საქართველოს საგარეო ვაჭრობის და სავალუტო მდგომარეობის პრობლემები
ლანა ებრალიძე
მსოფლიოში მიმდინარე რთული საფინანსო კატაკლიზმები, ერთი მხრივ, დოლარის გაუფასურება (რომელიც ექსპერტ მეცნიერთა აზრით, აშშ-ს დაცემული ბიზნეს-აქტივობის ამაღლებას და ევროპის ომში ჩაურევლობის გამო დასჯას და კომპენსაციას ისახავს მიზნად) და მეორე მხრივ, ევროს კურსის მატება საფრანგეთისა და გერმანიის ეკონომიკის რთული სიტუაციების მიუხედავად (მისმა მატებამ ევროპული ექსპორტი გააძვირა და საერთაშორისო ბაზარზე ევროპულ ფირმებს პრობლემები შეუქმნა), რეალუად აისახა არა მარტო გა.ნვითარებულ, არამედ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე და მათ შორის, საქართველოზე
საქართველოში მუდმივად არსებული საგარეო ვაჭრობის ბალანსის პირობებში ჩვენი კვლევის საგანი საქართველოში საგადამხდელო ბალანსის ფორმირების თავისებურება და სავალუტო მდგრადობის საიდუმლო გახდა.
არსებული სიტუაციის მიხედვით, 1995- 2002 წლებში და 2003 წლის 1 კვარტალში მთლიანად მიმდინარე ანგარიშის ბალანსის და მისი შემადგენელი ელემენტების დინამიკა შემდეგ სურათს გვაძლევს (იხ. სქემა #1, ცხრილი #1ა, 1ბ).
სქემის ანალიზიდან ჩანს, რომ ბოლო წლებში სამი თვისობრივად განსხვავებული ეტაპი ჩამოყალიბდა. პირველი ეტაპი 1996-1997 და 1998 წლის 1 ნახევარში, როგორც წარმატებული საგარეო ვაჭრობის წლებში, ჩამოყალიბდა. ძირითადი ელემენტები: ექსპორტის მნიშვნელოვანი მატება არა ჯართების ხარჯზე; მომსახურების ექსპორტი და უცხოეთიდან ვალუტის შემოდინება; სამეწარმეო იმპორტის ზრდა საგარეო ვალების დაბალი დონე – ვალუტის სიმყარე.
მეორე პერიოდი – 1998-ის მეორე ნახევარი და 2000 წლის დასაწყისი – საერთაშორისო და რუსეთის საფინანსო კრიზისები და საქართველოში საფინანსო სავალი კრიზისი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტენდენციების შემცირება და საგადასახადო შემოსავლების კლება დოლარულ განზომილებაში. მესამე პერიოდი – როცა მსოფლიოც და საქართველოც საფინანსო-ბიზნეს სტაგნაციის პერიოდში გადავიდნენ და მუდმივად დეფიციტური სავაჭრო ბალანსი გააჩნდათ, მაგრამ ეს დეფიციტი ბოლო ოთხი წელია მუდმივად 350 მილიონის ფარგლებში მერყეობს. 1997 წელს კი, რეკორდული საგარეო ბრუნვის მაჩვენებელი იყო.
ბუნებრივია, სარეკორდო საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვანი ზრდით და ამასთანავე სავაჭრო ბალანსის არნახული დეფიციტით ხასიათდებოდა. არც ერთი და არც მეორე რეკორდი დღემდე არ მოუხსნიათ. რამ განაპირობა ეკონომიკის ეს ბუმი და იყო თუ არა პოზიტივი ამ ციფრებში, მეცნიერებს ამ საკითხზე პასუხი არ გაუციათ. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს სავალუტო ფონდთან დაწყებული პროგრამების და ეკონომიკური რეფორმების შედეგია, მეორენი კორუფციის “არარსებობას” და მთავრობის “სწორ” პოლიტიკას აბრალებენ, ზოგი – საქართველოს ინტეგრირების გაღრმავებას საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ რეალობა იმაშია, რომ ეს არ იყო წარმოების განვითარებით გამოწვეული ზრდა.
პირველი, ეს იყო ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობდა ვაჭრობას. მეორე კი, უზომოდ მყარი ლარი, რომელიც იმპორტის ზრდას იწვევდა. ექსპორტ-იმპორტის დინამიკა 1995-1999 წწ.
პირველ პერიოდს ბიუჯეტის ხარჯების დაბალი დონე, საპენსიო-სახელფასო დავალიანებების არარსებობა (თუ რატომ, ეს ცალკე განსჯის საგანია) და სავალუტო-საერთაშორისო ორგანოებიდან არნახული დაკრედიტება (სავალუტო ფონდიდან 116-მილიონიანი გრანტი, 32-მილონიანი მუნიციპალური კრედიტი და 12-მილონიონიანი სხვა) ახასიათებდა, რომელიც ამყარებდა ლარს და იმპორტის ზრდას ხელს უწყობდა,.
მეორე პერიდის თავისებურება იმაში, რატომ გაუარესდა საგარასახადო გარემო ლარი შელახილი იყო რუსეთის კრიზისის გამო და არ ატარებდა იმპორტის სტიმულის ფუნქციას. არც უცხოური დახმარებები იყო ადრინდელი ოდენობით, ხოლო ეკონომიკის პოლიტიზირებამ პიკს მიაღწია და 1999 წლის ბიუჯეტი გაბერილი პარამეტრებით დაიგეგმა, რაც წინასწარ პროექტშივე მოიცავდა სახელფასო-საპენსიო ნაწილის დავალიანების გაზრდას, რადგან ფული 1999 წლის არჩევნებს მოხმარდა.
მესამე პერიოდი არის ვოლუნტარიზმის, დემაგოგიის და სტაგნაციის ხანა 2000 -დან 20003 წლამდე, მაგრამ რეალურად, საქართველოსთვის პირველი ხანა უფრო დამანგრეველი იყო, ვიდრე დანარჩენი სხვა, რადგან ანალიზმა ცხადყო, რომ საფუძველი დღევანდელ ფისკალურ სიტუაციას სწორედ მაშინ ჩაედო, როცა ვალად არებული დოლარებით ვენაში შოკოლადებს ვყიდულობდით და პენსიებს სესხით გავცემდით. ეს იყო ქიმერა და არა ეკონომიკური ბუმი.
ამას ადასტურებს საქარველოში მშპ-ის დინამიკა. და სავაჭრო ბრუნვის მუდმივი დონე მეორე მესამე პერიოდებში.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2002 წელს გაყიდულია 1 მილიარდ 383 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2003 წლის პირველ კვარტალში – 406 მოლიონი. ამავე პერიოდებში იმპორტმა შეადგინა, შესაბამისად, 736 და 193 მილიონი ხოლო თუ ვენდობით სტატისტიკის დეპარტამენტის ბიულეტენს, დაუკვირებადი ეკონომიკის წილი არის 50%. ამ ციფრების მიხედვით, გაცილებით მეტია.
მომუშავე რეზიდენტთა გამომუშავების წილად მოდის, ხოლო დებიტორულ ანგარიშებში – უმთავრესი ქონებიდან. ქართველების პირველი ტალღა რადენიმე წლის წინ წავიდა უცხოეთში, ამდენად, ისინი რეზიდენტებად არ ითვლებიან, ახალი ტალღა კი, არ მიდის. აქედან გამომდინარე, ამ მუხლით სავალუტო შემოსავლები სულ უფრო ნაკლები იქნება და პირიქით, უცხოელების მიერ აქედან გაზიდული მოგება იზრდება – ეს ეკონომიკას მნიშვნელოვან პრობლემად დაუბრუნდება (განსაკუთრებით, სავალუტო უსაფრთხოების ნაწილში, თუ მთავრობა არ შეცვლის თავის ეკონომიკურ პოლიტიკას და არ დაიცავს თავის მოქალაქეების ბიზნეს-ინტერესებს.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია არსებული სავალუტო ნაკადი, ძირითადი წყაროს და იმპორტის სტრუქტურა, რათა გავარკვიოთ, რა ელოდება საქართველოს ექსპორტ-იმპორტის კუთხით და როგორია ტენდეციები საგარეო ვალების ზრდისა და სავალუტო ფისკალური უსაფრთხოებისა.
საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლარის სიმყარე საზრდოობს ჩრდილოვანი ეკონომიკის ბრუნვით იმ ვალუტით, რომელიც დაუკვირვებელი სექტორიდან მოდის.
ლეგალურ სექტორში მოშლილია ექსპორტის სფერო, რომელიც სამი კომპონენტისაგან შედგება. მხოლოდ ჯართის ექსპორტი, საავიაციო ქარხნის შეკეთებული თვითმფრინავები და მინერალური წყლის, ბორჯომის ექსპორტის სტიმულირებისათვის ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება და მას მევალეები გადახდის უუნაროდ გამოაცხადებენ. ამ კუთხით, ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი ე.წ. ექსპორტის ხელშეწყობის და საინვესტიციო ასევე მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სააგენტოები სრული ფიქციაა და ნიმუში სახელმწიფო მმართველობის და ხელშეწყობის უუნარობისა. უფრო მეტიც, ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს-გარემოს განვითარებას და ვაჭრობას კი არ უწყობს ხელს, არამედ პარლამენტის ზოგიერთი ჩინოვნიკის ხელშეწყობით ე.წ. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის კონტროლზე დაყრდნობით ქმნის ისეთ სისტემას, როცა ვთქვათ, კომპიუტერების, სარეცხი მანქანების და სხვა ტექნიკის შემოტანაზე საჭიროა სპეციალური ნებრთვა, რომელსაც 45 დღეში მიიღებთ. ეს არაფერია, თუ არა ხელოვნურად შექმნილი ბიუროკრატია, რომლის უკან აშკარა ანგარებიანი მოსაზრებები იკვეთება.წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ არ ჯანსაღდება ეკონომიკური გარემო და ასე სკრუპულოზურად რატომ არ ზრუნავენ ბიზნეს-გარემოს განვითარებაზე, როგორც ზემოთ ნახსენები კანონის მიღებაზე. ზუსტად აქ და ახლა არის რადიკალური გადაწყვეტილებები მისაღები და ამ ქვეყანაში სავალუტო ნაკადების ევრმოზიდვისათვის ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. ეს, დღეს, ჩვენი აზრით, ეკონომიკური უსაფრთხოების ქვაკუთხედია.
მნიშვნელოვანია შრომითი მიგრაციის სახელმწიფო პროგრამის შექმნა, რადგან როგორც ანალიზმა ცხადყო, ის საგადასახდელო ბალანსის მნიშვნელოვანი კომპონენტი ყოფილა და დღეს სრულ კრიზისშია.
ოპტიმალური საგასახდელო გარემო (არა უბრალოდ ლიბერალური) და ექსპორტის ფისკალური სავალუტო სტიმულირების სტრატეგიის ჩამოყალიბება, აი, გამოსასვლელი კრიზისადან გზა.
გრანტებისა და საგარეო დახმარებების სამეწარმეო სფეროში გადატანა.
ბიუჯეტში 2004 წლის პროექტში წარმოების და სოფლის მეურნეობის წახალისების და მხარდაჭერის (არა პირდაპირი სუბსიდირების) გაზრდა. ჩვენი აზრით, ამ მიმართულებით ქმედება გადაარჩენს საგადასახდელო ბალანსს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ჩვენს ვალუტას კოლაფსისგან.