ერთიანი სახაზინო კოდების პრეზენტაცია
9 დეკემბერს USAID-ის მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლმა და საქარველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა საზოგადოებას ერთიანი სახაზინო კოდების რეფორმა წარუდგინეს.
რეფორმით, 125 სახაზინო კოდი 1 კოდში გაერიანდა. გამარტივებული საგადასახადო ადმინისტრირების შედეგად, ბიზნესის დროის დაზოგვას, ხარჯების და შესაძლო შეცდომების გამო დაჯარიმების რისკების შემცირებას ვარაუდობენ.
პრეზენტაციაზე აჩვენეს ვიდეო რგოლი, რომელიც მონაწილე პირების კომენტარებით რეფორმის არსს ასახავდა. ჩვნების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლების დაჯილდოვება გაიმართა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.
დაჯილდოვებულთაგან ერთერთი, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, ზაზა გაგნიძე ამბობს, რომ ეს არის ერთერთი ყველაზე გრანდიოზული და ფართომასშტაბიანი რეფორმა რომელიც საერთოდ საგადასახადო სისტემაში ჩატარებულა:
„ეს ყველაფერი მიმარულია იმისკენ, რომ გადამხდელს შემოსავლების სამსახურთან ურთიერობა გაუმარტივდეს. ერთკოდიან სისტემზე გადასვლაში ყველა ის ნიუანსი იგულისხმება, რაც გადამხედლს ხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. იგი იმდენად გამარტივებულია, რომ ამ რეფორმით, ბიუჯეტში თანხების განაწილება არც გადამხდელზე იქნება დამოკიდებული და აღარც შემოსავლების სამსახურზე. ფაქტობრივად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარირებით მოხდება ბიუჯეტის გადანაწილება. მარტივად რომ ვთქვათ, ამის შემდეგ ჩვენ ვიცხოვრებთ არა გადახდით, არამედ დარიცხვით.“
პრეზენტაციას ბიზნესის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ ეს არის სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯი. საბანკო სექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი და ჩვენ თავიდანვე ვიყავით ჩართულები მის განხორციელებაში. ჩვენი კლიენტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იგი, იმიტომ რომ 125 საბანკო კოდი დავიდა 1- ზე. ეს არის შეცდომების მინიმუმზე დაყვანა, აქედან გამომდინარე, იგი როგორც ფინანსური ოპერაციებისთვის, ასევე უცხოელებთან ურთიერობისას არის მნიშნელოვანი. ის, რომ ეს ოპერაციები ასე სწრაფად, შეცდომების გარეშე, შემცირებულ ვადებში ხდება, ბუნებრივია , საინვესტიციო გარემოსთვის ძალიან კარგია. ამასთან, ზედმეტად გადახდილი თანხები თუ 3 თვეში ბრუნდებოდა, ახლა 1 თვეში დაუბრუნდება მფლობელს უკან – პროგრამა იძლევა ამის საშუალებას. ეს ეხება ყველა გადამხდელს, ვინც საქარველოს ბაზარზე ოპერირებს.“ აღნიშნა საქარველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ.
ავტორი ნინო ტაბაღუა