მეექვსე ეკონომიკური ფორუმი – „თავისუფალი ტრიბუნა“

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ „თბილისის მეექვსე ეკონომიკური ფორუმი – თავისუფალი ტრიბუნა“ გაიმართა. ფორუმის ფარგლებში გამართულ კონფერენციას – „საქართველოს ევროპული არჩევანის გამოწვევები“ – მიწვეული ექსპერტები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეუ სტუმართაგან ერთერთი იყო თბილისის მერი, დავით ნარმანია. შეხვედრას პროფესორი ემზარ ჯგერენაია ხელმძღვანელობდა.

მომხსენებლებმა 2014 წლის პირველი დეკემბრიდან, ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან – დღემდე, საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის სოციალურ-ეკონომიკური ნაწილის, განსაკუთრებით კი – ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს. გარდა ამისა, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და წინააღმდეგობებზე, რომელთაც თავი აღნიშნული ერთი წლის განმავლობაში იჩინეს.
j
„მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური განვითარება რამდენიმე საინტერესო პრინციპს ეყრდნობა და ემყარება ჩვენთან, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ უფრო მეტად ვიყოთ ეკონომიკურად განვითარებულნი. უმთავრესი ჩვენთვის ის არის, რომ ინვესტიციებზე დამოკიდებული ეკონომიკის პირობებში, უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, მეორეს მხრივ კი, შევინარჩუნოთ ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია. განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
l

კონფერენცის მონაწილეებმა, ღია დისკუსიის ფარგლებში, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრა საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს პალატის, თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.