საგარეო ვაჭრობა 2015 წელს
სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2015 წლის საგარეო ვაჭრობის ბრუნვის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელმა არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლების შესაბამის მაჩვენებელზე 13 %-ით ნაკლებია. ამ მონაცემებიდან, ექსპორტი 2204 მლნ აშშ დოლარია, რაც 23 %-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, ხოლო იმპორტი7724 მლნ. აშშ დოლარი, 10%-ით ნაკლები. ამ ყველაფრის შედეგად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა გასულ წელს 5521 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 % შეადგინა.
ექსპერტის ვაჟა კაპანაძის თქმით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა არ არის ისეთი მაკოროეკონომიკური პარამეტრი, რომლის მომატება პოზიტიური ან შემცირება ნეგატიური იყოს „ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველთვის, არის სალდო. თუ შევედარებთ 2014 და 2015 წლებს, უკანასკნელი პოზიტიური იყო იმ მხრივ, რომ 115 მლნ. დოლარით ნაკლები დაგვჭირდა სავაჭრო ბრუნვის დასაბალანსებლად. ამ თანხით შემსუბუქდა ლარზე დაწოლა დოლარის მხრიდან, ეს მე უფრო პოზიტიურად მეჩვენება, ვინაიდან, თუ შემცირდა საგარეო ვაჭრობა 13 %-ით, გამოდის, რომ ქვეყნის შიგნით, ზრდა გაცილებით მეტი იყო. ანუ, ქვეყანა ვითარდებოდა შიდა რესურსების ხარჯზე და არა გარე ფაქტორებით, რაც წინა წლებში ხდებოდა ხოლმე. ცალსახად არ არის აუცილებელი, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს. ჩვენ, ბაზარზე არანაირი პროდუქციის შემცირება არ გვიგრძვნია, ანუ მისის ჩანაცვლება სხვა, ანალოგიური პროდუქციით მოახერხეს. თუ შემცირდება იმპორტი, ძალიან კარგი – მთავარია ექსპორტს შევუწყო ხელი.“ ამბობს იგი.
საქსტატის ყოფილი ხელმძღვანელი, ეკონომისტი, სოსო არჩვაძე კი ფიქრობს, რომ
საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირებას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საქართველო ჩამოსცდა 10 მილიარდიან საგარეო სავაჭრო ბრუნვას, რომელიც წინა წელს იყო მიღწეული. განსაკუთრებული კლებაა ექსპორტის მიმართულებით, შემცირებულია იმპორტიც.
„მოგეხსენებათ, საქართველო არ არის ავტარქიული მეურნეობის მქონე სახელმწიფო, მას ეკონომიკური ურთიერთობა აქვს 130-ზე მეტ სახელმწიფოსთან და ის პროცესები რაც გლობალური მსაშტაბით მიმდინარეობს, სხვადასხვა სიხშირით და ინტენსივობით ახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც სწორედ ამ სავაჭრო ბრუნვაში აისახა. ერეთერთი მიზეზი ის არის, რომ მსოფლიოში დოლარის თანაფარდობა და გავლენა გაიზარდა ყველ სხვა ძირითად ვალუტასთან. საქარველოს ძირთად სავაჭრო პარტნიორების ვალუტამ, რომლებზეც ბრუნვის თითქმის 2/3 ზე მეტი მოდის, დოლართან მიმართებით დევალვაცია განიცადა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის ხაზით გამოვლინდა.“
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3165 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 646 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2518 მლნ. აშშ დოლარი( 6 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29% და იმპორტში 33% . ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34% (2014 წელს 30 პროცენტი ).
რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, მათთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს 2808 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წელთან შედარებით 22 %-ით ნაკლები). აქედან ექსპორტი 840 მლნ. აშშ დოლარი (43%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1968 მლნ. აშშ დოლარი იყო (7%-ით ნაკლები). საქარველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 % , მათ შორის ექსპორტში 38% და იმპორტში 25% ( 2014 წელს, შესაბამისად 31, 51 და 25 % ) გახლდათ. 2015 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 % (2014 წელს 11 პროცენტი ).
„საინტერესოა, რომ ექსპორტის საკითხი დივერსიფიცირებულია, რადგან ჩვენ მხოლოდ ერთ სუბიექტზე არ ვართ დამოკიდებულნი. იმპორტის შემთხვევაში დსთ-ის ქვეყნების წვლილი
ნელ – ნელა მცირდება. შემოგვაქვს ნახშირწყალბადები, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოდის და აქ რუსეთს დიდი წვლილი არა აქვს. ეს ტენდენცია წინა წლების გამოძახილია და ცალსახად ჩანს, რომ ევროკავშირზე ჩვენი საქონელი კონკურენტუნარიანი ხდება“- ამბობს კაპანაძე.
ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ზრდას პოზიურად მიიჩნევს არჩვაძეც და ამბობს, რომ მისასალმებელია ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერობა, ვიდრე დსთ-ის ქვეყნებთან, მიზეზი კი ის არის, რომ ვისწრაფით ევროპისკენ. გარდა ამისა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ამერიკულ დოლართან მიმართებით, დსთ-ის ქვეყნებში უფრო თვალშესაცემია ვიდრე ევროკავშის მასშტაბით:
„გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ამგვარი მატება და დსთ-ის ქვეყნებზე „გადასწრება“ იმპორტის დამსახურებაა. რაც შეეხება ექსპორეტს , დსთ-ში ჩვენი ექსპორტი თითქმის 200 მილიონით ჭარბობს ევროკავშირთან ექსპორტს. აქ უკვე მეტი ძალისხმევა გვჭირდება, მეტი ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება, რომ არამარტო მთლიანი ბრუნვის, არამედ ცალკეული კომპონენტების მიხედვითაც შევძლოთ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დეკლარირება, ვიდრე ამ საერთო ბრუნვბის მიხედვით ჩანს.“
2015 წელს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 745 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 % შეადგინა. მეორე ადგილზე ნავობი და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი იყო 657 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9% შეადგენდა. მესამე ადგილზე კი მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფქსირდა 461 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი ).
სამკურნალო საშუალებების იმპორტის ამგვარი გარემოება ვაჟა კაპანაძემ შემდეგნაირად ახსნა :
„ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, ერთი – საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპაიტის პროგრამა, მაგრამ უფრო მთავარი, რამაც მედიკამენტები საიმპორტო ჯგუფის პირველ ადგილზე გადაანაცვლა, ნავთობპროდუქტებზე ფასების ვარდნა იყო. ზოგადად, ამ მონაცემებში, პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები ფიქსირდებოდა ხოლმე, თუმცა მათზე ფასების ვარდნამ გამოიწვია ამ ორი სექტორის ადგილის გადანაცვება.“
მიმდინარე წლის პროგნოზი პოზიტიურია იმ შემთხვევაში, თუ ყველა იმ რესურსს მაქსიმალურად გამოვიყებეთ, რაც რეალურად ქვეყანას აქვს. 2016 წელს კი 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით.
ავტორი: ნინო ტაბაღუა