ქართული სარეკლამო ბაზარი დეპოლიტიზირებულია, თუმცა სტაგნაციაში იმყოფება
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სარეკლამო ბაზრის ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართული სარეკლამო ბაზარი კვლავაც სტაგნაციას განიცდის, თუმცა უფრო კონკურენტუნარიანი და დეპოლიტიზებულია. კვლევაში ”საქართველოს სარეკლამო ბაზარი – ახლა უკვე კონკურენციის პირობებში” ნათქვამია, რომ ბაზარზე კერძო სექტორის სარეკლამო დანახარჯები კვალავაც არ გაზრდილა, რადგან ინვესტორებს კვლავაც პოლიტიკური არასტაბილურობა აფერხებთ.
TI-ის ინფორმაციით, რეკლამაზე გაწეულმა მთლიანმა დანახარჯმა 2012 წელს 52 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რომლის ყველაზე დიდი ნაკადი 72% კვლავაც სატელევიზიო სექტორში მიედინება. აქედან 95% თბილისში დაფუძნებულ ტელევიზიებზე მოდის. სარეკლამო დანახარჯების 11% გარე რეკლამაზე, 10% კი რადიო-რეკლამებზე მოდის. კვლევის მიხედვით, პრესა სარეკლამო დანახარჯების მხოლოდ 5%-ს, ინტერნეტ-მედია კი მხოლოდ 2%-ს იზიდავს.
”2013 წლის პირველი სამი თვის მწირი სარეკლამო დანახარჯებისა და წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული შენელებული ეკონომიკური ზრდის გამო, ბაზრის ექსპერტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ წელს მთლიანი სარეკლამო დანახარჯების კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი”, – აღნიშნულია
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართელოს~ განცხადებაში.