რეგიონალური განვითარების პერსპექტივები
პრეს-რელიზი
2003 წლის 3-4 ივლისს ქ. იალტაში (უკრაინა) სუუამ-ის ხუთისახელმწიფოს: საქართველოს, უკრაინის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას რეგიონალური გაერთიანების მორიგი სამიტი გაიმართება. თანამშრომლობის ამ ფორმის შექმნას საფუძვლად ჩამოთვლილი ქვეყნების თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პოზიციების მრავალ საკითხში თანხვედრა უდევს.
სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი 4 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) შემადგენლობით 1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში ევროპის საბჭოს სამიტის დროს დაფუძნდა. მაშინ აღნიშნული ქვეყნების მეთაურთა ერთობლივმა კომუნიკემ მოწონება დაიმსახურა. ამ დოკუმენტში ხაზგასმით იყო აღნიშნული ოთხმხრივი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობა ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცების მიზნით, კანონის უზენაესობის და ადამიანთა უფლებების დაცვის პრინციპეპზე დაყრდნობით. სტრასბურგში კომუნიკემ ფორმალურად განამტკიცა ამ ქვეყნებს შორის თანამიმდევრული პოლიტიკური დაახლოვება და პრაქტიკული თანამშრომლობა მრავალ დარგში, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში.
1999 წლის 24 აპრილს ვაშინგტონში ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს უმაღლეს დონეზე შედგა სუამ-ის წევრი ქვეყნების და უზბეკეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომლის შედეგად ხელი მოეწერა ვაშინგტონის განცხადებას. ფორუმის ფორმატი სუუამ-ში იყო ტრანსფორმირებული.
სუუამ-ში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრულია იალტის ქარტიის მიერ, ესენია:
– სუუამ-ის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება;
– სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძვლების მომდევნო შესაბამისი ჰარმონიზაციითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საბაჟო და სატარიფო ნორმების უნიფიკაციით სატრანსფორტო კორიდორების ინფრასტრუქტურის განვითარება;
– ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
– საერთაშორისო ტერორიზმის, ორგანიზებულ დანაშაულებების, არალეგალური მიგრაციისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა;
საორგანიზაციო სტრუქტურა.
სუუამ-ის უმაღლეს ორგანოდ მისი წევრი ქვეყნების მეთაურთა ყოველწლიური შეხვედრა მოიაზრება. აღმასრულებელ ორგანოდ კი, ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოა. სამუშაო ორგანოს ფუნქციებს ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტი ასრულებს, რომლის შემადგენლობაში შედის სუუამ-ის წევრ ქვეყნებიდან თითო კოორდინატორი. ფუნქციონირებს ასევე საინფორმაციო ოფისი, რომელიც კიევში მდებარეობს.
დარგობრივ დონეზე სუუამ-ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კოორდინაციას შვიდი ჯგუფი ახორციელებს, რომელთა მუშაობაც ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სავაჭრო-ეკონომიკის, ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციების, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების, ტურიზმის, ტერორიზმის, ორგანიზებულ დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლის და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებისკენაა მიმართული.
ქ. იალტაში (უკრაინა) 2001 წლის 7 ივნისს სუუამ-ის პირველი სამიტი გაიმართა, რომელიც ამ რეგიონალური გაერთიანების, როგორც საერთაშორისო სტრუქტურის ჩამოყალიბების საქმეში ეტაპურ მოვლენად არის მიჩნეული. სამიტის დროს იალტის ქარტიამ განსაზღვრა გაერთიანების წევრ ქვეყანათა მიზნები, პრინციპები და მიმართულებები. ქარტიაში ჩადებული გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურის საფუძვლებმა, ფაქტობრივად, განამტკიცეს მონაწილე ქვეყნების თანამშრომლობის არსებული მექანიზმი, რომლის ეფექტიანობა პრაქტიკით იყო დამტკიცებული. იალტის ქარტიის შესაბამისად, თავჯდომარეობა ანბანის მიხედვით ხორციელდება სუუამის წევრი ქვეყნების მიერ.
ქ. იალტაში 2002 წლის 20 ივლისს გაიმართა მეორე შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, გ. ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა, ე. შევარდნაძემ, მოლდოვეთის პრეზიდენტმა, ვ. ვორონინმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ლ. კუჩმამ. უზბეკეთის რესპუბლიკას სამიტზე წარმოადგენდა ამ სახელმწიფოს ელჩი უკრაინაში, შ. შახალილოვი.
სტუმრების სტატუსით სამიტში მონაწილეობდნენ ათი სახელმწიფოს – ბულგარეთის, ბრაზილიის, საბერძნეთის, ირანის, პოლონეთის, რუსეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, აშშ-სა და თურქეთის, ასევე ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, კერძოდ კი, ეუთოს გენერალური მდივანი, ი. კუბიში, გაეროს წარმომადგენელი უკრაინაში, დ. გარდნერი. ევროკომისიის სამიტის წევრებმა მიიღეს მიმართვები გაეროს გენერალური მდივნის, კ. ანანისგან და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რ. არმიტიჯისგან, რომლებშიც გამოთქმული იყო სუუამ-ის მხარდაჭერა და კონკრეტული ინიციატივების, თანამშრომლობის პროგრამების შემუშავებაში და რეალიზაციაში მხარდაჭერისთვის მზადყოფნა.
სუუამ-ის წევრ ქვეყნების პრეზიდენტების გამოსვლებში მოცემული იყო გაერთიანების ფარგლებში თანამშრომლობის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შეფასებები. ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ასეთ კავშირს შეუძლია რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი გახდეს და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამეგობრობას ტერორიზმისA და სხვა დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამასთან დაკავშირებით აღნიშნული იყო მთელი რიგი საბუთების – დეკლარაციების ხელმოწერის აუცილებლობა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პოლიტიკური, სამართლებრივი და საორგანიზაციო ნიადაგი საერთაშორისო ტერორიზმის, სეპარატიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შექმნისათვის. მხარეები შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ უნდა დაისახოს თანამშრომლობის გზები სუუამ-სა და FATF-ს შორის იმ შემოსავლებთან მიმართებაში, რომლებიც დანაშაულებრივი გზით მიიღება და გამოიყენება მათი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის დასაფინანსებლად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და სუუამ-ის სატრანსპორტო კორიდორების, პირველ რიგში ტრასეკას კორიდორის, ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას. ასევე აღნიშნული იყო ევროაზიური ნავთობსატრანსპორტო კორიდორის განვითარების პერსპექტივები. ამასთან დაკავშირებით, აღნიშნული იყო სამიტზე სუუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ ყველა ღონე იხმარონ, რათა ეს დოკუმენტი რაც შეიძლება მალე შევიდეს ძალაში.
ქვეყნების მეთაურებმა ისაუბრეს სუუამ-ის თანამიმდევრული ინსტიტუციონალური განმტკიცების და დარგობრივი თანამოქმედებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის თაობაზე. კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვისას პრეზიდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს 2002-2003 წლებისთვის სუუამ-ის პროგრამის მოქმედების მნიშვნელობა კონკრეტულ სფეროებში სისტემური და თანამიმდევრული თანამშრომლობის განვითარების უზრუნველყოფისათვის. სახელმწიფოთა მეთაურებმა მთავრობებს დარგობრივი თანამშრომლობის პროექტების და პროგრამების შესაბამისი საერთო ჯგუფების ფარგლებში მუშაობის აქტივიზაციისკენ მოუწოდეს, რომელმაც სუუამ-ის სახელმწიფოებს შორის თანამოქმედებას უნდა შეუწყოს ხელი.
კონკრეტულ სფეროებში თანამოქმედების განვითარების კონტექსტში სახელმწიფოთა მეთაურებმა სუუამ-ის ფარგლებში 2002-2005 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროტოკოლის ხელმოწერის ფაქტის და სუუამ-ის მონაწილე ქვეყნების საქმიანი საბჭოს შექმნის თაობაზე შეთანხმების შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნული იყო ასევე სუუამ-ის გაეროს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება. ამასთან დაკავშირებით დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ კი, საერთო ინიციატივების წამოყენების და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო სტრუქტურებთან თანამოქმედების დროს სუუამ-ის ძალისხმევის კოორდინაციის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილეს.
ყველა ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა კიევში არსებული სუუამ-ის საინფორმაციო ოფისის საკვანძო მნიშვნელობა თანამშრომლობის განვითარების და სუუამ-ის სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამოქმედების საქმეში.
სუუამ-ში საქართველოს თავჯდომარეობის დროს (2002 წლის 20 ივლისი – 2003 წლის 3 ივლისი) თბილისი რამდენჯერმე გახდა ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის შეხვედრების, მუშა ჯგუფებისა და სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომების ცენტრი.
ასე, მაგალითად, თბილისში 7-8 თებერვალს ჩატარდა სუუამ-ის სასაზღვრო უწყებათა ხელმძღვანელების მეორე შეხვედრა, 2003 წლის 8 მაისს – ტურიზმის, 27-28 მაისს კი, ტრანსპორტის სფეროში მომუშავე მუშა ჯგუფების სხდომები, რომელთა შედეგების მიხედვით, ხელმოწერილი იყო ოქმები, დაისახა თანამშრომლობის მიმართულებები, მიღწეულ იქნა შეთანხმებები ამერიკის მხარესთან სამომავლო ერთობლივი მოქმედებების და სუუამ-ის სახელშეკრულებო ბაზის განვითარების თაობაზე.
ამა წლის 24 მაისს თბილისში გაიმართა სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მესამე სხდომა, რომელშიც აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვეთის, უზბეკეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. სტუმრების სტატუსით სხდომას ესწრებოდნენ გაეროს, ეუთოს, ევროკომისიის, მსოფლიო ბანკის, მიგრაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იალტის სამიტის მომზადების საკითხებს (2003 წლის 3-4 ივლისი); აშშ-სუუამ-ის პროგრამის რეალიზაციას, რომელიც მიმართულია ვაჭრობისა და ტრანსპორტირების, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის სფეროში თანამშრომლობისკენ, ასევე ტერორიზმის, ორგანიზებულ დანაშაულებათა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ტერორიზმთან ბრძოლის ვირტუალური ცენტრის Aშექმნის, ვაჭრობის და ტრანსპორტირების სფეროებში თანამშრომლობის პროექტების შექნისკენ; აშშ-სუუამ-ის თანამშრომლობის განვითარებისკენ.
აშშ-სთან გაერთიანების საკითხების განხილვის მიზნით, სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ამერიკულმა დელეგაციამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპულ და ევროაზიურ საკითხებში თანაშემწის მოადგილის, ლინნ პასკოს მეთაურობით.
სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას წინ უძღოდა სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის შეხვედრა.
სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა აშშ-სუუამ-ის ერთობლივ კომუნიკეს და განცხადებას. ამ საბუთებში აღნიშნულია სუუამ-ის მომავალი სამიტის მნიშვნელობა გაერთიანების მომდევნო განვითარების, უცხოურ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო და რეგიუონალურ ორგანიზაციებთან და დაჯგუფებებთან მისი თანამშრომლობის და კავშირების განმტკიცებისთვის. დაისახა სამომავლო ნაბიჯები სუუამის მუშა ორგანოების აქტივიზაციის მიმართულებით, აღნიშნული იყო სუუამ-ისა და აშშ-ის დიალოგის მაღალი ეფექტიანობა.