ბოსფორის ქვეშ გამავალი ევრაზიის გვირაბი იხსნება
აზიისა და ევროპის კონტინეტების ზღვის ფსკერის ქვეშ საავტომობილო გზით დამაკავშირებელი ევრაზიის გვირაბი იხსნება.
გვირაბის გახსნით სტამბოლის ორ სანაპიროს შორის მანძილის გავლა 15 წუთში გახდება შესაძლებელი და ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის პრობლემას ძირეულად მოაგვარებს.
ევრაზიის გვირაბის 5,4 კილომეტრიანი მონაკვეთი ბოსფორის ქვეშ სპეციალური ტექნოლოგიით აგებული ორ სართულიანი გვირაბის და განსხვავებული მეთოდებით აგებული დაკავშირებული გვირაბებისგან შედგება.
ევროპისა და აზიის სანაპიროებზე მთლიანობაში 9.2 კილომეტრის მონაკვეთზე გზების გაფართოებისა და შეკეთების სამუშაოები დასრულდა. გვირაბს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო პროექტია, 24 საათის მანძილზე უსაფრთხო და უწყვეტი საგზაო მოძრაობისათვის შექმნილი სისტემა გააჩნია. გვირაბში მაქსიმალური სიჩქარე 70 კილომეტრი იქნება.
პროექტის დიზაინი ააქციო საზოგადოებას ATAŞ-ს ეკუთცვნის, მანვე შეასრულა სამშენებლო სამუშაოები და ის ფლობს 24 წლიან მართვის უფლებას. ვადის ამოწურვის შემდეგ გვირაბი სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.
გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, მთავრობის მეთაური, თურქეთს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან.