საქართველოსა და ჩეხეთის სამთავრობო უწყებებს შორის სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ჩეხეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მეორე სხდომაზე.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს სტანდრატებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსა და ჩეხეთის სტანდარტების, მეტროლოგიისა და ტესტირების უწყებას შორის, უწყებების ადამიანური რესურსების განვითარებას, პროფესიულ ტრეინინგებს საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და განხორციელებული მიღწევების გაზიარებას. მემორანდუმში ასევე ასახულია ორმხრივი საერთაშორისო შედარებები მეტროლოგიის სფეროში, რომელიც მოიცავს სააგენტოში არსებული ეტალონების ეკვივალენტურობის ხარისხის დადგენას ჩეხეთის მხარესთან ეტალონების ორმხრივი შედარებების შედეგად.