დიმიტრი ქუმსიშვილი Best Western-ის ახალი სასტუმროს პრეზენტაციას დაესწრო

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი
ქუმსიშვილმა მსოფლიოს ერთერთი უდიდესი ქსელის Best Western-ის მიერ
საქართველოში ახალი სასტუმროს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც
მიმდინარე წლის სექტემბერში ბათუმის ახალ ბულვარში უნდა გაიხსნას. პრეზენტაციას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

Best Western-ის ბათუმის სასტუმრო ოპერირებას შეძლებს აღნიშნული ქსელის ახალი
თანამედროვე ხაზის Vib (ვაიბ) შესაბამისად. როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი,
აღნიშნული სიახლეა ევროპისთვისაც და მალე Best Western-ი ოფიციალურად
დააანონსებს ახალი სასტუმროს „ბათუმი ბესთ ვესთერნ ვაიბის“ გახსნას. მშენებარე
სასტუმრო 4-ვარსკვლავიანი და 60-ნომრიანი იქნება.
1
პრეზენტაციაზე ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული
სექტორია. „ჩვენ გვაქვს ტურიზმის განვითარების სტრატეგია. საქართველოში
ყოველწლიურად, მნიშვნელოვნადიზრდება საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი. მზარდ
ტურისტულ ნაკადს სჭირდება შესაბამისი სერვისები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა,
სადაც ჩვენ ტურისტები უნდა მივიღოთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Best Western-ი სამომავლოდ, ქსელის გაფართოებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც
გეგმავს.