სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში (2018 წლის მაისი)

2018 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8,4 პროცენტით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ფასები 1,0 პროცენტით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0,77 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების
პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (0,9 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (2,5 პროცენტი), ასევე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (3,8 პროცენტი).

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები შემცირდა 1,3 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის მაჩვენებელზე -0,18 პროცენტული პუნქტით აისახა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ
შემდეგ პროდუქტებზე:
• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7,1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5,84 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (20,4 პროცენტი), ასევე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (6,3 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 15,2 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2,06 პროცენტული პუნქტით აისახა.

123

23


წყარო: geostat.ge