რეგიონის მდგრადი განვითარების მაჩვენებლებისა და მონიტორინგის სისტემა
ზურაბ ნასარაია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი
აბსტრაქტი
სტატიაში განხილულია ქართველი და უცხოელი მკვლევარების ნაშრომებში წარმოჩენილ თეორიულ და მეთოდოლოგიურ ბაზაზე დაფუძნებული ავტორისეული კვლევის შედეგები და დასკვნები რეგიონის მდგრადი განვითარების მაჩვენებლების სისტემისა და რეგიონის სოციალურ-ეკნომიკური მაჩვენებელთა მონიტორინგის შესახებ.
საკვანძო სიტყვები: რეგიონის მდგრადი განვითარება, მაჩვენებელთა სისტემა, მონიტორინგი.
Zurab Nasaraia
Doctoral student of Georgian Technical University
Indicators of Sustainable Development of the Region and Monitoring System
Abstract
The article discusses the results of the author’s research based on the theoretical and methodological basis presented in the works of Georgian and foreign researchers and the conclusions about the system of sustainable development indicators of the region and monitoring of socio-economic indicators of the region.
Keywords: Sustainable development of the region, a system of indicators, monitoring.
ლიტერატურის მიმოხილვა
ქართველი ეკონომისტების ნამუშევრებიდან რეგიონების მდგრადი განვითარების მართვის საკითხების სამეცნიერო შესწავლას ეძღვნება აბრალავა ა., ბარათაშვილი ე., მალაშხია გ., ყუფუნია გ., ციმინტია კ., ჭითანავა ნ., ჯულაყიძე გ., და სხვათა ნაშრომები, რომლებშიც შესწავლილია გლობალიზაციის კონტექსტში ეროვნული ეკონომიკიების განვითარების ტენდენციების, ნიმუშებისა და მახასიათებლების გამოვლენა. რეგიონული განვითარების თეორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცნობილმა უცხოელმა მეცნიერებმა – რეგიონალისტებმა: ა. გრანბერგმა, ვ. აიზარდუმ, ჯ.რ. ბუდვილმა, ა. მიურდალმა, მ. პორტერმა, ჰ. რიჩარდსონმა და სხვა, რომლებმაც შეიმუშავეს რეგიონებში ინოვაციური ტიპის თეორიულ-მათემატიკური საფუძვლების მქონე ეკონომიკის ჩამოყალიბების თავისებურებები.
რეგიონული განვითარების ინსტიტუტების ფუნქციონირების თეორიისა და პრაქტიკის საკითხები ასახულია უცხოელი ინსტიტუციონალისტებისა და ნეოინსტიტუციონალისტების ნაშრომებში და ეს არიან: თ. ვებლენი, ჯ. კომმონსი, დ. ნორტი, ფ. რაინთი, რ. კოუზა, ო.ი. უილიამსონი, ფ. პერრუ, მ. ვებერი, ტ. პარსონსი, გ.კლაინერი და სხვები.
მეზოდონეზე ეკონომიკის განვითარებისადმი სინეგერული მიდგომის მეთოდოლოგია შეიმუშავა აკადემიკოსმა ა. გრანბერგმა, რომელმაც გამოიკვლიაა სივრცითი და რეგიონული ეკონომიკის, რეგიონის განვითარების სახელმწიფო რეგულირებისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის სფეროები. მდგრადი რეგიონული განვითარების თეორიის ჩამოყალივევში დიდი წვლილი შეაქვთ ფრანგ, იტალიელ, შვედ, ნორვეგიელ, ამერიკელ და ინგლისელ მეცნიერებს, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების ჯგუფებს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა ნამუშევრები ეძღვნებოდა და ეძღვნება გლობალიზაციის, რეგიონული ინტეგრაციის, რეგიონული განვითარების სახელმწიფო რეგულირების პრობლემებს. მეცნიერებმა აქტიურად ამუშავებენ წინადადებებს საკუთარი ქვეყნის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ტრანსფორმირებისათვის, ეკონომიკის ინოვაციური განვითარების კონტექსტში. ჩვენ შევისწავლეთ ავსტრიელი, სერბი, ფრანგი, პოლონელი, ამერიკელი, გერმანელი და სხვა მეცნიერ-მკვლევარებისა და პრაქტიკოსების კვლევის შედეგები რეგიონული სისტემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და ინსტიტუციური ცვლილებების მონიტორინგის მეზოეკონომკური პროცესების მოდელირების სფეროში.
გარდა ამისა, საკითხზე სრული და ღრმა წარმოდგენის და საკუთარი დამოკიდებულების შესაქმნელად, შევისწავლეთ სისტემური მეთოდოლოგიები, მათ შორის მსხვილი ქალაქების და რეგიონების განვითარების სისტემური ანალიზის ინსტრუმენტები; პროცესების და სივრცითი განვითრების მოვლენების სისტემური კვლევები, კერძოდ, ფ. ბროდელი და ბ. ვალერსტაინის კვლევები.
მაგრამ რეგიონის მდგრადი განვითრების მართვის მექანიზმების სრულყოფის პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გლობალიზაციისა და ინოვაციურ ეკონომიკაში, ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი. ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებული თეორიული ნაშრომები სრულად ვერ ასახავს გლობალური არასტაბილურობის პირობებში ინოვაციური ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას. პრაქტიკულად, აღნიშნულ ასპექტში რეგიონული ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები არ განიხილება, როგორც მართვის სუბიექტებში. დაუმუშავებელი რჩება რეგიონების მდგრადი განვითრების პროცესების ინსტიტუციური უზრუნველყოფის თეორიულ-მათემატიკური საფუძვლები. ამგვარად, მდგრადი განვითრების წარმატებული ორგანიზაციულ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიუხედავად, ამჟამად შემუშავებული არ არის სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებში წარმოდგენილი, რეგიონის მდგრადი განვითარების მართვის ერთიანი კომპლექსური თეორია, რომელიც ითვალისწინებს მის მექანიზმებსაც.
1. რეგიონის მდგრადი განვითარების ინდიკატორები
რეგიონის მდგრადი განვითარების ინდიკატორების სისტემაში იგულისხმება ინდიკატორთა ერთობლიობა, რომელიც რეგიონის ინსტიტუციური, სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკურ მახასიათებელთა ცვლილების ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ქართველი და უცხოელი მეცნიერების კვლევებმა გვიჩვენა, რომ რეგიონის მდგრადი განვითარების ინდიკატორთა სისტემა შექმნილია შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:
- სტრატეგიული და ტაქტიკური განვითარების მიზნების განსაზღვრა;
- რეგიონის განვითარების ოპერატიული მენეჯმენტი;
- რეგიონის პოზიციის (მდგომარეობის) შეფასება ქვეყანასა და მსოფლიოში;
- რეგიონის მდგრადი განვითარების მართვაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.
უნდა აღინიშნოს სამიზნე აუდიტორიის მრავალფეროვნებაც, ესენია: მდგრადი განვითარების ინდიკატორების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიმღებნი, კერძოდ:
- ცენტრალური და რეგიონული დონის ხელმძღვანელობა, რომელსაც უნდა ჰქონდეს წარმოდგენა რეგიონის მდგრადი განვითარების პოტენციალის შესახებ;
- რეგიონების მდგრადი განვითარების სტრატეგიების შემუშავების მონაწილეები;
- რეგიონების უწყებათაშორისი კომისიების, ანტიკრიზისული შტაბების წევრები;
- საზოგადოება;
- მსოფლიო საზოგადოება.
რეგიონში მდგრადი განვითარების ინდიკატორების სისტემის შექმნის პრობლემის შესახებ ლიტერატურის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ინდიკატორების სისტემატიზაციის მიღწევა, ვინაიდან გამოყენებული ინდიკატორების კომპლექტი უნდა აკმაყოფილებდეს:
- სამი სხვადასხვა ტიპის სისტემაში (ადამიანი, ეკონომიკა, ბუნება) მიმდინარე პროცესების დახასიათებას გაზომილს სხვადასხვა სივრცითი და დროითი მასშტაბებით;
- სოციალურ-ეკონომიკური სისტემების დინამიკის ასახვას;
- სოციალურ-ეკონომიკური სისტემების ფუნქციონირების შედეგებზე დამოკიდებულების გამოვლენას მათი მდგომარეობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე;
- ნებისმიერ დონეზე (ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური) გამოყენების შესაძლებლობას.
სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის ფარგლებში ჩვენს მიერ საქართველოს რეგიონებში (ქვემო ქართლი, გურია) ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რეგიონის მდგრადი განვითარების ინდიკატორთა გამოყენებულ სისტემებში მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი შემუშავების, ინფორმაციულობისა და შემდგომი გამოყენების საფუძველს წარმოადგენს:
- სახელმწიფო სტატისტიკური მონაცემები;
- უწყებრივი სტატისტიკური მონაცემები;
- რეგიონის მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია;
- ინფორმაცია, რომლებიც შეიცავს მონაცემებს და სამეცნიერო პუბლიკაციებს მდგრადი განვითარების შესახებ.
უცხოური და ქართული გამოცდილების ანალიზის შედეგად რეგიონის განვითარების მდგრადობის თვალსაზრისით განისაზღვრა მოთხოვნები ინდკატორების მიმართ:
- რაოდენობრივი გამოხატვის შესაძლებლობა;
- ეროვნული სტატისტიკის მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა;
- დაბალი ხარჯები ინფორმაციის შეგროვებისა და გაანგარიშების დროს;
- რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის მდგომარეობის დროში შეფასების შესაძლებლობა;
- სახელმწიფო და მუნიციპალურ ადმინისტრაციულ სისტემასთან შესაბამისობა;
- სხვა ქვეყნებთან და რეგიონებთან თანაფარდობის და შედარების შესაძლებლობა.
ასევე სასურველია, რომ ინდიკატორების ეს სისტემა მოერგოს საერთაშორისო სტანდარტის ISO/TК268 „თემების მდგრადი განვითარება“ მოთხოვნებს. ამავე დროს, ავტორთა აზრით სასურველია, რომ ინდიკატორების ერთობლიობამ უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარების მდგრადობის შეფასება ორი თვალსაზრისით:
- უზრუნველყოს დასახული დონის ეკონომიკური განვითრების შედეგების მდგრადობის მხარდაჭერა და შენარჩუნება (სტაბილიზაციური მდგრადობა);
- უზრუნველყოს ეკონომიკის დამატებითი ზრდის მაჩვენებლების სტაბილურობის შენარჩუნება (დინამიური სტაბილურობა).
რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეფექტურობის შეფასებისას, მდგრადი განვითარების ფაქტორთან ერთად, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას საქართველოს ეკონომიკური სივრცის ჰეტეროგენურობის ფაქტორი. ამრიგად, საჭიროა ინდიკატორების სისტემა, მათი გამოყენების მკაფიოდ განსაზღვრული სფეროებით და ურთიერთკავშირების მახასიათებლებით.
2. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური სისტემის მოვნიტორინგი
ჩვენი აზრით, რეგიონის მდგრადი განვითარების მენეჯმენტის შეფასების ინდიკატორები ეკონომიკაში, სოციალურ და გარემოს დაცვით სფეროში ახალი პრობლემების წარმოქმნის და ახალი ტენდენციების გამოვლენის შემთხვევაში მათი კორექტირების საშუალებას უნდა იძლეოდეს; გარდა ამისა, მათი მეშვეობით უნდა ხდებოდეს რეგიონის მდგრადი განვითარების მონიტორინგი, რომლის ქვეშ იგულისხმება რეგიონული მენეჯმენტის სუბიექტების საქმიანობა და რეგიონის მდგრადი განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში პროგრესის და შედეგების ყოვლისმომცველი შეფასება. ფუნქციური ანალიზის თვალსაზრისით, მონიტორინგი წარმოადგენს მმართველობითი საქმიანობის ტიპს, რომელიც ხორციელდება რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის სტაბილურობის გაზრდის მიზნით, დაკვირვების, კონტროლის, ანალიზის, აღრიცხვის, დიაგნოსტიკის, შეფასების და პროგნოზირების მეთოდების გამოყენებით. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგი უზრუნველყოფს არა მხოლოდ რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური სისტემისა და მისი ცალკეული ქვესისტემების ფუნქციონირების შედეგების აღრიცხვას, არამედ ასევე ქმნის საფუძველს რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისათვის და საშუალებას იძლევა, ჩატარდეს კომპლექსური შედარებითი ანალიზი ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მდგრადობის შესახებ.
მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენს რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური სისტემა. რეგიონის მდგრადი განვითარების მონიტორინგი ითვალისწინებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის შეფასებას და ეკონომიკური სუბიექტების ფუნქციონირების პირობების შეფასებას. აღნიშნული ამოცანები გვარდება რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ქვესისტემებისთვის გათვლილი ინდიკატორების სისტემის და მონიტორინგის ინდიკატორების გამოყენების საფუძველზე.
რეგიონის მდგრადი განვითარების მენეჯმენტის მონიტორინგის დროს ხდება შემდეგი ამოცანების გადაჭრა:
- ხდება მეთვალყურეობის ორგანიზება;
- ხორციელდება შეგროვებული ინფორმაციის სისტემური ანალიზი;
- განისაზღვრება ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობის ხასიათს;
- დგინდება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უარყოფითი და პოზიტიური ტენდენციები და მუშავდება პროგნოზები;
- ხდება რეკომენდაციების შემუშავება და დასაბუთება;
- სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დადგენილი წესით მიეწოდებათ მონიტორინგის ჩატარების მონაცემები; ფართო საზოგადოებას, ბიზნესსა და სამეცნიერო წრეების წარმოადგენლებს მიეწოდებათ მონიტორინგის შედეგები.
ჩვენ გამოვყოფთ რეგიონის მდგრადი განვითარების მონიტორინგის ორგანიზების ეტაპებს, რომლებიც ნაჩვენებია ცხრილში 1.
დასკვნა
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვაქვს წინადადება ინდიკატორების სისტემის გამოყენების შესახებ რეგიონის განვითარების მდგრადობის შესაფასებლად, რომლის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივნისის ბრძანებით გათვალისწინებული ინდიკატორების კომპლექტი. მოცემულ ბრძანებაში მოცემულია „საქართველოს ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო სისტემაში და სოციალური სფეროს რეალურ სექტორში მონიტორინგის პროცესში გამოყენებული ინდიკატორების სრული კომპლექტი“. ამ განკარგულების თანახმად, მონაცემები გადაეცემათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშგებო თვის შემდეგ, თვის 30 რიცხვამდე. ამავდროულად, საქართველოს შემადგენელი რეგიონების ეკონომიკაში, ფინანსურ, საბანკო და სოციალურ სფეროებში არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებაში ასევე მოცემულია საქართველოს რეგიონების აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებების ანალიზი. ინფორმაციის შეგროვება და გადამუშავება ხორციელდება ერთი ვერტიკალურად ინტეგრირებული სახელმწიფო ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინდიკატორული სისტემის უპირატესობებს და პრინციპულ განსხვავებებს წარმოადგენს:
- რეგიონის მდგრადი განვითარების მონიტორინგში ეფექტურობა და ეკონომიურობა;
- გამოყენებული მონაცემების საიმედოობა;
- მონაცემთა წარდგენის ოპერატიულობა;
- ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა;
- მონაცემთა შეგროვებისა და ინფორმაციის დამუშავების მექანიზმის ცენტრალურ და რეგიონული მმართველობის არსებულ სისტემაში ჩართულობა.
ამრიგად ვთვლით, რომ საჭირო არ არის მონიტორინგის სპეციალური სისტემის შექმნა, საკმარისია არსებული სისტემის მოდიფიცირება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფიციალური საიტი/ http://www.entwicklung.at/en/ (მიმართვის ვადა: 17.05.2018).
- სერბეთის რესპუბლიკის რეგიონული გავითარების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური საიტი/ http://narr.gov.rs/index.php/narr_en (მიმართვის ვადა: 28.09.2018).
- რეგიონული განვითარების ოფიციალური საიტი ჟეშუვი/ http://www.rarr.rzeszow.pl/en (მიმართვის ვადა: 18.03.2015).
- რეგიონული განვითარების ოფიციალური საიტი Senec-pezinok / www.rrasenec-pezinok.sk/en/ (მიმართვის ვადა: 24.12.2018).
- მინესოტას შტატის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური საიტი / http://www.sos.state.mn.us/index.aspx?recordid=962&page=10. (მიმართვის ვადა: 06.08.2018).
- Tichy, G. Regionale Kompetenzzyklen – Zur Bedeutung Von Produktlebenszyklus — Und Clusteranstzen Im Regionalen Kontext / G. Tichy // Zeitschriftfr Wirtschaftsgeographie. – 2018. – № 45. – Р. 181–201
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ოფიციალური საიტი / http://unctad.org/en/Pages/Home.aspx (მიმართვის ვადა: 09.11.2015).
- Бродель, Ф. Материальная цивилизация, экономика и капитализм, XV – XVIII вв. / Ф. Бродель. – М.: Весь мир, 2007. – Т. 3: Время мира. – 732 с.
- Валерстайн, И. Анализ мировых систем и ситуация в современном мире / И. Валерстайн. – СПб.: Университетская Книга, 2001. – 415 с.
- World Development Report. – New York: Oxford University Press, 2019. – W.4.
- Blakely E. J. Planning local economic development: theory and practice. – Thousand Oaks, 2014 – W. 15.
- Freeman C. Technology Policy and Economic Performance. – London: Pinter Publishers, 2007.
- Lundvall B. National Systems of Innovation. – London: Pinter, 2012.
- Malecki E. Technology and economic development: the dynamic of local, regional and national competitiveness. – Harlow: Longman Scientific & Technical, 2011. – W.7.