ევროკომისიამ Microsoft-ი დასაჯა
მოამზადა მარი წიკლაურმა
თებერვლის ბოლოს ევროკომისიამ წინასწარი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც კორპორაცია Mიცროსოფტ-ი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში ცნო დამნაშავედ. რამდენიმე დღის წინ კი, ეს გადაწყვეტილება ევროკომისიაში გაწევრიანებული 15 ქვეყნის ანტიმონოპოლიური უწყების წარმომადგენელმა დაამტკიცა.
ამ გადაწყვეტილების თანახმად, კორპორაცია Mიცროსოფტ-ს კონკურენტებისათვის თავისი პროდუქტების შესახებ დახურული ინფორმაცია უნდა გაემხილა.
ეგახსენებთ, რომ საუბარია მულტიმედიურპლეერ Windows Media Player-ზე, რომელიც ოპერაციული სისტემაWindows-ის სტანდარტულ კომპლექტში შედის. პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელთა აზრით, Mიცროსოფტ-ში ეს პროგრამა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს არსებობას უშლის ხელს. მულტიმედიური კონტენტის მომხმარებლები და მომწოდებლები, ალტერნატიულ პაკეტებს, ფაქტობრივად, უგულუბელყოფენ, ვინაიდან კინოკომპანიებმა და ხმის ჩამწერმა სტუდიებმა წინასწარ იციან, რომ კომპიუტერზე ნებისმიერ შემთხვევაში იქნება დაყენებული Windows Media Player-ი.
ამიტომ ევროკომისიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ WMP ოპერაციული სისტემის დისტრიბუტივიდან ამოღებული უნდა იყოს, რათა მყიდველებს და მომწოდებლებს ვიდეოს და ხმის ამსახველი Microsoft-ის საკუთარ პროგრამას და ალტერნატიული ფირმების პროდუქტებს შორის, როდორიცაა, მაგალითად, ფირმა RealNetworks, არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეთ.
იმ ღონისძიებებს შორის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში Microsoft-ის წინააღმდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული, დასახელებული იყო დიდი ჯარიმა, დაახლოებით 3 მლრდ დოლარის ოდენობით (თუმცა, პრაქტიკულად,Microsoft-ს 100 მლნ დოლარის გადახდა თუ მოუწევს) და ოპერაციულ სისტემაWindows-იდან რიგი დამატებითი პროგრამების, კერძოდ კი, Windows Media Player-ის ამოღება. მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ში ამტკიცებენ, თითქოს Windows-ში დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ჩართვა მომხმარებლისათვის სასარგებლო იყოს, ევროკომისიაში იმ კომპანიებს უჭერენ მხარს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასეთი პრაქტიკა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის არსებობას უშლის ხელს.
საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მარტის ბოლოს იქნება გამოტანილი, სწორედ ამიტომMicrosoft-ის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ჩატარება იჩქარა. ბრიუსელში ვიზიტის გამო ბალმერს ლას ვეგასში ყოველწლიურ კონფერენცია, Microsoft Management Summit-ზე გამოსვლაზეც უარის თქმა მოუწია. 16 მარტს ბრიუსელში კორპორაცია Microsoft-ის მესვეურსა, სტივ ბალერსსა და კონკურენციის საკითხებში ევროკომისიის კომისარს, Mმარიო მონტის შორის შედგა შეხვედრა, რომელის მთავარ საკითხად Microsoft-თან მიმართებაში ევროკომისიის მიერ ჩატარებული ანტიმონოპოლიიური გამოძიება იყო. ბალმერის გარდა, ბრიუსელში გამართულ მრავალსაათიან შეხვედრაში Microsoft-ის მთავარი იურისტ-კონსული, ბრედ სმიტიც მონაწილეობდა. თუმცა, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს და კონფლიქტის დარეგულირება ვერ მოხერხდა. 18 მარტს მარიო მონტიმ საზოგადოებას ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილება ამცნო: კორპორაცია Microsoft-ს ჯარიმის გადახდა მოუწევს (თანხის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით იქნება დაზუსტებული), ასევე Windows-ის ახალი ვერსიის გამოშვების შემადგენლობიდან მედიაპლეერი ამოღებული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კორპორაცია Microsoft-ი ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, ანტიმონოპოლიური განხილვები მის წინააღმდეგ ევროპის 25 ქვეყანაში იქნება ინიცირებული.
როგორც მარიო მონტიმ აღნიშნა, Microsoft-ის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალზე მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნის, რომელიც მომავალში სხვა მსხვილი კომპანიების მიერ უსამართლო კონკურენტული ბრძოლის წარმართვის წინააღმდეგ მიმართული საქმეების განხილვას დააჩქარებს. გარდა ამისა, მონტიმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ Microsoft-თან დაკავშირებული პრობლემის ფესვები გაცილებით უფრო ღრმადაა გასული, ვიდრე მედიაპლეერის პრობლემა და ამიტომ ევროკომისია კორპორაციის წინააღმდეგ გამოძიებას განაგრძობს.
Microsoft-ში, რა თქმა უნდა, უარყოფენ ყველა ბრალდებას და ხაზს უსვამენ იმას, რომ Windows-იდან მედიაპლეერის ამოღება ოპერაციულ სისტემას მნიშვნელოვნად დააზარალებს. Microsoft-ის ხელმძღვანელი, სტივ ბალმერი, აღნიშნავს, რომ კორპორაცია მომავალშიც აპირებს ოპერაციულ სისტემაში მედიაპლეერის ჩართვაზე თავისი უფლების დაცვას.
ამ დროს Microsoft-ის აქციების ფასი 0,7 პროცენტით დაეცა და 25,5 აშშ დოლარის დონეზე დაფიქსირდა.
თუმცა, ეს პრობლემები არსებულ სურათს მნიშვნელოვნად არ შეცვლის. კომპანია Microsoft-ის შემოსავლები კვლავინდებურად იზრდება, რასაც გასული ფინანსური წლის მაჩვენებლები ადასტურებს. 2003 ფინანსურ წელს კომპანიამ რეკორდული შემოსავლები მიიღო, რომელთა მაჩვენებელი 10,5 მლრდ დოლარს უტოლდება. ეს ციფრი 19 %-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. უნდა აღინიშნოს, რომ Microsoft-ის ოპერაციული მოგება გასულ წელს დაფიქსირებული 2,23 მლრდ დოლარიდან 1,48 მლრდ დოლარამდე შემცირდა. სუფთა მოგების მოცულობამ გასული კვარტალის მონაცემებით, 1,55 მლრდ დოლარი, ანუ აქციაზე 14 ცენტი შეადგინა.
31 დეკემბერს დასრულებულ კვარტალში Microsoft-ის ყველა ქვეგანყოფილების შემოსავლების ზრდა იყო დაფიქსირებული. გაყიდვების დაგეგმილმა ზრდამ სამომხმარებლო და კორპორატიულ ბაზრებზე Microsoft-ის ოპერაციული სისტემების გაყიდვების ზრდა განაპირობა. წინა კვარტალში დიდი წარმატებით სარგებლობდნენ Office System 2003-ის პროგრამები და ასევე სერვერული პროგრამული პროდუქტები. გაიზარდა ასევე ინტერნეტ-ქვეგანყოფილება MSN-ის შემოსავლების მოცულობაც.
ახალ კვარტალში, რომელიც 31 მარტს დასრულდება, Microsoft-ი 8,6-8,7 მლრდ დოლარის ოდენობის შემოსავლებს ელის, სუფთა მოგებამ კი აქციაზე 23-24 ცენტი უნდა შეადგინოს. მთლიანად მიმდინარე წლის ბოლოსთვის Microsoft-ი 35,6-35,9 მლრდ დოლარის ოდენობის შემოსავლის მიღებას გეგმავს, სადაც აქციაზე სუფთა მოგებით 82-83 ცენტს გაუტოლდება.
Microsoft-ის რეგიონალური პარტნიორული ქსელი ასევე წარმატებით ფართოვდება. რამდენიმე დღის წინ კორპორაციამ რუსეთისა და დსთ-ს წარმომადგენლობების სტრუქტურაში მოსალოდნელი საორგანიზაციო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლებიც მისი მუშაობის ეფექტურობის გაზრდასა და ამ ქვეყნების ბაზრებზეMicrosoft-ის პოზიციების გამტკიცებაზეა მიმართული. კერძოდ, დაინიშნა რუსეთსა და დსთ-ში Microsoft-ის წარმომადგენლობის ახალი პრეზიდენტი, ოლგა დერგუნოვა. როგორც ცნობილია, ბოლო დრომდე Microsoft-ის ბიზნესი რუსეთსა და დსთ-ში ერთი წარმომადგენლობიდან მოსკოვის ოფისიდან იმართებოდა. რეფორმების შედეგად კი, იგი ცალ-ცალკე განხორციელდება, თუმცა ზოგიერთი ფუნქცია, რომელიც Microsoft-ის სტრატეგიული გეგმების განხორციელებასთან იქნება დაკავშირებული და რეგიონის ყველა სახელმწიფოს შეეხება, კვლავინდებურად კორპორაციის მოსკოვის ოფისის პრეროგატივა დარჩება. როგორც ცნობილია, Microsoft-ის წარმომადგენლობები უკვე რამდენიმე წელია დსთ-ის რამდენიმე ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) ფუნქციონირებს. გასული ფინანსური წლის მდგომარეობით დსთ-ის ტერიტორიაზე 276 კომპანია არსებობდა, რომელიც Microsoft Business Solutions-ის სტატუსით იყო აღჭურვილი, ასევე Microsoft Business Solutions 95 სერტიფიცირებული პარტნიორი, რაც გასულ წელთან შედარებით 70-ით მეტია. აქედან 50-ს ეს სტატუსი გასულ წელს მიენიჭა. მომავალ წელს კორპორაცია ამ პარტნიორული ქსელის გაფართოებას დსთ-ის სხვა ქვეყნებშიც აპირებს.
Microsoft -ის წარმომადგენლობების სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებები იმას მოწმობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ რუსეთის და დსთ-ის სხვა ქვეყნების ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები შეამჩნია და შეაფასა.
ოლგა დერგუნოვას განცხადებით, კორპორაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ რეგიონებში მისი დამკვეთების ყველა მოთხოვნილება დააკმაყოფილოს და მოცემული რეგიონების ბაზრებში დასაბანდი თანხების მოცულობის გაზრდასაც გეგმავს.
გვესაუბრება საქართველოში კორპორაცია Microsoft -ის სერტიფიცირებული პარტნიორის ფირმა UGT-ს გენერალური დირექტორი, გიორგი მაისურაძე:
Microsoft-თან ზოგადი თანამშრომლობა ქართულმა კომპანია UGT-მ 1999 წელს დაიწყო. შემდეგ ეს თანამშრომლობა გაფართოვდა და 2001 წელს UGT- ს Microsoft-ის სერთიფიცირებული პარტნიორის სტატუსი (Microsoft Certified Partner) მიენიჭა. მას მერე UGT სერთიფიცირებული პარტნიორის სტატუსთან შესაბამისობის კუთხით დამატებით აუდიტს ყოველწლიურად გადის.
დღეისთვის UGT- ს Microsoft-თან პროდუქტებისა და ლიცენზიების მოწოდების ოპტიმალური არხები აქვს ამუშავებული და თანამშრომლობის საკმაო გამოცდილება, მათი მხარდაჭერა და სერთიფიცირებული სპეციალისტები გააჩნია, რათა უზრუნველყოს ჩვენი კლიენტების ხარისხიანი მომსახურება…….
Microsoft-თან თანამშრომლობა ეკონომიკური ეფექტის გარდა გვაძლევს უდიდეს ცოდნას და გამოცდილებას, რაც გვეხმარება იმაში, რომ ჩვენს მომხმარებელს უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ.
Microsoft-ი საქართველოს დსთ-ს ქვეყნებს მიაკუთვნებს, შესაბამისად, ჩვენთან წარმოდგენილია ყველა ის პროდუქტი, რომელიც დსთ-ს რეგიონზე მწარმოებლის მიერაა გათვალისწინებული. ეს არის როგორც მცირე-საშუალო ბიზნესისთვის გათვალისწინებული პროდუქტი, ასევე ლიცენზირების რამოდენიმე პროგრამა მსხვილი კლიენტებისთვის, მათ შორის ლიზინგი და განვადებით შეძენა. Microsoft-ი მაქსიმალურად ცდილობს გაითვალისწინოს რეგიონში არსებული ეკონომიკური სიტუაცია და სთავაზობს ლიცენზირების უამრავ ხერხს, რომელიც მაქსიმალურად მისაღებია ამა თუ იმ მომხმარებლისათვის კლასიკური პროდუქტების გარდა (Windows,Office, Servers, Developer Tools), სულ ახლახან ჩვენმა კომპანიამ გააფართოვა თავისი მომსახურების პორტფელი და მიიღო Microsoft-ის ბიზნეს გადაწყვეტილებების დანერგვის უფლება.
ძირითადად Microsoft-ის რა პროდუქტებზეა მოთხოვნა ქართულ ბაზარზე?
მოთხოვნა თითქმის ყველაფერზეა, უბრალოდ ბაზრის ჩამოუყალიბლობიდან გამომდინარე, ყოველივე ეს სასურველი სტაბილურობით არ გამოირჩევა. რასაკვირველია, ამაში მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყანაში არსებული პირატობის მაღალი დონე თამაშობს.
რა კეთდება პირატული პროდუქტების აღკვეთის კუთხით?
პირატული პროდუქცია, კონტრაფაქტი, საავტორო უფლებების შელახვა და ა.შ. – ეს ცალკე საუბრის თემაა და მარტო ჩვენს ქვეყანას არ აწუხებს. მსოფლიო მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის პირატობით გამოწვეული დანაკარგი შარშან 2002 წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 13 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამ უზარმაზარი თანხის უმეტესი ნაწილი განვითარებად ქვეყნებზე მოდის.
1994 წელს დსთ-ს რეგიონში (საქართველოს ჩათვლით) პირატული პროგრამული უზრუნველყოფა ბაზრის 95%-ს შეადგენდა. მას შემდეგ სიტუაცია თანდათან გამოსწორდა, თუმცა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაში მოხერხდა ამ ციფრის 89%-მე შემცირება. ამ მიმართულებით საქართველოშიც იდგმება გარკვეული ნაბიჯები. ინიციატივები მოდის როგორც სახელმწიფოს მხრიდან (საქპატენტი, ანტიმონოპოლიური სამსახური და სხვა), ასევე ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა: BPG (Brand Protection Group), GEGI, USAID…
იმედია, დროთა განმავლობაში ყოველივე ეს გამოიღებს სათანადო შედეგს და უფრო მეტად მივუახლოვდებით განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს.
რაც შეეხება ამ თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც უკვე აღვნიშვნე, სულ ახლახან გავაფორმეთ დამატებითი კონტრაქტი, რითაც მივიღეთ Microsoft Bუსინესს შოლუტიონს-ის საპროდუქტო ხაზებთან წვდომის ავტორიზაცია. უფრო კონკრეტულად, ეს პროდუქტებია: მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ინსტრუმენტიMicrosoft CRM და ERP კლასის პროდუქტი Microsoft Navision. ჩვენი მომსახურების კომპლექსში ზემოაღნიშნულ პროდუქტთა ლიცენზირების გარდა შედის გაყიდვამდელი საკონსულტაციო მომსახურება და პროდუქტის დანერგვა, დამკვეთის პერსონალის სწავლება და შემდგომი მხარდაჭერის სერვისები.
რაც შეეხება Microsoft-ის პროდუქციის ლოკალიზაციას, ქართულად თარგმნას, რა კეთდება ამ მიმართულებით, რა პერსპექტივებია? როდის გვექნება ქართულენოვანი პროგრამები?
ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ, ამ თემაზე საუბარი მუდმივად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ჩვენ ბაზარზე ახლო მომავალში ქართულენოვანი პროდუქციაც გამოჩნდება.