როგორ ცვლის ინოვაციები მსოფლიოს
ავტორის სტილი დაცულია
თამარ დოლიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
III კურსის სტუდენტი
Tamar.dolidze110@eab.tsu.edu.ge
შესავალი
უძველესი დროიდან მოყოლებული კაცობრიობა საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე მსოფლიომ არნახული განვითრების გზა განვლო და დედამიწაზე ადამიანთა ხანმოკლე არსებობის მიუხედავად, აჩვენა განვითარებისკენ ჩაუხშობელი მიზანსწრაფვა. ვიცით, რომ ადამიანმა გაკვალა გზა ისტორიის წიაღებში, რის შედეგად, ქვის ხანიდან აღმოვჩნდით ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში და ისე მოხდა, რომ დღეს ქვის ნაცვლად ხელში მაღალფუნქციური გაჯეტები გვიჭირავს. ჩემი მიზანია ნაშრომში განვიხილო ინოვაციების არსი, მნიშვნელობა. ასევე მინდა შევეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი გამოგონებები, რომლებმაც სულ სხვა რეალობამდე მოგვიყვანა დღეს. ხოლო, რაც შეეხება სტატისტიკურ ინფორმაციებსა და ფაქტებს ინოვაციების შესახებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარი ინფორმაციის არსებობა დაუჯერებლად უადვილებს ადამიანს ცხოვრებას და ამის საშუალებით შესაძლებელი ხდება ხვალინდელი დღის პროგნოზირება, მათი გათვალისწინებით გარკვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება და სხვა.
Annotation
From ancient times the mankind has been developing at a fairly rapid pace. From that time until today, the world has gone through an unprecedented path of development and, despite the short existence of humans on earth, has shown an unquenchable desire for development. We know that man has made his way into the depths of history, leading us back to the Stone Age to the age of digital technology. It so happened that today we hold high-performance gadgets instead of stones. My goal is to discuss the essence of innovation in the paper. I would also like to touch on an important issue such as the most important inventions in the world that have brought us to a completely different reality today. And as for the statistical information and facts about innovations, we can say that the existence of such information makes life unbelievably easier for a person and it makes it possible to predict tomorrow, avoid certain negative consequences, and so on.
ინოვაციის არსი და მნიშვნელობა
განმარტების თანახმად, ინოვაცია არის სიახლის შემოტანა, რაც საზოგადოებაში პროგრესს უწყობს ხელს. ცვლილება გარდაუვალია, ინოვაციების გარეშე ახალი არაფერია და რაიმე ახლის გარეშეც არანაირი პროგრესი არ იარსებებს. ინოვაცია ნამდვილად არის თანამედროვე არსებობის ძირითადი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები , ცვლილება გარდაუვალია და უმეტეს შემთხვევაში, ინოვაცია იწვევს პოზიტიურ შედეგებს. რაც შეეხება პროდუქტებს, საუკეთესო ხშირად ყველაზე ინოვაციურია, რაც საერთო პრობლემის მოგვარებას წარმოადგენს. მაგალითისთვის ავიღოთ Apple iPhone – ის ინოვაციურია როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე პროდუქტის მახასიათებლების მხრივაც. მოდელების ყოველი განახლება გვთავაზობს ახალ მახასიათებლებს, როგორიცაა ხმის ამოცნობა, თითის ანაბეჭდის ტექნოლოგია და სინქრონიზაცია მოწყობილობებს შორის. [1]
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინოვაცია გახდა მნიშვნელოვანი გზა კრიტიკულ სოციალურ რისკებთან და საფრთხეებთან საბრძოლველად. მაგალითად, ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, წიაღისეული საწვავის ენერგეტიკულმა მოხმარებამ გამოიწვია CO2 – ის ემისიის სწრაფი ზრდა , ჩაშალა ნახშირბადის გლობალური ციკლი და პლანეტია გლობალური დათბობის საშიშროების წინაშე დააყენა. ჩვენი საზოგადოება ვითარდება უწყვეტი ეკონომიკური ზრდის გარშემო, რაც ძირითადად დამოკიდებულია მოსახლეობის ზრდაზე. ინოვაცია მნიშვნელოვანია საზოგადოების წინსვლისთვის, რადგან ხსნის სოციალურ პრობლემებს და ზრდის საზოგადოების მოქმედების უნარს. იგი პასუხისმგებელია კოლექტიური პრობლემების მოგვარებაზე მდგრადი და ეფექტური გზით, როგორც წესი, ახალი ტექნოლოგიით. ეს ახალი ტექნოლოგიები, პროდუქტები და მომსახურება ერთდროულად აკმაყოფილებს სოციალურ საჭიროებას და იწვევს შესაძლებლობების გაუმჯობესებას და აქტივებისა და რესურსების უკეთ გამოყენებას.
ზოგადად, ინოვაციის შედეგი ყოველთვის უნდა იყოს გაუმჯობესება. საზოგადოების თვალსაზრისით, ინოვაციის ფუნდამენტური შედეგები არის:ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობის გაზრდა და კომუნიკაცია, განათლების ხელმისაწვდომობა და გარემოს მდგრადობა . [2]
ეკონომიკური ზრდა
ტექნოლოგიური ინოვაცია განიხილება, როგორც ეკონომიკური ზრდის ძირითადი წყარო. ეკონომიკური ზრდა გულისხმობს დროთა განმავლობაში ეკონომიკის მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციით მორგებულ საბაზრო ღირებულებას . იგი პირობითად იზომება როგორც რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ან რეალური მშპ-ს პროცენტული მაჩვენებელი. ზოგადად , ეკონომიკის გამომუშავების გაზრდის ორი გზა არსებობს:
- პროდუქტების რაოდენობის ზრდა, რომლებიც წარმოების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ;
- ახალი გზების ძიება, რათა მივიღოთ უკეთესი შედეგი იგივე რაოდენობის შენატანიდან.
ეს უკანასკნელი საკმაოდ კარგად აღწერს ინოვაციის არსს. ინოვაციის მიზანია ახალი იდეებისა და ტექნოლოგიების შემუშავება, რომლებიც ზრდის პროდუქტიულობას და წარმოქმნის უფრო მეტ გამომუშავებას იგივე მიწოდებით.
თუ გადავხედავთ აშშ – ს ტრანსფორმაციას (ძირითადად რომელიც აგრარული ეკონომიკაში), რომელიც XIX საუკუნის შუა რიცხვებში განვითარებადი ერის სტატუსიდან პირველი ცივი ომის შედეგად მრეწველობაში გადავიდა, ვნახავთ, რომ სოფლის მეურნეობის ინოვაციები და გამოგონებები ერთ – ერთი უმთავრესი ფაქტორები გახლავთ, რამაც ხელი შეუწყო ინდუსტრიულ რევოლუციას.
სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის უზარმაზარმა გაუმჯობესებამ უკვე შეცვალა ევროპაში ხალხის მუშაობის მეთოდი, ფერმერები გაათავისუფლეს სხვა საქმიანობებიდან და საშუალება მისცეს ქალაქში გადასულიყვნენ სამრეწველო სამუშაოებისთვის. ამან გაზარდა პროდუქტიულობა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ცხოვრების სტანდარტსა და ზრდაზე. [2]
ინოვაცია და სამუშაო ადგილების მომავალი
ტექნოლოგიური წინსვლა და პროდუქტიულობის გაზრდა დღესაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ნიშნავს კარიერაში. მსოფლიო ეკონომიკა 2050 წლისთვის ორმაგად შეიძლება გაიზარდოს , ტექნოლოგიის საფუძველზე განვითარებული პროდუქტის გაუმჯობესების გამო.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალი ანგარიშის თანახმად , 2022 წლისთვის შეიძლება შეიქმნას თითქმის 133 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო 75 მილიონი სამუშაო ადგილი გათავისუფლდება AI, ავტომატიზაციისა და რობოტიკის შედეგად.
ისეთი პროფესიის ადამიანები, როგორებიც არიან ბუღალტერი, იურისტი და სადაზღვევო კლერკი, სავარაუდოა, რომ ყველაზე მეტად დაზარალდებიან მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ აუცილებელი არ არის ეს სამუშაოები მთლიანად გაქრეს, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებები გარდაუვალია და ამ პროფესიის ადამიანებიც გარკვეულწილად დაზარალდებიან. ცვლილებები იქნება ბევრ სფეროში. უფრო მეტი მოთხოვნა იქნება ექსპერტებზე, ხოლო “რეგულარული მუშაკები” რისკის წინაშე დგანან დაბალშემოსავლიან თანამდებობებზე. [2]
გაზრდილი კეთილდღეობა
ზოგადად, ინოვაცია და ეკონომიკური ზრდა ზრდის კეთილდღეობას, რადგან წინ მიდის ცხოვრების დონე. ბრუკინგსის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იმ ქვეყნებში უფრო მაღალია, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე შედარებით მეტია. სხვა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არსებობს კავშირი ინოვაციასა და სუბიექტურ კეთილდღეობას შორის. [2]
შემცირდა ავადმყოფობა, სიღარიბე და შიმშილი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, განვითარებადი ქვეყნები ინოვაციაზე არიან დამოკიდებულნი, რადგან ახალი ციფრული ტექნოლოგიები და ინოვაციური გადაწყვეტილებები ქმნის უზარმაზარ შესაძლებლობებს მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში ავადმყოფობის, სიღარიბისა და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. განვითარებული ქვეყნები ასევე ეყრდნობიან ინოვაციებს, რათა შეძლონ ამ თემებთან დაკავშირებით საკუთარი პრობლემების გადაჭრა. განვითარებად ქვეყნებში მცირე მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ისინი აწარმოებენ საკვების 80%-ს.
სოფლის მეურნეობაში ინოვაციების განვითარება და გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია და დადასტურებულია, რომ ეს ყველაფერი ფერმერებს ეხმარება, შეინარჩუნონ ბიზნესი. მაგალითად როდესაც ფერმერი სათანადოდ არის ინფორმირებული მოსალოდნელი ამინდის შესახებ, ის აკეთებს გარკვეულპროგნოზებს და შესაძლო საფრთხეს მარტივად აიცილებს თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ინოვაციებს დაეხმაროს ადამიანებს განაგრძონ საკვების წარმოება, ინოვაცია სხვადასხვა შესაძლებლობებს იძლევა, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს სიღარიბის და შიმშილის შემცირებას მთელ მსოფლიოში. [2]
გამოგონებები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა
არც თუ ისე შორეულ წარსულში ადამიანებისთვის წარმოუდგენელი იყო განვითარების ასეთი ტემპები, ამდენი სიახლის დანერგვა და გამოყენება. როდესაც ადამიანებმა თავიანთი დასახლების არეალი „ბოლომდე ამოწურეს“, საჭირო გახდა ახალი მიწების ათვისება. გამოგონილი იყო საზღვაო და სახმელეთო გადაადგილების საშუალებები. მე-18 საუკუნეში, როდესაც გადაადგილება პუნქტებს შორის იყო საკმაოდ შრომატევადი საქმე, ერთმა „ინოვატორმა“ – ტომას ნიუკომენმა წარადგინა თავისი პროექტი, რომლის საფუძველზე მსოფლიოში პირველი ორთქმავალი მანქანა გამოჩნდა.
ორთქლმავალი
ორთქლზე მომუშავე პირველი კომერციული ხელსაწყო XVII-XVIII საუკუნეებში თომას სავერიმ შექმნა. მისი გარეგანი წვის პირნციპზე მომუშავე დანადგარი, რომელსაც ხშირად პირველ ორთქლზე მომუშავე ძრავად მოიხსენიებენ, რევოლუციური გამოგონება აღმოჩნდა.
ორთქლმავალი ძრავა წვიდან გამოთავისეფულ ორთქლს მილში ან მილებში ატარებს, რითიც დგუშები მოძრაობს და ენერგიის გამოყენება ხდება. ამ პრინციპს დაეყრდნენ პირველი ლოკომოტივები და მასობრივი წარმოების ქარხნები. ანუ შექიმნა თანამედროვე გლობარული ტრანსპორტაციისა და წარმოების პროტოტიპი, რამაც ინდუსტრიულ რევოლუციას დაუდო საფუძველი. ინდუსტრიალიზაცია კი ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდა. ქარხნები და ლოკომოტივები ელვისსისწრაფით შენდებოდა, ადამიანებმა კი სოფლებიდან ქალაქებში მასობრივი მიგრაცია დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა იგივე სამუშაოების შესასრულებლად შიდა წვის ძრავები და ელექტროენერგია გამოიყენება, ორთქლის ძრავების გარეშე, ალბათ, მსგავს პროგრესს ვერ ვიხილავდით.
თანამედროვე ინდუსტრიული მსოფლიო, სავარაუდოდ, სწორედ ორთქლზე მომუშავე ძრავის გამოყენებამ “შექმნა”. [4]
ინფექციებთან ბრძოლის დასაწყისი — ვაქცინა
ვაქცინა არის ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ადამიანს კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ შეძენილ იმუნიტეტს აძლევს. ტიპურად, ვაქცინა რამე დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის დასუსტებულ ნაწილაკს შეიცავს, რომლის ადმინისტრირებისას ადამიანის იმუნური სისტემა ისე სტიმულირდება, რომ პათოგენი სამომავლოდ ამოიცნოს.
პირველი ვაქცინა ედვარდ ჯენერმა შექმნა, როცა ის “ძროხის ყვავილის” ვირუსს იკვლევდა. ეს მედიცინაში ერთ-ერთი რევოლუციური აღმოჩენა იყო. ჯენერის მიგნების დახმარებით, ვაქცინები უამრავი დაავადების წინააღმდეგ შეიქმნა, რამაც ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
თუ მანამდე ტეტანუსისგან, ცოფისგან და წითელასგან მილიონობით ადამიანი იხოცებოდა, ახლა ეს ვირუსული ინფექციები ნაკლებად საშიშია. მიუხედავად ამისა, “ანტივაქსერები” ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო აღმოჩენის დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობენ. იმის გამო, რომ ვაქცინაცისადმი სკეპტიციზმმა იმატა, ბრიტანეთში წითელა დაბრუნდა, დაავადება, რომელიც ქვეყანაში სრულად აღმოფხვრილი იყო.
დღევანდელ დღეს მეტად აქტიალურია კოვიდ 19-ის პანდემია და მისი თანმხლები პროცესები. 2020 წელს მოულოდნელად გამოჩენილმა ვისურმა სრულიად შეცვალა ადამიანთა ყოფა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.. უამრავმა პრობლემამ იჩინა თავი, სიკვდილიანობა გაიზარდა და ადამიანებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეეჩერებინათ ვირუსის გავრცელების ტემპი, როგორ გადაერჩინათ მსოფლიო. სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადება გახლდათ. დღეისათვის უკვე არსებობს სხვადასხვა სახისა და დასახელების ვაქცინის ტიპები, რომლებიც შესაბამისად სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ამჟამინდელი მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის 26,6% გაკეთებული აქვთ კოვიდ 19-ის ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 13,2% სრულად აცრილია, რაც შეეხება დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს – ადამიანთა მხოლოდ 1,1%-მა გაიკეთა ვაქცინის პირველი დოზა. მსოფლიოში 3,73 მილიარდი დოზა უკვე განაწილებულია ქვეყნებში, ხოლო 30,84 მილიონი მზადდება და ყოველდღე ხდება მათი მიწოდება ქვეყნებისათვის. [10]
პირველ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვეყნების მიხედვით იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ აიცრნენ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. სიაში ლიდერობს კანადა – 70,42%-ით, ხოლო ბოლო ადგილზეა სუდანი 1,43%-ით.
დიაგრამა 1: კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანთა წილი მთელს მოსახლეობაში (%) (2020-2021წწ)
პერსონალური კომპიუტერი
დიდი ხნის მანძილზე, კომპიუტერი ძალიან რთული და გიგანტური მოწყობილობა იყო, რომელზე მუშაობა მხოლოდ სპეციალური განათლების მქონე კიბერნეტიკოსებს შეეძლოთ. თუმცა, 50-იანი წლებიდან სიტუაცია შეიცვალა, როცა ნახევარგამტარების ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანი გარღვევები მოხდა. 1971 წელს პირველი მიკროკომპიუტერები შეიქმნა, რომლებიც მიკროპროცესორებზე მუშაობდნენ. აშშ-ის მთავრობამ და პენტაგონმა კომპიუტერების განვითარებაში უზარმაზარი ინვესტიცია ჩადო. პირველ რეალურ პერსონალურ კომპიუტერად Altair 88000 მოიაზრება, რომელიც Micro Instumentation and Telemetry Systems-მა შექმნა, იგი მაიკროსოფტის ერთ-ერთ პირველ ოპერაციულ სისტემაზე, Altair BASIC-ზე მუშაობდა.
Apple-ის და Microsoft-ის განვითარებასთან ერთად, პერსონალური კომპიუტერები თანდათანობით სახლებშიც აღმოჩნდა. 1991 წელს კი, ინტერნეტის გასაჯაროების შემდეგ, თანამედროვე ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. Xerox-ის GUI (Graphic User Interface) და აქსესუარებით (მაუსი, კლავიატურა) შთაგონებული კომპიუტერები, დღევანდელ კომპიუტერებს ძალიან ჰგავდა. [4]
ხელოვნური თანამგზავრი
1957 წლის 4 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე სპუტნიკ 1 გაუშვა, რომელიც პირველი ხელოვნური თანამგზავრი იყო და პირველი ობიექტი, რომელიც ადამიანმა კოსმოსში გაუშვა. ეს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური თანამგზავრების პოტენციალზე მეცნიერები Sputnik 1-ის გაშვებამდეც საუბრობდნენ. მაგალითად, 1946 წელს, ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა, ლაიმან სპიტზერმა ივარაუდა, რომ ორბიტაზე კოსმოსური ტელესკოპის განთავსება ასტრონომიას ძალიან დაეხმარებოდა. 1957 წლის 3 ნოემბერს, საბჭოთა კავშირმა სპუტნიკ 2-ით პირველი ცოცხალი ორგანიზმი — ძაღლი სახელად ლაიკა დედამიწის ორბიტაზე გაგზავნა. ამ ორმა მოვლენამ აშშ-ს და სსრკ-ს შორის “კოსმოსურ რბოლას” დაუდო საფუძველი.
სახელმწიფოებს შორის არსებულმა კონკურენციამ ორივე ქვეყანას კოსმოსური ტექნოლოგიების მასშტაბური განვითარებისკენ უბიძგა. Explorer 1 პირველი ამერიკული ხელოვნური თანამგზავრი გახდა, რომელმაც ორბიტას 1958 წლის 31 იანვარს მიაღწია.
დღეს თანამგზავრები მეცნიერებს დედამიწისა და კოსმოსის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან, სანავიგაციო თანამგზავრები კი თანამედროვე ცხოვრებაში კოლოსალურ როლს თამაშობენ. [4]
ინტერნეტი
დღევანდელი ინტერნეტის პროტოტიპი 1960-იან წლებში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაკვეთით შეიქმნა. მაას ARPANET ეწოდებოდა, რომელიც რეგიონალურ აკადემიურ და სამხედრო ქსელებს აკავშირებდა. 1980-იან წლებში ინტერნეტს კომერციული სპონსორებიც გამოუჩნდნენ და World Wide Web-ის შემუშავებასთან ერთად, თანამედროვე ინტერნეტი შეიქმნა და 80-იანების მიწურულს, 90-იანების დასაწყისში, ინტერნეტზე წვდომა პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებსაც ჰქონდათ. პოპულარული გახდა იმეილი, ინტერნეტ ტელევიზია, ონლაინ პრესა, ონლაინ ფორუმები, ონლაინ ვაჭრობა და ასე შემდეგ. გლობალური კომუნიკაცია სამუდამოდ შეიცვალა, რადგან ინტერნეტი, პრაქტიკულად, მთლიანად დეცენტრალიზებული სისტემაა.
დროთა განმავლობაში, სოციალური ქსელების პოპულარიზაციასთან ერთად, ინტერნეტი რეალურად საჯარო სივრცეს დაემსგავსა და ადამიანების ცხოვრებაში სამუდამოდ ინტეგრირდა. [4]
ჭურჭლის სარეცხი მანქანა. Josephine Cochrane-მ 1886 წელს გამოიგონა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც რეცხავდა ჭურჭელს და მხოლოდ 40 წლის შემდეგ აღიარეს იგი როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ტექნიკა. [5]
ფაქტები და სტატისტიკური ინფორმაცია
რეკომენდაციების მომზადებისა და ცვლილებების დასაგეგმად არ არსებობს წლის დასასრულზე უკეთესი პერიოდი. არსებობს სხვადასხვა მონაცემები, სტატისტიკური ინფორმაციები, კვლევები, რომელთა გამოყენებითაც ადამიანებს ბევრად უმარტივდებათ ცვლილებების დაგეგმვა. სტატისტიკური ინფორმაციების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მოპოება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რაც საგრძნობლად აადვილებს უამრავ პროცესს. ინტერნეტში ასეულობით ინფორმაცია იძებნება ინოვაციებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ. განვიხილოთ ძირითადი ფაქტები და ინფორმაციები, გავაანალიზოთ და საბოლოოდ გავაკეთოთ დასკვნები.
ინოვაციური სტრატეგიის საერთო ბიზნეს სტრატეგიაში ჩართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად. თუმცა იკვეთება, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირება და შეთანხმება. საჭიროა, რომ ინოვაციურ სტრატეგიას გააჩნდეს მკაფიოდ გამოხატული, ჩამოყალიბებული მითითებები , როგორც ინოვაციური საქმიანობის განხორციელებისთვის, აგრეთვე მისი კავშირისთვის კომპანიის საერთო პროდუქტის პორტფელთან. მხოლოდ მაშინ შეეძლებათ კომპანიებს ინოვაციების მიღება გრძელვადიან და პროგნოზირებად პერსპექტივაში, როდესაც კომპანიებს შორის მიიღწევა სტრატეგიული ურთიერთობები და ისინი მზად იქნებიან ერთმანეთის მხარდასაჭერად – ”ინოვაციური კომპანიების 54% ცდილობს გადალახოს უფსკრული ინოვაციურ სტრატეგიასა და ბიზნეს სტრატეგიას შორის.” (PwC’s Innovation Benchmark 2017) [6]
იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარი სულ უფრო მეტად ხდება მომხმარებელზე ორიენტირებული, მომხმარებლის ჩართულობა და წვლილი ხდება ნებისმიერი ინდუსტრიის ინოვაციის ყველაზე ღირებული ელემენტი. მომხმარებლები ხდებიან ინოვაციების მამოძრავებელი ძალა და მომხმარებლებზე ორიენტირებულმა ნებისმიერმა ორგანიზაციამ უნდა შექმნას გზები, რომ ადვილად დაუკავშირდეს მომხმარებელთა ბაზას და ისარგებლოს ამ უზარმაზარი ინოვაციური პოტენციალით. რა თქმა უნდა, ჩართულობა ორივე გზით მუშაობს – ”კომპანიების 54% ამბობს, რომ მომხმარებელთა ჩართულობის სტრატეგია ხელს უწყობს ინოვაციების განსაზღვრას ადრეული იდეიდან, ხოლო კომპანიების 35% აცხადებს, რომ მომხმარებლები მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციური პარტნიორები არიან” (PwC’s Innovation Benchmark 2017) [7].
მომხმარებლები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რამდენად ინოვაციურია კომპანია. ისინი გადაწყვეტილებებს, იმის თაობაზე, ითანამშრომლონ თუ არა რომელიმე კონკრეტულ ფირმსთან, იღებენ ამ კონკრეტული ფირმის ბრენდის იმიჯის საფუძველზე. ამგვარად ინოვაცია განიხილება, როგორც ძირითადი ფაქტორი მომხმარებელთა მოზიდვასა და შენარჩუნებაში – ”გამოკითხულთა 84% ამბობს, რომ გარკვეულწილად ან ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კომპანია, რომელთანაც ითანამშრომლებენ, ინოვაციური იყოს” (The Lab42 Innovation Survey) [8]
აღიარებულია, რომ მსოფლიო მთავრობებს არ შეუძლიათ დაარეგულირონ ინოვაციები, როგორც სტრუქტურირებული სისტემა, და არ შეუძლიათ შეინარჩუნონ ინოვაციების ტემპი. ინოვაციის მიმართ ეს პოლიტიკა განიხილება, როგორც ინოვაციის ინვესტიციების მოძიების და კონკურენტული უპირატესობის მოპოვების გზა. საკითხავია, თუ მისცემს იგი მთავრობას ძალიან დიდ კონტროლს, ან წარმოქმნის თუ არა გარკვეულ ბარიერებს ინვესტიციების განხორციელებისას – ”ბიზნესის აღმასრულებელთა 55% ფიქრობს, რომ თუ მათ მთავრობას ექნებოდა პროტექციონისტული პოლიტიკა ინოვაციების მიმართ, ეს სასარგებლო იქნებოდა ბიზნესის სექტორისთვის” (GE Global Innovation Barometer 2018).
800 ბრიტანული ბიზნესის ლიდერების გამოკითხვის შედეგად, მათგან მხოლოდ 66.67% მიიჩნევს ინოვაციურობას ორგანიზაციის წარმატების მნიშვნელოვან კრიტერიუმად. [9]
ბაზრის კვლევის თანახმად, მარკეტინგის 46% რისკის წინააღმდეგობას განიცდის, როგორც ყველაზე დიდ ბარიერს. 41% ემჩნევა ნიჭის ნაკლებობას და გავლენის გაზომვის შეუძლებლობას. [3]
როგორც ვნახეთ ინოვაცია საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარების ხელშეწყობაში. ის ავითარებს არა მარტო ეკონომიკასა და ტექნოლოგიებს, არამედ ზრდის მოსახლეობის კეთილდღეობის დონესაც, რაც, საბოლოოდ, აისახება კაცობრიობის კომპლექსურ განვითარებაში. ვნახეთ ასევე ინოვაციის ფუნდამენტური შედეგები, თუ რა სფეროებსა თუ საკითხებზე მოახდინა გავლენა ინოვაციებმა, რაც უწყვეტად მიმდინარეობს დღესაც. ეკონომიკური ზრდა, ადამიანთა კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, სიღარიბე – ეს ის საკითხებია, რომელთა გვერდის ავლა არ იქნებოდა მართებული, რადგან ყველაზე დიდი ზეგავლენა მათზე მოდის. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი გამოგინებებლი, რომლებმაც ასეული წლების განმავლობაში რადიკალურად შეცვალა მსოფლიო, ადამიანთა ყოფა. საბოლოოდ კი გავიგეთ გარკვეული სტატისტიკური თუ არასტატისტიკური ინფორმაცი ინოვაციებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. გასული წლების სამწუხარო სურათი, არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა. კორონავირუსის პანდემია, რომელმაც არაერთი მილიონი სიცოცხლე შეიწირა, მსოფლიოში ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია და რომელიც ჯერ კიდევ მძვინვარებს ქვეყნებში, კიდევ ერთი მსოფლიო კრიზისის საბაბი გახდა. და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ტემპები შენელდა, კაცობრიობამ გაუძლო ამას, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ მის გზაზე არ არსებობს ისეთი ბარიერი, რომელიც შეაჩერებს განვითარებისკენ დაუოკებელ სწრაფვას.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://datafloq.com/read/how-innovation-is-impacting-society/6898
- https://www.viima.com/blog/importance-of-innovation
- https://www.viima.com/blog/social-innovation
- https://on.ge/story/67027-10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90
- http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/47595-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/53/
- https://www.pwc.com/us/en/services/consulting/innovation-benchmark-findings.html
- https://www.pwc.com/us/en/services/consulting/innovation-benchmark-findings.html
- http://customerthink.com/new-study-reveals-importance-of-innovation-to-consumers/
- https://www2.paconsulting.com/innovation-report-2017-download.html
- https://ourworldindata.org/covid-vaccinations?fbclid=IwAR2l5k3VfZcG2E2qJWtdzK2raVj_QqnbOz7x9n_zH8ijR_E9L2HaklWZ5CU