კასპიური მოქცევა რუსეთის წინააღმდეგ
მოამზადა სოფიკო სიჭინავამ
ვიდრე რუსეთი ნავთობის ექსპორტის ზრდით არის დაკავებული, შუა აზიის რესპუბლიკები ნავთობპროდუქტების წარმოებას დაჩქარებული ტემპებით ავითარებენ და საკუთარი თავის წინაშე ასეთ ამოცანას სვამენ – რუსულ და ევროპულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრონ. ეს მიზნები გრძელვადიანია, რუსეთის მეზობლები სამხრეთით უკვე შეუდგნენ ამ გეგმის განხორცილებას. ვიდრე რუსეთის მენავთობეები ნედლეულის ექსპორტის ზრდის გამო ეიფორიაში არიან, მათი შუა აზიელი კოლეგები ფსონს გატანილი პროდუქციის ხარისხზე აკეთებენ.
მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ნავთობპროდუქტების ბაზრის განვითარება შეუმჩნეველი დატოვა. შუა აზიის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები გადამამუშავებლი წარმოების ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას ატარებენ იმისთვის, რომ საბაზრო პოზიციები გაიუმჯობესონ.
ოქტომბრის თვეში უზბეკეთში ფერღანის ქარხნის გაუმჯობესება დაიწყო, რომელიც ნავთობპროდუქტების წარმოების და ხარისხის სამჯერ გაზრდის საშუალებას იძლევა. ტაშკენტს იმედი აქვს, რომ ამ გზით, იგი 2004 წლისთვის ნავთობპროდუქტების ექსპორტის მილიონ ტონამდე გაზრდას შეძლებს, პირველ რიგში, “თეთრი საწვავის” სახეობის ხარჯზე. ქარხნების მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია თურქმენეთსა და ყაზახეთში მიმდინარეობს, ემზადება აზერბაიჯანიც.
მოდერნიზაციის წყალობით, ყველა განახლებად საწარმოს მთლიანობაში საშუალება მიეცემა გადამუშავების სიღრმე 50%-დან 85%-მდე გაზარდოს. ეს მაჩვენებლები რამდენადმე დაბალია, ვიდრე დასავლეთის ქარხანათა უმრავლესობისა, მაგრამ ბევრად მეტი, ვიდრე რუსეთის საწარმოების. აქედან, შეიძლება ასეთი დასკვნა გაკეთდეს – აზიური ქვეყნები ნავთობპროდუქტების ბაზრის ყველაზე პერსპექტიული სეგმენტების ხელში ჩასაგადებად რუსეთთან ომში ჩაებნენ. ეს ქვეყნები, ჯერჯერობით, არც ისეთი მნიშვნელოვანი მოცულობის ნავთობპროდუქტების ექპორტს ეწევიან, მაგრამ ყველა მათგანი ყაზახეთის გამოკლებით, ექსპორტის გაზრდას უახლეს მომავალში გეგმავს.
“თურქმენეფტგაზის” წარმომადგენელი აცხადებს: “ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტული მიზანია გავმაგრდეთ შიდა ბაზარზე, როგორც ნავთობისა და გაზის ძვირფასი პროდუქტების გადამამუშავებლები. მაშინ შევძლებთ, თავი გავართვათ სტრატეგიულ ამოცანას: მოვახდინოთ რამდენიმე ათეული ტონა პროდუქციის ექსოპრტირება, ბენზინიდან დაწყებული პოლიპროპილენით დამთავრებული. კასპიის ქვეყნებიდან საექსპორტო სტრატეგიის თვალსაზრისით, თურქმენეთი ყველაზე მეტად წავიდა წინ. თუკი გასულ წელს გადამუშავებული ნავთობის ექსპორტის მოცულობა 10%-ს უდრიდა, ამ წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 20%-მდე გაიზარდა. ნავთობის მუშტრები ევროპის, სამხრეთი ამერიკის, აღმოსავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტრეიდერები არიან.
ამასთან ერთად, “შავი” ნავთოპროდუქტების წარმოება და ექსპორტი (ისეთი, როგორიცაა მაზუთი) თურქმენეთში, საშუალოდ, წელიწადში 30%-ით იკლებს, ხოლო დიზელის საწვავისა და ბენზინის დაახლოებით ასეთივე ტემპებით მატულობს. გასული წლიდან თურქმენული მაღალი ოქტანობის ბენზინი რუსეთის ბაზარზეც შევიდა. თურქმენეთში გერმანულმა ფირმამ, Tecknip დიზელის საწვავის ჰიდროგამწმენდის მოწყობილობის მშენებლობა დაიწყო, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საწვავში გოგირდის შემცველობის 150-ჯერ შემცირება. Tecknip-ის პროექტი ითვალისწინებს ქარხნის რეკონსტრუქციაში მეორე ეტაპის დაწყებას, რომლის მიზანია გადამუშავების სიმძლავრის 6 მლნ-დან 10 მლნ ტონამდე გაზრდა, შემდეგ კი, ევროკავშირის სტანტარტების “თეთრი” ნავთობპროდუქტების წარმოება.
“თურქმენეფტგაზის” წარმომადგენელი აცხადებს: “რასაკვირველია, ვერ შევძლებთ რუსეთს თხევადი ნახშირწყალბადის ექსპორტის მოცულობაში გავეჯიბროთ, მაგრამ ბაზრის პერსპექტივის გათვალისწინებით, ჩვენს საექსპორტო პოტენციალს ვავითარებთ და საბაზრო სტარატეგიას მხოლოდ არსებული სიმძლავრეებიდან გამომდინარე არ ვგეგმავთ.
თურქმენეთის მაგალითი იმის საილუსტრაციოდ გამოდგება, დავინახოთ, განვითარების რა გზას ადგანან ნავთობგადამუშავების სფეროში დსთ-ს წევრი აღმოსავლეთის ქვეყნები.
თურქმენეთის გრძელვადიანი საექსპორტო სტრატეგია იმაზეა დამყარებული, რომ გადასამუშავებელი ნავთობის მოცულობა გაზარდოს. 2003 წელს იგი 2002 წელთან შედარებით 500%-მდე უნდა გაზრდილიყო და 32 მლნ ტონა შეედგინა. ნავთობი მუშავდება ორ მოდერნიზებულ ქარხანაში.
მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდამ ყოფილი საბჭოთა კავშირის
ქვეყნებში ნავთობპროდუქტების ბაზრის განვითარება შეუმჩნეველი დატოვა. შუა აზიის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები გადამამუშავებლი წარმოების ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას ატარებენ იმისთვის, რომ საბაზრო პოზიციები გაიუმჯობესონ.
ოქტომბრის თვეში უზბეკეთში ფერღანის ქარხნის გაუმჯობესება დაიწყო, რომელიც ნავთობპროდუქტების წარმოების და ხარისხის სამჯერ გაზრდის საშუალებას იძლევა. ტაშკენტს იმედი აქვს, რომ ამ გზით, იგი 2004 წლისთვის ნავთობპროდუქტების ექსპორტის მილიონ ტონამდე გაზრდას შეძლებს, პირველ რიგში, “თეთრი საწვავის” სახეობის ხარჯზე. ქარხნების მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია თურქმენეთსა და ყაზახეთში მიმდინარეობს, ემზადება აზერბაიჯანიც.
მოდერნიზაციის წყალობით, ყველა განახლებად საწარმოს მთლიანობაში საშუალება მიეცემა გადამუშავების სიღრმე 50%-დან 85%-მდე გაზარდოს. ეს მაჩვენებლები რამდენადმე დაბალია, ვიდრე დასავლეთის ქარხანათა უმრავლესობისა, მაგრამ ბევრად მეტი, ვიდრე რუსეთის საწარმოების. აქედან, შეიძლება ასეთი დასკვნა გაკეთდეს – აზიური ქვეყნები ნავთობპროდუქტების ბაზრის ყველაზე პერსპექტიული სეგმენტების ხელში ჩასაგადებად რუსეთთან ომში ჩაებნენ. ეს ქვეყნები, ჯერჯერობით, არც ისეთი მნიშვნელოვანი მოცულობის ნავთობპროდუქტების ექპორტს ეწევიან, მაგრამ ყველა მათგანი ყაზახეთის გამოკლებით, ექსპორტის გაზრდას უახლეს მომავალში გეგმავს.
“თურქმენეფტგაზის” წარმომადგენელი აცხადებს: “ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტული მიზანია გავმაგრდეთ შიდა ბაზარზე, როგორც ნავთობისა და გაზის ძვირფასი პროდუქტების გადამამუშავებლები. მაშინ შევძლებთ, თავი გავართვათ სტრატეგიულ ამოცანას: მოვახდინოთ რამდენიმე ათეული ტონა პროდუქციის ექსოპრტირება, ბენზინიდან დაწყებული პოლიპროპილენით დამთავრებული. კასპიის ქვეყნებიდან საექსპორტო სტრატეგიის თვალსაზრისით, თურქმენეთი ყველაზე მეტად წავიდა წინ. თუკი გასულ წელს გადამუშავებული ნავთობის ექსპორტის მოცულობა 10%-ს უდრიდა, ამ წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 20%-მდე გაიზარდა. ნავთობის მუშტრები ევროპის, სამხრეთი ამერიკის, აღმოსავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტრეიდერები არიან.
ამასთან ერთად, “შავი” ნავთოპროდუქტების წარმოება და ექსპორტი (ისეთი, როგორიცაა მაზუთი) თურქმენეთში, საშუალოდ, წელიწადში 30%-ით იკლებს, ხოლო დიზელის საწვავისა და ბენზინის დაახლოებით ასეთივე ტემპებით მატულობს. გასული წლიდან თურქმენული მაღალი ოქტანობის ბენზინი რუსეთის ბაზარზეც შევიდა. თურქმენეთში გერმანულმა ფირმამ, თეცკნიპ დიზელის საწვავის ჰიდროგამწმენდის მოწყობილობის მშენებლობა დაიწყო, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საწვავში გოგირდის შემცველობის 150-ჯერ შემცირება. თეცკნიპ-ის პროექტი ითვალისწინებს ქარხნის რეკონსტრუქციაში მეორე ეტაპის დაწყებას, რომლის მიზანია გადამუშავების სიმძლავრის 6 მლნ-დან 10 მლნ ტონამდე გაზრდა, შემდეგ კი, ევროკავშირის სტანტარტების “თეთრი” ნავთობპროდუქტების წარმოება.
“თურქმენეფტგაზის” წარმომადგენელი აცხადებს: “რასაკვირველია, ვერ შევძლებთ რუსეთს თხევადი ნახშირწყალბადის ექსპორტის მოცულობაში გავეჯიბროთ, მაგრამ ბაზრის პერსპექტივის გათვალისწინებით, ჩვენს საექსპორტო პოტენციალს ვავითარებთ და საბაზრო სტარატეგიას მხოლოდ არსებული სიმძლავრეებიდან გამომდინარე არ ვგეგმავთ.
თურქმენეთის მაგალითი იმის საილუსტრაციოდ გამოდგება, დავინახოთ, განვითარების რა გზას ადგანან ნავთობგადამუშავების სფეროში დსთ-ს წევრი აღმოსავლეთის ქვეყნები.
თურქმენეთის გრძელვადიანი საექსპორტო სტრატეგია იმაზეა დამყარებული, რომ გადასამუშავებელი ნავთობის მოცულობა გაზარდოს. 2003 წელს იგი 2002 წელთან შედარებით 500%-მდე უნდა გაზრდილიყო და 32 მლნ ტონა შეედგინა. ნავთობი მუშავდება ორ მოდერნიზებულ ქარხანაში.
რაც შეეხება ყაზახეთს, მას ორი ამოცანა აქვს: რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტა და საკუთარი ექსპორტის გაზრდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან აქ მოხდა შიმკენტის ქარხნის რეკონსტრუირება, რომელიც ყაზახეთის ნავთობის ახლანდელი ექსპორტის მთავარი ბაზაა. ნავთოპროდუქტების ახალი მოცულობის მოწოდების ბაზად უნდა იქცეს ატირაუ – მცირე ქარხანა, სადაც 2002 წლიდან დაწყებულია სრული მოდერნიზაცია წარმოების შეუწყვეტლად. ქარხანა ქვეყნის სამხრეთით, ნავთობმარაგებთან ახლოს მდებარეობს.
რეკონსტრუქციის შედეგად, გადამუშავების სიღრმე 50%-დან, 82%-მდე გაიზრდება, მაღალი ოქტანობის ბენზინის წარმოება – 640%-მდე. ბენზინსა და დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობა 0,2-დან 0,05%-მდე შემცირდება.
მაღალხარისხიანი პროდუქციის გამოშვება ქარხანაში გადამუშავების დონის გაზრდას გაადვილებს, წელიწადში 2 მლნ-დან 4,6 მლნ ტონამდე. ქარხნის მოდერნიზაციის სამუშაოებს იაპონელები აწარმოებენ (ღირებულებით, 600 მლნ დოლარამდე). მოდერნიზაცია საბოლოოდ 2006 წელს უნდა დასრულდეს, რომლის შემდეგაც ასტანა ევროპასა და რუსეთში ნავთოპროდუქტების ექპორტს გეგმავს.
რაც შეეხება აზრებაიჯანსა და უზბეკეთს, ყაზახეთისა და თურმქნეთისგან განსხვავებით, ქარხნების მოდერნიზაციას შინაგანი ფინანსური რესურსებით აპირებს. აზერბაიჯანი თავის ყველაზე თანამედროვე ორ ქარხანას ავითარებს. უზბეკეთისთვის კი ახლა მთავარია გააფართოვოს ტექნოლოგიური შესაძლებლობები რაც შეიძლება მეტი სახეობის ნავთობის გადასამუშავებლად. გადამუშავების სიღრმე მან 1990-იან წლებში გააუმჯობესა. ერთ-ერთმა მსხვილმა ინვესტორმა, რომმელიც ყაზახეთის ქარხნის მოდერნიზაციაზე მუშაობს, განაცხადა: “კასპიის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მოდერნიზაციას ძალიან პერსპექტიულად მივიჩნევთ. მაგალითად, ჩვენი ინტერესის ობიექტია აზერბაიჯანი. კასპიის ქვეყნებს საკმაოდ ბევრი ნავთობი აქვთ, მათი ქარხნები უმეტეს შემთხვევაში მდებარეობს ნედლეულის წყაროებთან ახლოს და მომხმარებლებისგან არც ისე შორს: ევროპა, დსთ, ირანი. ყველა ეს ფაქტორი კასპიური ნახშირწყალბადის კარგ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს და ნაციონალური მთავრობების მიერ მათი მოპოვების პროექტების გვერდით, გადამუშავების შემდეგი განვითარების სტიმულირებას ახდენს.
შუა აზიის ქვეყნები უშუალო კავშირს ადგენენ ნახშიწყალბადის ახალი მარაგების ათვისების პროექტებსა და პროდუქციის გადამუშავების ზრდას შორის. გრძელვადიან პერსპექტივაში თურქმენეთის ქარხნისთვის მოწოდების მთავარი წყარო ნედლეული გახდება, რომელიც კასპიის ზღვის თურქმენული შელფის წიაღში მოიპოვება. აქ უკვე მუშაობენ კომპანია Dragon Oil და მალააზიური Maersk Oil, მუშაობის დაწყებას გეგმავენ “იტერა”, “ზარუბეჟნეფტი” და “გაზპრომი”.
მსგავსი მიდგომები აქვს ყაზახეთსაც. ყაზახეთის ნავთობგაზის ნაციონალური კომპანიის “კაზმუნაიგაზის” ატირაუს ოფისის წარმომადგენელი აცხადებს:
“ყაზახეთის შელფის ათვისების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა დაამტკიცა, გადამუშავების პროცესის განვითარების ერთ-ერთ მიმართულებად ნავთობქიმიურ წარმოებასაც ასახელებს. გადასამუშავებელი პროდუქტების ხარჯზე ნახშირწყალბადის ექსპორტის სტრუქტურის გაუმჯობესება ეს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი ამოცანაა. 2015 წლის შემდეგ, წელიწადში დაახლოებით, 200 მლნ ტონა ნავთობს მოვიპოვებთ და მათგან უმეტესი წილი გადამუშავებული და ექსპორტირებული იქნება”.
სხვათა შორის, უზბეკეთის პრეზიდენტმა, ისლამ კარიმოვმა სპეციალური ბრძანებაც კი გამოსცა, რომლითაც სანავთობო პროექტების მონაწილეებს მოპოვებული თხევადი ნახშირწყალბადი მთლიანად გადამუშავება ან მისი დიდი წილის და ნავთობპროდუქტების ექსპორტირების განხორციელება დაავალა.
შუა აზიის სახელმწიფოები იმედოვნებენ, რომ ნავთობი საკმარისი იქნება, როგორც საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ისე საექსპორტოდ, ხოლო რაც შეეხება რუსეთს, ის შემდეგი ათწლეულის განმავლობაში ნავთობპროდუქტების გასაღების უმსხვილესი ბაზარი გახდება.