ელექტრონული დისპლეები დღეს და ხვალ

მოამზადა ლინა ეპიშევამ

ელექტრონული დისპლეების ბაზრის განვითარებაზე ზეგავლენას სხვადასხვაგვარი ფაქტორები ახდენს. მათი კლასიფიცირება პირობითად შესაძლებელია ორი ძირითადი ნიშნის მიხედვით: ბაზრის სტრუქტურის ცვლილება და ახალი დისპლეი ტექნოლოგიების გამოჩენა.

მოდელები:
შეტევა ყველა ფრონტზე.
გასული წლის მანძილზე კომპიუტერულ მონიტორებზე მოთხოვნის ვარდნა აღინიშნებოდა. DisplaySearch-ის მონაცემებით, მოთხოვნა მაგიდის მონიტორებზე მუდმივად მცირდება: 2003 წლის პირველ კვარტალში მათი მიწოდებების მოცულობა 2002 წლის IV კვარტალთან შედარებით, 12%-ით შემცირდა. ბევრი ანალიტიკოსი ამას იმით ხსნის, რომ პორტატიული კომპიუტერების წილი სამაგიდო სისტემებთან მიმართებაში გაიზარდა. ამ ვერსიას ირიბად ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ მაგიდის მონიტორების გაყიდვების ვარდნის მიუხედავად, მოთხოვნა -მონიტორებზე 2003 წელს უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე 2002 წელს.

რაც შეეხება კომპიუტერული მონიტორების სეგმენტის შიგნით მომხდარ ცვლილებებს, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ-მონიტორებზე მოთხოვნის შემდგომი ზრდა. 2002 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, 2003 წლის I კვარტალში მატებამ 8% შეადგინა: ეს პერიოდი რეკორდული იყო გაყიდული მოწყობილობების მოცულობის მხრივაც – დაახლოებით 10,6 მილიონი ცალი. ასე რომ, 2004 წლის დასაწყისში -მონიტორების პოზიციები მნიშვნელოვნად გამყარდა და კომპიუტერული მონიტორების მსოფლიო ბაზრის 37%-ს შეადგენდა.

მონიტორებზე ფასების ვარდნამ მომხმარებლების უპირატესობებზე იქონია ზეგავლენა, რომლებიც ძალიან ხშირად 17-დიუმიან მოდელებს ირჩევენ. მაგალითად, ევროპაში აღინიშნებოდა 15-დიუმიანი მონიტორების გაყიდვის მოცულობის ვარდნა. ამასთან, მოთხოვნა 17-დიუმიან მოდელებზე 41%-ით გაიზარდა.

მონიტორების პოპულარობის ზრდასთან ერთად აღინიშნება ელექტრონულ-სხივური მილაკის ბაზაზე შექმნილი მოდელების წილის შემცირება. ამ მონიტორების წილი 2003 წლის მე-II კვარტალში 4%-ით შემცირდა. გასულ წელს ამ მოდელის მონიტორების თითქმის ყველა მწარმოებელმა წარმოებიდან 15-დიუმიანი მოდელები მოხსნა. ასე რომ, 17-დიუმიანი მონიტორები, ფაქტიურად, დაწყებითი დონის მოდელების ჯგუფში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სხივური მილაკის ბაზაზე შექმნილ მონიტორებზე მოთხოვნა ჯერჯერობით შენარჩუნებულია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლოეს დროს ეს ტექნოლოგია მოწინავე პოზიციებს კომპიუტერული მონიტორების სეგმენტში დაკარგავს. სავარაუდოდ, რამდენიმე წლის შემდეგ 15-დიუმიანი მონიტორების შემდეგ წარმოებიდან მოხსნილი იქნება 17-დიუმიანი მონიტორებიც, ხოლო 19, 20 და 21-დიუმიანი მონიტორები მოთხოვნილი იქნება პროფესიული მომხმარებლების მიერ, რომლებიც გრაფიკულ, საგამომცემლო და სხვა მსგავს პროგრამებზე მუშაობენ. ასე რომ, სრული დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე (3-4 წელი) დისპლეი-ბაზარზე გაბატონებულ პოზიციებს -ტექნოლოგია დაიკავებს. &ლსქუო;არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად კონკურენტული ბრძოლა -მოდელების მწარმოებლებს შორის სულ უფრო მკაცრი ხდება. პროდუქციის მიმართ პოტენციური მყიდველების მოზიდვის მიზნით, კომპანიები მუდმივად აუმჯობესებენ ნაწარმის დახასიათებებს, ხოლო ამისთვის საჭიროა დიდი ინვესტიციები სამეცნიერო კვლევებში და საწარმოო სიმძლავრეების ხელახალი აღჭურვა.

DisplaySearch, მსოფლიო ლიდერი ბრტყელეკრანიანი მონიტორების ბაზრის კვლევაში უკეთესი მოდელების გამოსავლენად ხშირად ატარებს კონფერენციებს, რომლებიც ეძღვნება მსოფლიო დისპლეი-ბიზნესს და მის საერთაშორისო შესაძლებლობებს. სიეტლში, ვაშინგტონის სახელმწიფო კონვენციისა და სავაჭრო ცენტრში ჩატარებული კონფერენცია ეხებოდა დისპლეი ბაზრებს, მათ პროდუქტიულობას, ფინანსებს და მომავალ მიმართულებებს. მონაწილეებმა გაიზიარეს ერთმანეთის გამოცდილება და შეხედულებები დისპლეი ბაზრის სფეროში, ვინაიდან Display Week ძალიან საინტერესო ღონისძიებაა ამ ბიზნესში მომუშავე ადამიანებისთვის, ბიზნეს-კონფერენციაზე შეკრებილი იყვნენ მთელი მსოფლიოს ელიტარული წარმომადგენლები.

DisplaySearch-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური მიმოხილვა, რომელიც ეხებოდა კლიენტთა შეხედულებებს TFTმონიტორებზე. მიმოხილვაში მთავარი კრიტერიუმი ხარისხია ტექნოლოგია, მომსახურება და კომერციული პირობებია. ანგარიშის თანახმად, ასეთი შედეგები გამოვლინდა:
– Samsung-მა გაუსწრო LG-ს. filipsis -მ მაღალი პოზიციები დაიკავა მონიტორების კლიენტთა შეფასებაში, მოიპოვა მაღალი პოზიციები ტექნოლოგიის და მომსახურების მხრივ და მეორე ადგილი ხარისხის მიხედვით. შემდეგ მოდის AUO და Tottori Sanyo.
– LG კლიენტთა უპირატესობებში ფილიპსის მონიტორი ნოუთ-ბუკებში უკვე ოთხი წლის განმავლობაში პირველ ადგილს ინარჩუნებს. LG-ს mohyva ჩPთ და Samsung-ი. მაშასადამე, Samsung-მა მეორე ადგილი დაიკავა მონიტორების მოცულობით და პირველი ადგილი კლიენტთა უპირატესობებში.
– მონიტორების მწარმოებელთა შორის ლიდერობენ აგრეთვე შემდეგი ბრენდები: შჰარპ-ი ხარისხით, თოტტორი შანყო – ლოგისტიკით, Samsung-ი ტექნოლოგიით, CPT და KTC კომერციული პირობებით.
– ნოუთ-ბუქების მონიტორების ლიდერები იყვნენ თოტტორი შანყო ხარისხით, Samsung-ი ტექნოლოგიით, QDI logistikiT და CPT კომერციული პირობებით.

რაც შეეხება ქვეყნებს, ორივე კატეგორიაში (ნოუთ-ბუქებში და ცალკე ეკრანებში) ლიდერობდა კორეა. იაპონიამ მეორე ადგილი დაიკავა მონიტორების წარმოებაში, ხოლო ტაივანმა – ნოუთ-ბუქების მონიტორების წარმოებაში.

DisplaySearch-ის გამოკვლევის თანახმად, მსოფლიო ელექტრონულ ბაზარზე ლიდირობს სამხრეთ კორეა. ქვეყნის მიერ წარმოებული ელექტრონული პროდუქცია მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. კორეის კომპანიები მოწინავე პოზიციებს იკავებენ კომპიუტერული კომპონენტების, მათ შორის TFT- ეკრანების ბაზარზე.

ელექტრონული ბიზნესის სფეროში სამხრეთ კორეის მთავარი პრობლემა, წარმატებისა და კონკურენტუნარიანობის ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნების მცდელობაა. ქვეყანამ შეიძლება მოწინავე პოზიციები ზოგიერთ ძირითად პროდუქციაში დაკარგოს.

ფართომასშტაბიან TFT- მონიტორების ბაზარზე, პროდუქციის სიმძლავრეებით ჩინეთი უსწრებს კორეას. იშუპპლის პროგნოზის თანახმად, სამხრეთ კორეამ მონიტორების ბაზარზე შეიძლება მოწინავე პოზიციები მალე დაკარგოს.

ჩინეთის მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას. აქ კომპიუტერების, მონიტორების, პრინტერების და სხვა პერიფერიული პროდუქციის ზრდა 1980 წლებში დაიწყო. 1989-1999 წწ. პერსონალური კომპიუტერების პროდუქცია 57 ათასიდან 4 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მონიტორების და პრინტერების გამოშვება უფრო მაღალი ტემპებით ვითარდებოდა. 1998 წელს ჩინეთმა საზღვარგარეთ 11 მილიონი პრინტერი და 17 მილიონი მონიტორი გაყიდა. ჩინეთის ბრენდები ბაზარზე სულ უფრო დიდ ადგილს იმკვიდრებენ.

პერიფერიული პროდუქციით მოვაჭრე ჩინური ფირმებიდან ლიდერობენ Shenzhen Kente Science-Technology Development Co და Shenzhen KTC Computer Technology CO., Ltd.

Shenzhen Kente Science-Technology Development Co aრის მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება კომპიუტერული პერიფერიის წარმოებასა და მოდელირების პროცესზე. კომპანიას სტაბილური ურთიერთობა აქვს საზღვარგარეთის ქვეყნებთან. მათ მიერ წარმოებული მონიტორების ხარისხი შეესაბამება ISO9001 საერთაშორისო სტანდარტს. კომპანიის მთავარი პრინციპია ხარისხიანი პროდუქცია, კარგი მომსახურეობა და გონივრული ფასები. მას სტაბილური ურთიერთობა აქვს მონიტორების ნაწილების მომწოდებელ ფირმებთან. მის მიერ წარმოებული მონიტორები აღჭურვილია სამსუნგის და ფილიპსის ფირმების მილაკებით.

მონიტორების დარგში მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა ჩინეთის მეორე მოწინავე კომპანიის შჰენზჰენ KTC Computer Technology-ის მიერ წარმოებული CRT, SKD მონიტორები. ფირმა KTC ყოველწლიურად 2 მილიონ CRT მონიტორს და 500 000 მონიტორს უშვებს. კომპანიის პრინციპია მაღალი ხარისხი და პროდუქცია წუნის გარეშე. კომპანიის ყველა ნაწარმი მოწონებულია CCC, TCO99, CB, CE, FCC, SASO, UL, FDA სტანდარტებით; ხარისხი სტაბილური და გარანტირებულია. კომპანია სერტიფიცირებულია SGS ISO9001. Version 2000-ის მიერ. Kთჩ ძირითად ყურადრებას მენეჯმენტს და მომსახურეობას აქცევს. კომპანიაში გამოყენებულია ERP, CRM სისტემები.KTC-ს დიდი წვლილი შეაქვს მონიტორთა ბაზრის განვითარებაში.

ჩინური ფირმების პროდუქცია ფართოდ არის გავრცელებული და დიდი მოთხოვნით სარგებლობს საქართველოს ბაზარზეც. ქართულ კომპიუტერულ ფირმებს სტაბილური სავაჭრო ურთიერთერთობა აქვთ ჩინურ მწარმოებლებთან, მათ შორის Kente და KTC ფირმებთან. საქართველოში Kente-ს და KTC პროდუქციის ჩამომტანი ფირმებია საქართველოში არკ კომპიუტერსი და ნეა კომპიუტერსი, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში ამ კომპანიების ბრენდების გავრცელებას.

მიუხედავად საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებისა, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრესიულმა ტალღამ საქართველოს საზღვრამდე მაინც მოაღწია. საქართველოს პირველი ინტერნეტ-პროვაიდერი ხეთა 1991 წელს დაფუძნდა. საქართველოს ჰყავს ბევრი მაღალპროფესიული პროგრამისტი, რომლებიც სხვადასხვაგვარ სამეცნიერო ინსტიტუტებში მუშაობენ. დღეს საქართველო შეიძლება ჩაითვალოს ზომიერად კომპიუტერიზირებულ ქვეყნად, რომელსაც გააჩნია პროფესიული იაფი მუშა ხელი და სხვადასხვაგვარი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი კომპანიები.

1. პროგრამული უზრუნველყოფა. საინფორმაციო ტექნოლოგიის დარგის შესახებ საქართველოს სტატისტიკის თანახმად, პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის ყოველწლიური ბრუნვა 1 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, პროგრამული უზრუნველყოფის მსხვილი მწარმოებლები არიან: ALTA Software LTD, GSS, INFO, ORIS Co, and Communic Enterprise, ხოლო ყველაზე ხშირად გამოყენებული პროგრამული ენებია Delphi, C++ დa Java. ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა შეიმუშავეს შემდეგი პროგრამული პროდუქცია:
– ALთA შოფტწარე – OPEN DAY, BANK 2000 შQL, BANK-ჩLIENთ, LOANშ, ანდ შEჩUღIთY ჩOMMUNIჩAთE.
– GSS – SUPERFIN 6.0 (ფინანსური სფეროს პროგრამული უზრუნველყოფა)
– INFO – INFO – BUGHALTER. (საბუღალტრო პროგრამა)
– ORIS – BANK-NET, ORIS BUGALTERIA (საბანკო და საფინანსო სფერო)

2. სისტემის ინტეგრაცია, პერსონალური კომპიუტერების აწყობა. ყოველწლიური ბრუნვა 6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ სფეროში მომუშავე კომპანიების რიცხვმა 50-ს მიაღწია, ხოლო ბაზრის მთალინი მოცულობა თვეში 500 პერსონალური კომპიუტერია.

ამ სფეროში საქართველოს მსხვილი კომპანიებია: ALTA Computers, Orient Logic, Esabi, Mantex, Yversy, Complex Pro, NDZ და Flamingo.

3. ქსელის დამონტაჟება, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიები, IP-კომუნიკაციები. წლიური ბრუნვა 2 მილიონი აშშ დოლარს აღწევს. ბაზრის ლიდერებია: ALTA Communications Ltd, and COMPY Ltd.

4. კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვა, დისტრიბუცია. წლიური ბრუნვა – 16 მილიონი აშშ დოლარი. ლიდერობენ:ALTA Impex Ltd, Yversy, and Complex Pro, მაგრამ ფართოდ ვრცელდება აგრეთვე Oრიონ თეცჰნოლოგყ, Aლგორიტჰმ-ის მიერ ჩამოტანილი პროდუქცია, რომელიც კლიენტებისთვის უფრო მისაღებ ფასებში იყიდება.

ყველაზე პოპულარული ბრენდებია: HP, Compaq, Dell, APC, Epson, Oki, 3Com, Intel, Cisco, Seagate, Quantum, Viewsonic და Canon.

1989 წელს შექმნილი საქართველოს ერთ-ერთმა მოწინავე ფირმამ “ესაბი” 1990-2003 წელს პირდაპირი კონტაქტები დაამყარა საზღვარგარეთის რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან, როგორიცაა: like The Document Company XEROX, HP/Compaq, ACER, Apple, Merlin Gerin (MGE), Hansa Business Solutions, NCR, Kindermann, GBC, ESSELLTE, Leitz, Curtis, Calligraphe. კომპანია გახდა მათი ოფიციალურად აღიარებული პარტნიორი. ფირმას აქვსHP/Compaq, XEROX, MGE and Apple-ის სერვის ცენტრები. კომპანიის ცენტრალურ ოფისის მომსახურე პერსონალი შედგება 35 ადამიანისაგან, ხოლო 20 სერტიფიცირებული ინჟინერი დასაქმებულია სერვის ცენტრებში. “ესაბის” ინჟინრებმა და მენეჯერებმა გაიარეს მომზადება HP/Compaq, XEROX, MGE დa Apple-ის სერვის ცენტრებში.

ბევრი ქართული კომპიუტერული კომპანია, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობენ. იმპორტირებული კომპიუტერების სადისტრიბუციო არხი არ არის კარგად განვითარებული დიდი საბაჟო გადასახდელების გამო. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებობს ბევრი კომპიუტერული კომპანია, რომელიც ვაჭრობს იმპორტირებული UPS-ით, მონიტორებით, კომპიუტერული კეისებით და სხვა აქსესუარებით.

საქართველოში კომპიუტერების ყველაზე მსხვილი კლიენტები საერთაშორისო დონორული ორგანიზაციებია – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და ა.შ. ეს ორგანიზაციები შეისყიდიან კომპიუტერებს და სხვა აქსესუარებს სხვადასხვაგვარი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამ პროექტებით მიღებული თანხა მთელი საინფორმაციო ტექნოლოგიური სექტორის საბრუნავი კაპიტალის დიდ წილს შეადგენს.

რაც შეეხება კომპიუტერების სარემონტო მომსახურეობას, საქართველოს კომპანიები ორ ნაწილად იყოფა. პირველ კატეგორიაში შედიან კომპანიები, რომელთა ბიზნესი კონცენტრირებულია მხოლოდ კომპიუტერების და კომპიუტერული ნაწილების რემონტზე. მეორე კატეგორიაში შედიან კომპანიები, რომელთა ბიზნესი კომპიუტერების რემონტია.

საქართველოში მოქმედებს შემდეგი ავტორიზირებული კომპიუტერული სერვის ცენტრი:
– Hewlett-Packard
– ჩომპაქ
– APჩ
– DELL – ემსახურება მხოლოდ თავის კლიენტებს
– Canon – ემსახურება მხოლოდ თავის კლიენტებს
– Xerox

სხვადასხვა კომპანიები უზრუნველყოფენ ქსელის ინსტალაციას. ხშირ შემთხვევაში, როცა კლიენტი კომპიუტერს იძენს, დილერი უზრუნველყოფს მას უფასო საინსტალაციო მომსახურეობით, მაგრამ არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც მხოლოდ საინსტალაციო მომსახურეობით არის დაკავებული.

საქართველოში დღესდღეობით არ არის გახსნილი საერთაშორისო კომპიუტერების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლობითი ოფისები. საქართველოს სადისტრიბუციო კომპანიები ხშირად შეისყიდიან პროდუქციას მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენლობითი ოფისების და ევროპული და სხვა საერთაშორისო დისტრიბუტორების მეშვეობით. კომპიუტერული პროდუქცია ჩვენთან ჩინეთიდან, დუბაიდან (ამ რეგიონში ელექტრონული პროდუქცია იაფია) და რუსეთიდან ჩამოდის.

უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოში კომპიუტერი და კომპიუტერული აქსესუარები, ძირითადად, რუსეთიდან შემოდიოდა, რადგან საქართველოს და დსთ-ის ქვეყნებს შორის ორმხრივი ხელშეკრულება აქვთ დადებული და დსთ-ის ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქცია დაბალი საბაჟო გადასახადით იბეგრება.

ბაზრის მთავარი სეგმენტებია:
– სამთავრობო ორგანოები, რომლებიც საერთაშორისო დონორების დაფინანსებას ღებულობენ;
– მსხვილი კერძო ბიზნესი;
– ბანკები;
– მასობრივი ინფორმაციის ოფისები;
– კერძო სექტორი;
შესყიდვების თითქმის 80% ამ პირველ სამ სექტორზე მოდის.

კომპიუტერულ პროდუქციაზე მოთხოვნის გამოსავლენად, საქართველოს სოციალური კვლევის ინსტიტუტმა სხვადასხვა სფეროებში მომუშავე 150 კომპანიაში ჩაატარა კვლევა, სადაც კომპიუტერი არის მთავარი საშუალება მათი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კვლევამ შემდეგი შედეგი გამოიღო:
კომპიუტერების მოცულობა
საერთო ჯამში 150 ორგანიზაციაში გამოყენებულია 1222 კომპიუტერი – საშუალოდ 8 კომპიუტერი ერთ ორგანიზაციაზე.
საქართველოში სულ უფრო ვრცელდება კომპიუტერული ტექნოლოგიები. ახლა ხშირად თუ შეგვხვდება ოფისი, რომელიც არ არის აღჭურვილი კომპიუტერული ტექნიკით. ინტერესი კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ ყოველწლიურად იზრდება.

საქართველოში აწყობილი სხვადასხვაგვარი კონფიგურაციის კომპიუტერები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფასები ამ კომპიუტერებზე საერთაშორისო ცნობილი ბრენდის მქონე კომპიუტერებზე ბევრად დაბალია. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში აწყობილი კომპიუტერები ადგილობრივი კლიენტების მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

რაც შეეხება საქართველოს მონიტორების ბაზარს, მომხმარებელთა დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო ჯერჯერობით შენარჩუნებულია მოთხოვნა იაფფასიან 15-დიუმიან მონიტორებზე, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ გაძლიერებული ინტერესის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლოეს დროს მსოფლიოში გავრცელებული LCD მონიტორის პოზიციების დამყარების ტენდენცია საქართველოშიც განვითარდება.