EBRD ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ დაფინანსებას განიხილავს
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდის დირექტორმა გიორგი ბეჟუაშვილმა, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ენერგეტიკისა და ბუნევირვი რესურსების აღმასრულებელმა დირექტორმა რიკარდო პულიტმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ენერგეტიკისა და ბუნებირვი რესურსების მმართველმა ცენტრალურ აზიასა და რუსეთში აიდა სიტდიკოვამ ქარის ელექტროსადგურის პროექტზე თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ევროპის რეკონსტრუქციის განვითრების ბანკს შორის კონკრეტულ თანამშრომლობას ქარის ელექტროსადგურის „ქართლის“ პროექტის დაფინანსების შესახებ.
ევროპის რეკონსტრუქციის განვითრების ბანკი განიხილავს პროექტის 25 მლნ დოლარით დაფინანსებას.სესხის მიზანია, საქართველოში აშენდეს და ოპერირებდეს ქარის ელექტროსადგური.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ აშშ დოლარამდეა, დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ, ხოლო სავარაუდო წლიური გამომმუშავება 87 მლნ კლვტ-სთ.
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ენერგეტიკისა და ბუნევირვი რესურსების აღმასრულებელმა დირექტორმა რიკარდო პულიტმა განაცხადა: „საქარათველოს აქვს წარმატება ქვეყნის შიგნით განახლებადი ენერგიების განვითრების მიმართულებით, რაც ამცირებს წიაღისეული საწვავით გამომუშავებული ელექტრო ენერგიის იმპორტს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით ასევე კლიმატის ცვლილების კუთხით. 312 მლნ დოლარის საქართველოს ჰიდრო რესურსებში ინვესტირების შემდეგ, ჩვენ ვიმედოვნებთ ახალი განახლებადი ენერგიით – ქარით – ინვესტორების დაინტერესებას.“
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა:“ჩვენ მივესალმებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერას საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის პროექტზე. ეს პროექტი ასევე პირველია ქარის ენერგიის მიმართულებით კავკასიის რეგიონში, რომელზეც ევროპისა და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკი აიღებს ვალდებულებას. ქარის ელექტროსადგურის პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის სტრატეგიის მიერ, რომელიც გულისხმობს დაბალ ემისიებიანი გამომუშავებული ელექტროენერგიის განვითარების ხელშეწყობას. ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს, ჩვენი ქვეყნის, ელექტოენერგიაზე სეზონური მოთხოვნის დაფარვას ზამთრის პერიოდში. დღეიდან, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიური ენერგიის წყაროების სამმართველო და EBRD აქტიურად თანამშრომლობენ ქარის ელექტროსადგურის პროექტზე.“
მთლიანობაში, EBRD-ს საქართველოს ეკონომიკაში 2 მლრდ 600 მლნ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც 20% ენერგეტიკაზე მოდის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკმა 312 მლნ დოლარამდე ინვესტიცია საქართველოს განახლებადი ენერგიების ათვისებისთვის განახორციელა, კიდევ 210 მლნ დოლარის ინვესტიცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებელობასა და რეაბილიტციაში ჩადო. აღნიშნულმა პროექტებმა საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს შეუწყო ხელი და მოიზიდა კერძო ინვესტორები.