ნავთობის ბიზნესი, მსოფლიო ეკონომიკის თუ საქართველოს პერსპექტივები
ემზარ ჯგერენაია
დღეს მსოფლიო ეკონომიკის ღერძს და ფასების ინდექსის მთავარ ინდიკატორს, ნავთობ-პროდუქტებზე ფასები წარმოადგენს. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის და ნავთობზე ფასების ცვლილების დინამიკის გრაფიკიამ მიღებული აქსიომის ნათელი დადასტურებაა. არის მარტივი უკუპროპორციული დამოკიდებულება – როცა იზრდება ფასები ნავთობ-პროდუქტზე, ეკო
ნომიკის ზრდის მაჩვენებელი მცირდება, ხოლო ფასების ინდექსი – იზრდება.
მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში “ფორდმა” მანქანების წარმოებას სერიული ხასიათი მისცა, ბენზინი ეკონომიკის სერიოზული მულტიპლიკატორი გახდა, განსაკუთრებით დღეს. ნოემბრის ბოლოსკენ აშშ-ში არჩევნების, ნიგერიაში სიტუაციის დარეგულირების, რუსეთიდან მიწოდების არშემცირების, ერაყში შედარებით წარმატებული ოპერაციების, ამერიკაში თბილი ზამთრის მოლოდინისა და ჩინეთის მოთხოვნილების არცთუ ისე დიდი (ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობდნენ) ზრდის მიუხედავად, ფასებმა სერიოზული კლება იწყეს და “ურალისი” (რუსული მძიმე ნავთობი) 33-მდე, ევროპული “ბრენტი” 39-მდე, ხოლო აშშ-ს ლაითი 46 დოლარამდე ჩამოვიდა. სპეციალისტები დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ ნავთობის ფასების და მისი მარაგებთან დაკავშირებით.
მსოფლიოში ნავთობის მოპოვებამ მთლიანად დღეში 80 მილიონ ბარელს (1 ბარელი – 159 ლიტრი) მიაღწია, საიდანაც 25%-ს აშშ მოიხმარს. მართალია, იაფი დოლარი ამერიკას ხელს უწყობს ეკონომიკაზე ფასების ზრდის ნეგატიური ზეგავლენა შეამციროს, რადგან იმპორტს აიაფებს, მაგრამ მან თავის ნავთობმოპოვების პიკს 1970 წელს მიაღწია, 48 შტატში რეზერვები უკვე მთლიანად ამოწურა და მოთხოვნილების 60%-იანი იმპორტით იკმაყოფილებს. ასევე ფინალურ სტადიაშია ჩრდილოეთ ზღვაში ნავთობის მოპოვება. მდიდარი და მსხვილი საბადოები სულ უფრო მცირდება. ძვირდება ამოტუმბვის და ბურღვის ხარჯები, რადგან ჯერ რუსეთი და მერე ამერიკა სულ უფრო ხშირად იყენებენ ჰორიზონტალური ბურღვის მეთოდებს და რაც შეიძლება ღმად ჩადიან, რათა რესურსი ბოლომდე იქნას ამოღებული. დგება ისეთ მცირე და ძვირადღირებული საბადოების დრო, რომელიც საქართველოს ზღვის ფსკერებზე გააჩნია.
აშშ-ს ნავთობის ინსტიტუტის მონაცემებით, ნავთობის მსოფლიო მარაგი ამჟამად 2 ტრილიონ ბარელს შეადგენს, ხოლო2003 წლის ბოლოსათვის მოპოვებული იქნა 960 მილიარდი ბარელი, რომელიც ყოველწლიურად წელიწადში 30 მილიარდი ბარელით იზრდება. ამასთან, წლიურად 10 მილიარდი ბარელის მოცულობის ახალ საბადოებს პოულობენ, რომლებიც შავი ოქროს რეზერვებს ავსებენ, მათ შორის, ბოლო (5 წლის წინ) ყველაზე დიდი ყაზახეთში (კაშაგანის საბადო) აღმოაჩინეს. სულ მსოფლიოში აღმოჩენილია 444 საბადო და აქედან 400 მსხვილი. მიუხედავად ამისა, მარაგები დაახლოებით 40 წელიწადში ამოიწურება. ევროპამ და ამერიკამ (ამ უკანასკნელმა ოთხჯერ მეტი) ჰიბრიდული ძრავის შესაქმნელად 2 მილიარდი ევრო დახარჯეს, რომელიც განახლებადი წყალბადის ენერგიაზე მომუშავე მანქანებს შექმნას მოხმარდა, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი მანქანის ღირებულება 2 მილონს შეადგენს. ამიტომ ფასების ზრდა ამ ნედლეულზე დადებითი იყო იმ გარემოებათა გამო, რომ სტიმულს აძლევდა ძვირადღირებული და დაბალრენტაბელურ საბადოების დამუშავებას, ჰორიზონტალური ბურღვის შედეგად საბადოთა მაქსიმალურ ათვისებას და ზრდიდა მარაგების ოდენობას. ამას ისიც ემატება, რომ ტრანსპორტირების პრობლემაც განსხვავებულად დგება. ტრანსპორტი ნავთობის ღირებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მილსადენით გადაადგილება 2-ჯერ იაფი ჯდება, ვიდრე რკინიგზით ან გემებით.ამასთან, უნდა ითქვას, რომ მილსადენების მშენებლობის ბუმი არის აზიაში, რადგან აქ საბადოები განლაგებულია ღმად კონტინენტში და მისი გამოზიდვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ყველაზე დიდი არის “ტრანსნეფტი”. მას რუსეთის სიღმეებიდან ევროპაში გააქვს ნავთობი. წელს რუსეთიდან ექსპორტირებულია 190 მილიონი ტონა ნავთობი, აქედან ტრანსნეფტის სისტემით – 146 მილიონი ტონა. ამას რუსები ახმარენოდესა-ბროდის მოლსადენს (5 მილიონი ტონა წელიწადში), სანკტ-პეტერბურგამდე “ჩრდილოეთის” მილსადენის მშენებლობა დაიწყო, რომლის გატარების სიმძლავრე წელიწადში 24.6 მილიონი ტონა იქნება. იგი ძალაში 2007 წელს შევა. ამასთან რუსეთი ახორციელებს პროექტს”სამხრეთი”, სადაც ჩეჩნური და ყაზახური ნავთობი ნოვორასიისკამდე ჩავა და სიმძლავრე 15 მილიონი ტონა იქნება.
მნიშვნელოვანია ყაზახეთის და რუსეთის ომი ჩინეთის ბაზრის დასაპყრობად. ყაზახეთმა და ჩინეთმა დაიწყეს და 2006 წელს დაამთავრებენ მილსადენს, რომელიც ჩინეთში ყაზახურ ნავთობს პირდაპირ შეზიდავს (ადრე მას ნავთობი, ძირითადად, რუსეთის და საქართველოს გავლით გამოჰქონდა). ამის საპასუხოდ რუსეთმა სახალინიდან ნავთობსადენის მშენებლობა დაიწყო. ამ მიმართულებით ნავთობი ჩინეთზე ადრე რკინიგზით იუკოსს გადაჰქონდა, რაც არც თუ ისე მომგებიანი იყო და შემდგომ არცერთმა კომპანიამ არ გააგრძელა, ამიტომ ახალი მილსადენი, რომელშიც მონაწილეობისთვის რუსეთმა ტერიტორიებიც კი დაუთმო ჩინეთს, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მიმზიდველი პროექტი იქნება.
ჩინეთში ნავთობის მიწოდებას აზერბაიჯანიც აპირებს, თვით ჩინელები აქ რამდენიმე საბადოს ათვისებაში მონაწილეობენ.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი, დასავლელი თუ აღმოსავლელი ექსპერტების აღიარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი იქნება, რომელიც წელიწადში 50 მილიონ ბარელს გადაზიდავს. ეს პროექტი დასავლეთის ენერგო უსაფრთხოებისა და აზიის ეკონომიკური განვითარების წყაროა. ამიტომ პროექტი დაშვებული ხარვეზების გამო, როგორც არ უნდა აკრიტიკონ, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია და მას ვერაფერი შეაჩერებს. რაც შეეხება ზოგიერთ ტექნიკურ დეტალს, მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის პროცესში სწორდება და ექსპლუატაციისათვის ეს მილსადენი ყველაზე უსაფრთხო იქნება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბევრი მილსადენი ძალიან ძველია ხშირად და ტექნიკურად გაუმართავი.
მილსადენების დეფიციტის მიუხედავად, რკინიგზით გადაზიდვა მაინც პოპულარული რჩება. მეტიც, რუსეთის მონაცემებით, ის სწრაფი ტემპებით იზრდება. აქედან გამომდინარე, არც ყულევის ტერმინალი დარჩება დაუტვირთავი და არც ბათუმის, რომელიც ყაზახეთის გოგირდიან ნავთობზეა ორიენტირებული.
დასკვნის სახით:
– ძვირდება ნავთობ-მოპოვება და მისი ტრანსპორტირება, მილსადენების მშენებლობა და შენახვა სერიოზულ ინვესტიციებს მოთხოვს და ესეც ძვირდება;
– ნავთობ-მოპოვების რეგიონებში იზრდება კონფლიქტები ტერორიზმის თუ სამოქალაქო ომების გამო;
– იზრდება მოხმარება ნავთობზე, განსაკუთრებით აზიურ ნაწილში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს;
– მცირდება ნავთობ-მარაგები მსოფლიოში, ახალი საბადოების აღმოჩენა თითქმის იშვიათობა გახდა;
– ალტერნარტიული საწვავის შექმნას ბოლო არ უჩანს და ალბათ, უახლოეს ხანებში ვერ მოხერხდება;
აქედან გამომდინარე, ნავთობის ფასების კლებასაშუალოდ 35 დოლარზე ქვევით მოსალოდნელი არ არის, პირიქით, ის ამ ფაქტორთა გამწვავებასთან ერთად მუდამ გაიზრდება და შეიძლება რეკორდი 2005 წელს მოხსნას კიდეც.
აქ კი საქართველოს ეკონომიკისთვის რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი:
1. მის ტერიტორიაზე გაივლის ყველაზე მნიშვნელოვანი მილსადენი და გაზსადენი თავის დადებითი შედეგებით;
2. აქტუალური რჩება გადაზიდვის ალტერნატიული მიმართულებები, პორტები და რკინიგზა (შეიძლება რკინიგზები) უფრო დაიტვირთება.
3. მის ღარიბ და ძვირადდასამუშავებელსაბადოებს ინვესტორები გამოუჩნდება.
რაც შეეხება უარყოფით მხარეს, იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს და მათი სამომხმარებლო კალათის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ენერგომატარებლები შეადგენენ, სხვა საქონლის მოხმარება მკვეთრად შემცირდება, მით უფრო, ლარის ასეთი სიმყარის და სავაჭრო ბალანსის ასეთი დეფიციტის პირობებში. შემცირდება ვაჭრობა და მშპ-ის ზრდა.მომხმარებლის შემცირება, შიდა ბაზარს ინვესტორისთვის არა მიმზიდველს გახდის.ამიტომ მნიშვნელოვანია პერსპექტიული ენერგო-უსაფრთხოების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავება და ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო სწრაფად განხორციელება.
(ამ პროგრამის ჩვენეული ვარიანტის შესახებ იხილეთ დისკუსია ჩვენს ვებ გვერდზე)