საქართველოში ირანული გაზის შეტანა უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე ეკონომიკურს.
სომხეთის გავლით საქართველოში ირანული გაზის შეტანა უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე ეკონომიკურს, – განაცხადა ტელეარხ ANS-თან ინტერვიუში კომპანია სოკარის საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვაგიფ ალიევმა.
მისივე თქმით, ამაში სოკარი ვერ ხედავს სერიოზულ კონკურენციას.
,,თითოეული ქვეყანა განსაზღვრავს თავის შიდა და საგარეო პოლიტიკას. კომპანია სოკარს გააჩნია სერიოზული პოზიცია საქართველოში, წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს ამ ქვეყანაში’’, – განაცხადა ალიევმა და აქვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ კომპანიას ქართულ მხარესთან ხელშკრულება 2030 წლამდე აქვს გაფორმებული.
მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე სრულად უზრუნველყოფს საქართველოს გაზის საჭირო რაოდენობით.
ამასთან, როგორც ალიევი ამბობს, ინფლაციის მიუხედავად, საქართველო გაზს ისევ ძველი ფასით იღებს.