მცირე ბიზნესის დიდი გამოწვევები ანუ ბიზნესი ქართულად

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 3681 ერთეულს შეადგენს. აქედან 96,8% სამეწარმეო სუბიექტია , ხოლო 3, 2 % არასამეწარმეო. ამ მაჩვენებლის მიხედვით კლებაა წინა თვესთან შედარებით4, 6 %-ით, ხოლო 15 % წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით.

წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა . მათ შორის ერთერთია „აწარმოე საქართველოში“. პროგრამამ სტარტი გასული წლის ივნისიდან აიღო. იგი ხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მიზნად ისახავს ქვეყანში მეწარმეობის განვითარებასა და მხარდაჭერას. პროგრამის ბიუჯეტი 46 მლნ. ლარს შეადგენს, აქედან 30 მლნ გამოყოფილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე. ხოლო 16 მლნ ლარი ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე.

27 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში გამოყიფილი 5000 ლარიანი თანადაფინანსება ჩაითვლება, როგორც გრანტები და მიკრომეწარმეები მასზე საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან. ეს ცვლილება გრანტების შესახებ კანონში შედის.
გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, ბინზესგარემოს გაუმჯობესებას და მის ღიაობას განაპირობებს ასევე ზოგადი დამოკიდებულება მცირე ბიზნესის მიმართ. ახალგაზრდების აზრების და იდეების გასარკვევად ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარდა მცირე კვლევა. გამოკიტხულ იქნა 30 რესპონდენტი. მათ ორ მთავარ კითხვაზე მოუხდათ პასუხის გაცემა:
1. უფიქრიათ თუ არა ოდესმე მირე ბიზნესის წამოწყებაზე ? და
2. თუ უფიქრიათ, რამ შეუშალა მათ ხელი ამის განხორციელებაში?
შედეგები შემდეგი სახის აღმოჩნდა. გამოკითხულთა 63 %-ს არასდროს უფიქრია მცირე ბიზნესის წამოწყებაზე, ხოლო 27 %-ს საკუთარი ბიზნესიდეებიც კი გააჩნიათ, თუმცა მათი უმეტესობა მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად ფინანსების არქონას ასახელებს. გამოიკვეთა სხვა ვარიანტებიც. მცირე ნაწილი ფიქრობდა, რომ მათი ბიზნეს იდეის გნხორციელებას ხელი მათმა სიზარმაცემ ან ნაკლებმა მონდომებამ შეუშალა.
გამოკითხულთა სრულმა უმრავლესობამ, დაახლოებით 90 %-მა არაფერი იცოდა ინოვაციების სააგენტოსა და სხვა მსგავსი დაწესებულებების შესახებ. დარჩენილმა 10 %-მა კი დაასახელა, რომ მათ არ უცდიათ ამ შესაძლებლობით ესარგებლათ.
გარდა ინფორმაციულობის დაბალი დონისა , ასევე გამოიკვეთა ერთი ძირითადი გარემოება, რაც ქართველ ახალგაზრდებს ბიზნესის წამოწყებასა და კეთებაში უშლის ხელს,ეს არის სიფრთხილე- ისინი ვერ რისკავენ ახალი საქმის წამოწყებას, მაშინ როდესაც, მათ არც საკმარისი ფული და არც საკმარისი გამოცდილება არ გააჩნიათ მა კუთხით.
1
თუმცა ამ კუთხით ნამდვილად გამონაკლისთა შორისაა 22 წლის გიორგი ფოფხაძე. იგი აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია და ბიზნეს -ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. გიორგიმ ახალ სასწავლო წელს ახალი საქმე წამოიწყო, თან საკმაოდ საინტერესოდაც.
მას მცირემეწარმის სტატუსით ბიზნესი აქვს უნივერსიტეტში წამოწყებული. გიორგი უნივერსიტეტის კაფეტერიაში ნამცვრების სექციას ფლობს. როგორც თვითონ ჰყვება, იდეა მას მას შემდეგ გაუჩნდა რაც ტკბილეულის ნაკლებობაზე მისი მეგობრები ხშირად ჩიოდნენ. გიორგიმ მეგობართან ერთად გაიარა შესაბამისი პროცედურები. 20 ლარად როგორც ინდ.მეწარმე ისე დარეგისტრირდა, შემდეგ მცირე მეწარმეზე გადავიდა და სულ რაღაც 2 დღეში 40 ლარად მიიღო მცირე მეწარმის სტატუსი. შემდეგ მან უნივერსიტეტის კაფეტერიაში ადგილი დაიქირავა და სამი ადამიანი დაასაქმა.
2
თავად გიორგი კმაყოფილია დაწყებული საქმით. ამბობს რომ დღეში შემოსავალი 100-დან 180 ლარამდე მერყეობს. „ანამარიას“ ტკბილეული უნივერსიტეტში დიდი მოწონებით სარგებლობს.
მონდომება და სულ ცოტა რისკი, პლუს იდეა და გამბედაობაც – აი, ბიზნესის კეთების მარტივი ფორმულა.
ზოგადად, სამეწარმეო საქმიანობას უდიდესი როლი ეკისრება ქართულ ეკონომიკაში, როგორც მიკრო დონეზე , ცალკეულ ბაზრებზე, ასევე მაკროეკონომიკური მასშტაბითაც. იგი ხელს უწყობს დასაქმების დონის გაზრდას.
მცირე ბიზნესი -ეს ტერმინი პირველად აშშ-ში იხმარეს 1953 წელს მიღებულ კანონში „მცირე ბიზნესის შესახებ“.
ამას წინ უძღვოდა ბრიტანეთის მინისტრის მელანის 1943 წლის მოხსენება დიდი ბრიტანეთის სამრეწველო მდგომარეობის შესახებ.
მცირე ბიზნესი მცირე ფირმის სამეწარმეო საქმიანობაა, რომელსაც მიეკუტვნება ინდივიდუალური მეწარმეობა და წვრილი ფირმები.
ეს არის ეკონომიკის ყველაზე მობილური სექტორი, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან დამბალანსებელ როლს და აერთიანებს ქვეყნის შრომითი რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს.
ევროპის წამყვან სახელმწიფოებში მეწარმეობის ერთერთი ყველაზე განვითარებული ფორმაა მცირე ბიზნესი.
მცირე ბიზნეს კი თავის მხრივ ნოვატორული იდეები კვებავს. რესურსების ახალი წყაროების მიღება მის განვითარებას განაპირობებს.
ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებულობას ზოგადად მცირე ბიზნესის და მისი მნიშვნელობის შესახებ. ასევე არსებული შრომითი იდეებისა და რესურების სრულ რეალიზებას, რაც მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არ შეიძლება განხორციელდეს. აუცილებელია საზოგადოებრივი დაინტერესება და აქტიურობა-ჩართულობა.

მოამზადა ანა ურუშაძემ