზე გაყიდული ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი უნდა აკმაყოფილებდეს. თუმცა, ერთია კანონმდებობა, ხოლო მეორე მისი რეალობაში განხორციელება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2010-2015 წლის კვლევების მიხედვით პროდუქციის ხარისხობრივი ნორმების კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს. კვლევის მიხედვით, ხარისხობრივი ნორმის დარღვევებისთვის არ არის დადგენლილი ადეკვატური სანქციები. დარღვევებზე რეაგირება და სანქცია მხოლოდ მაშინ იწყება, თუ იმპორტირებული ან რეალიზებული ბენზინის ტყვიის შემცველობა 0.013 გ/ლ-ს აღემატება და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 91 მუხლის თანახმად, ისჯება შრომის ანაზღაურების ათიდან ასმაგ მინიმალურ ოდენობამდე და საქონლის ჩამორთმევით. საქართველოში შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობად განსაზღვრულია 20 ლარი, ხოლო მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის და სანქციების დაწესების მიზნებისთვის განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობა 40 ლარია, შესაბამისად, ჯარიმების ოდენობა 400-დან 4 000-მდე ლარის ფარგლებში მერყეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ბენზინის ხარისხობრივი ნორმების დარღვევა არა მხოლოდ აფერხებს ავტომობილის გამართულ მუშაობას, არამედ დიდ ზიანს აყენებს გარემოსა და საზოგადოების ჯანმრთელობას, კდევ იმის, რომ ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტის აღმოჩენა კონტროლის მექანიზმის სისუსტის გამო, მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შეგვიძლია ვთქვათ , რომ აღნიშნული სანქცია საკმაოდ დაბალია.

თუ დავუკვირდებით იმას, რომ საქართველოში საწვავი მთლიანად იმპორტირებულია, ხარისხის შემოწმება გადმოტანისთანავე უნდა ხდებოდეს. თუმცა, სტატისტიკური შედეგები სულ სხვას გვიჩვენებს. ხშირად საწვავის ხარისხის შემოწმება და კონტროლი არ ხდება. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს მხირდან არ არსებობს საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმი, ეს კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბაზარს და მომხმარებელს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართვლოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით 2010-2015 წლებში სულ 489 ნიმუშის( ბენზინისა და დიზელის) შემოწმება განხორციელდა, საიდანაც 38 %(187 ნიმუში) არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს. სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს რა მინიმალური რაოდენობით ხდება
ხარისხის შემოწმება და არსებული შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე ხარისხიანი საწვავი შემოდის საქართველოში.
2

კვლევების მიხედვით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ბაზარზე დომინირებს ხუთი მსხვილი კომპანია. ნავთობპროდუქტების ბაზრის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა –
საქართველოს“ პირველ კვლევის მიხედვით, ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი იმპორტიორები, ასევე, საცალო და საბითუმო ბაზრის ძირითადი მოთამაშეები არიან:სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“; შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს „რომპეტროლ საქართველო“; შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“; შპს „ლუკოილ ჯორჯია“.

3

საინტერესოა, ხომ არ არსებობს ამ კომპანიებს შორის შეთანხმება. ბოლო მონაცემების მიხედვით, ნავთობპროდუქტებზე ქართული ბაზრის ხუთი ძირითადი კომპანიის ფასების ცვლილება ბოლო სამი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ერთდროულად ხდებოდა. ერთდროულად ზრდიან ან ამცირებენ ფასებს. მართლია, საწვავის ადგილობრივი ფასები ნავთობის მსოფლიო ფასების საერთო ტენდენციას მიჰყვებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მსოფლიო ფასების ცვლილება ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის დაგვიანებით აისახებოდა. მსოფლიო ფასების კლებასთნ ერთად საქართველოში ფასები უცვლელი რჩებოდა, ეს კი, ერთნაირად აისახებოდა ყველა კომპანიაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე არ არსეობობს ჯანსაღი კონკურენიცა. ყოველივე ამას, თან სდევს ფასების უცვლელობა და ხარისხის გაუარსება. რაც საფრთხეს უქმნის როგორც ბაზარს, ასევე გარემოს და მომხმარებლის უფლებას, მიიღოს ხარისხიანი საწვავი.

წყარო: “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო”
მოამზადა მარიამ ლეკიაშვილმა