მარცხისთვის ზედმეტად დიდი

„არც ერთი მთავრობა არ დაუშვებს საკუთარი საბანკო სისტემის კოლაფსს. საშუალო ინსტიტუტები, რომელთა ვალდებულებები უფრო ლიკვიდურია ვიდრე აქტივები, პანიკისადმი ძალიან მგრნობიარენი არიან. პანიკის დროს რთულია ერთმანეთისგან განასხვავო არალიკვიდურობა და გადახდისუუნარობა“ – ეს სამი პოსტულატი განსაზღვრავს დასავლელ ანალიტიკოსთა ნაწილის თვალთახედვას: სახელმწიფოები დგანან ბანკების უკან, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შეიძლება არ იდგეს კონკრეტული ინსტიტუტების უკან.

თანამედროვე ფინანსურ იდეოლოგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს – განსაკუთრებით დიდ ბანკებზე არსებობს შეხედულება იმის შესახებ, რომ „ისინი საკმაოდ დიდები არიან იმისათვის, რომ ვინმემ ჩასაძირად გაწიროს“. მაგრამ რამდენად სამართლიანია ეს მიდგომა? – სვამენ კითხვას დასავლელი ანალიტიკოსები და იქვე სცემენ პასუხს, რომ ეს საკმაოდ სარისკო ტენდენციაა.

პოსტ-კირზისული რეგულირების მთავარი შეკითხვაა, გაქრა თუ არა ეს რისკი. პასუხია – არა. ამ შეხედულებას ინგლისის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებიც იზიარებენ, რომლებიც აღნიშნავენ, რომ კომპანიები და ბაზრები იწყებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე მორგებას, რომელთა მხრიდანაც ყოველთვის მოსალოდნელია დიდი ბანკების დახმარება იმისთვის, რომ „სისტემა კოლაფსისგან იხსნან“. თუმცა ხელისუფლების ამ ნაბიჯებით სისტემური პრობლემები ვერ გვარდება.

ეს საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშიც მოხვდა. „სუბსიდირება ბევრ ქვეყანაში გაიზრდა კრიზისის დროს, თუმცა კრიზისის დასრულებისთანავე ბევრ ქვეყანაში კვლავ შემცირდა“ – ვკითხულობთ ანგარიშში. „ამასთან, სუბსიდირება უფრო მაღალია ევროპაში, ვიდრე აშშ-ში. მიუხედავად ამისა, მოლოდინი, რომ სისტემურად მნიშვნელოვან ბანკებს – SIB (Sistemically Important Banks) – დაეხმარებიან ყოველთვის, ყველა რეგიონში – არსებობს“.
უფრო მეტიც, მომდევნო კრიზისების დროს, მთავრობები კიდევ არაერთგზის შეიძლება დადგნენ სუბსიდირების აუცილებლობის წინაშე. მეორე მიზეზი, რის გამოც პრობლემა არათუ მცირდება, არამედ უფრო ღრმავდება, ბანკების მიდრეკილებაა უფრო მეტი კონცენტრაციისაკენ. გარდა ამისა, დიდი ბანკების აქტივების წილი სულ უფრო იზრდება: 2 ტრილიონ დოლარის მქონე აქტივების მფლობელი ინსტიტუტები ჩვეული მოვლენა ხდება. ასეთი ბანკები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ სუბსიდირების მოცულობა ძალიან დიდია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ე.წ. წამყვანი ბანკების ბონდებსა (SIB) და არაწმაყვანი ბანკების ბონდების საპროცენტო განაკვეთებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს; გასათვალისწინებელია „გაუთვალისწინებელი მოთხოვნილებების ანალიზი“. მნიშვნელოვანია რეიტინგების ანალიზი, რომელიც აჩვენებს ხვრელს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული და დანარჩენი ბანკების რეიტინგებს შორის, რაც ასევე გვიჩვენებს, რომ სუბსიდირება საკმაოდ დიდია, რაც ასევე ნელ-ნელა მცირდება კრიზისის შემდეგ.

მეორე მიდგომა ეფუძნება კრედიტ-დეფოლტ სვოპებისა და აქციათა ფასებისგან წარმოქმნილი ღირებულებების შედარებას. CDS-ის სპრედი, აქციების მონაცემებისგან განსხვავებით, რომელთა მესაკუთრეებიც არ არიან დაცულნი რისკებისაგან, იღებს მხედველობაში მოსალოდნელ კატასტროფას და მთავრობის მხარდაჭერის მასშტაბებს. ეს მეთოდი ფართოდ გავრცელდა კრიზისის დროს აშშ-ში, შემდეგ ის შემცირდა, მაგრამ კვლავ მძლავრადაა დიდ ბრიტანეთსა და ევროზონაში.

კრიზისის შემდეგ გატარებული რეფორმები გათვლილი იყო SIB-ის (Systemically Important Banks) ჯგუფის ბანკებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის აუცილებლობისა და მათი რისკიანობის შემცირებაზე, მაგრამ, ჯერჯერობით, მიზანი მიღწეული არ არის. სახელმწიფოების მხრიდან ტოპ-ბანკების სუბსიდირება კვლავ ძალიან მაღალია, ევროზონაში ამ მაჩვენებელმა უკვე 312 მილიარდ დოლარს მიაღწია. SIB-ის ჯგუფის ბანკების სუბსიდირება აშშ-ში 15 საბაზისო პუნქტითაა გაზრდილი, იაპონიაში 25-60 საბაზისო პუნქტით, დიდ ბრიტანეთში 20-60-ით, ხოლო ევროზონაში 60-90 პუნქტით.

დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, რთულია კარგი არგუმენტის მოძებნა საიმისოდ, თუ რატომ არის კარგი ბანკების ერთი ჯგუფის სუბსიდირება მაშინ როცა მათი პატარა ზომის კონკურენტებისთვის მსგავსი შესაძლებლობა არ არსებობს. ერთადერთი დამაჯერებელი არგუმენტი ისაა, რომ საფინანსო სისტემაში დომინანტური ბაკების დახმარებით, ზოგადად სისტემა უფრო სტაბილური ხდება. ეს ასეცაა: კარგად ორგანიზებული კარტელი, ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო სტაბილურია, ვიდრე წვრილი მონაწილე ბანკებისგან შემდგარი კონკურენტული ბაზარი. „მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ხდება ეკონომიკისა და მომხმარებლების ხარჯზე. ამიტომაც უკეთესი იქნება სხვა მიმართულების აღება და კურსის შეცვლა“ – წერენ დასავლელი ანალიტიკოსები.

რა უნდა გაკეთდეს? საერთაშორისო სავალუტო ფონდი სამ შესაძლო ვარიანტს განიხილავს: ბანკების ზომისა და საქმიანობის შეზღუდვა; ფინანსური კატასტროფების ალბათობის შემცირება; და თუ მაინც დადგებიან ბანკები მსგავსი გამოწვევების წინაშე, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს „ბეილ-აუთები მთავრობების მხრიდან“.

SONY DSC

ამ პუნქტებიდან მეორე ვარიანტი, სავალუტო ფონდის ექსპერტთა შეფასებით, საუკეთესოა. პირველი პუნქტის შემთხვევაში, ნათელია, რომ მთავრობის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ის, თუ რას აკეთებს კერძო ბიზნესი. მესამე პუნქტის შემთხვევაში, წინასწარ არასდროს არავინ იცის ბეილ-აუთების შესახებ მისაღები გადაწყვეტილებების მიღებისას, რას მოიმოქმედებს კომიტეტი. ამიტომაც, პრობლემის მოგვარების საუკეთესო ვარიანტია კრიზისის ალბათობის შემცირება. ამის მიღწევა კი შესაძლებელია კაპიტალის მიმართ მოთხოვნების გაზრდა-გამკაცრებით და ბანკების საბალანსო უწყისების მაქსიმალური გამჭვირვალობით. რაც ასევე საუკეთესო გზაა ეკონომიკის სიჯანსაღის დასაცავად და მთავრობის გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, საბანკო ძალაუფრება კვლავ ძალიან მაღალია. აშშ-ში ურისკო აქტივების მოთხოვნა კაპიტალთან მიამრთებაში 5%-ია დიდი ჰოლდინგური ბანკებისთვის, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, მსგავსი ბანკებისთვის ადვილად შესაძლებელია საკუთარი ღირებულების 5%-ის დაკარგვა. მათი რეკომენდაციის მიხედვით, სააქციო კაპიტალის წილი საბალანსო უწყისში 10%-მდე უნდა გაიზრდოს, უკეთეს შემთხვევაში კი, უფრო მეტადაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის მიხედვით, ეს პროპორცია ბანკებში მანამ უნდა გაიზრდოს, სანამ სუბსიდირება ნულის ტოლია.

ამასთანავე, სპეციალისტთა შფასებით, სისულელეა იმაზე აპელირება, რომ სისტემას რისკს მხოლოდ დიდი ბანკები უქმნიან. ასევე სარისკოა შედარებით მცირე ბანკების აქტივები, ფინანსური სისტემისა და ეკონომიკისათვის ისინიც ასევე არამდგრადი შეიძლება აღმოჩნდნენ. ბევრი შეიძლება ფიქრობდეს, რომ პატარა ბანკებისთვის სუბსიდირებას ადგილი არ ექნება, მაგრამ სისტემური კრიზისის დროს, ყველა ბანკისთვის გახდება საჭირო დახმარების გაწევა. „ამიტომაც, დროა ღონისძიებები წინასწარ მივიღოთ, შემდგომში უზარმზარი ეკონომიური და სოციალური დანახარჯების თავიდან ასაცილებლად – წერენ დასავლელი ანალიტიკოსები – ამიტომაცაა საჭირო სააქციო კაპიტალისადმი უფრო მაღალი მოთხოვნები ფინანსური ინსტიტუტებისთვის. სისტემური რისკები მთავარია. საჭიროა, კაპიტალის მოთხოვნებთან დაკავშირებული ნორმების გამკაცრება“.