კორუფციის აღმოფხვრა და სწრაფი მოდერნიზაციის მხარდაჭერა საქართველოში
2016 წლის 6-9 აპრილს, თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) ნორვეგიის ეკონომიკის სკოლიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლა. სასწავლო ვიზიტის მთავარი თემა იყო კორუფციის აღმოფხვრა და სწრაფი მოდერნიზაციის მხარდაჭერა საქართველოში.
4 დღის განმავლობაში უცხოელი სტუდენტები და პროფესორები შეხვდნენ მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს; გაეცნენ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო რეფორმებს; ესტუმრნენ სახელმწიფო დაწესებულებს.
ღონისძიებების ფარგლებში 8 აპრილს, გაიმართა პანელ-დისკუსია „ბიზნესის კეთება საქართველოში“, რომელზეც განხილული იქნება საქართველოს ბიზნეს-გარემო, არსებული გამოწვევები და ზოგადი ტენდენციები.
ნორვეგიელთა ვიზიტი არის ISET-სა და ნორვეგიის ეკონომიკის სკოლას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის ნაწილი.
ამ თანამშრომლობის ახალი, 3-წლიანი ფაზა, რომელსაც აფინანსებს ნორვეგიის განათლების საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი, გულისხმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის სკოლებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას და ორმაგი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებას ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ეკონომიკის მიმართულებით.