რედაქტორისაგან
ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია
2005 – გარდატეხის წელი წელს ბევრი ახალია ეკონომიკაში: საგადასახდო კოდექსი, საფინანსო ამნისტია, დერეგულირების ახალი პაკეტი, ახალი მსხვილი ინვესტორების შემოსვლა ჩვენს ბაზარზე და ევროპასა თუ ნატოში ინტეგრაციის ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი, განათლების და სოციალური რეფორმები.
ბუნებრივია, ამნსტიასთან ერთად, საგადასახადო ორგანოების ადმინისტრირების ხარისხი გამკაცრდება, ფაქტიურად, ახალი კოდექსის მიხედვით, ახალი საგადასახადო კოდექსის მუხლები, სხვადასხვა რაკურსით, ყველა მოალაქეს ეხება. ამდენად, ქართულ ბიზნეს-სამყაროს სერიოზული საქმიანი გვერდში დგომა სჭირდება და ინვესტორთა დოღში რომ არ დაიკარგოს, მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური და იურიდიული მხარდაჭერა და კონსალტინგი.
ეკონომიკურ მეცნიერებაში საინტერესოა განათლების რეფორმა და მეცნიერების შესახებ კანონის ამოქმედება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ასპარეზი სჭირდებათ, ახალგაზრდა, მხცოვან მეცნიერებს, თუ თვით ამ განათლების რეფორმის რეკლამირებას და საინფორმაციო მხარდაჭერას. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ახალი პროექტი განვახორციელოთ ახალ პარტნიორთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად და სრულად შევცვალოთ სტილი, ყურადღება გადავიტანოთ მეწარმეთა დახმარებაზე და მათი პრობლემების განხილვაზე. წარმოვაჩინოთ ისინიც და მათი სატკივარიც. ყოველ ნომერში საგადსახადო კოდექსიდან, მთავრობის ეკონომიკური რეფორმიდან და ბიზნესის შექმნის და წარმოების თემებიდან თითო საკითხს განვიხილავთ, მათ შორის, როგორ შევქმნათ და ვმათრთოთ ფირმა, როგორ ვაწარმოოთ ბუღალტრული აღრიცხვა და ბანკებიდან მივიღოთ კრედიტი, როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი და მოვიძიოთ ბაზარი. ჟურნალში იქნება უფასო იურიდიულ-ეკონომიკური კონსულტაციები, დახმარება პრაქტიკულ საქმეებში და სამუშაო ადგილების, ასევე კვალიფიციური კადრების მოძიება. განათლების ნაწილში გავშუქებთ მეცნიერების და უმაღლესი განათლების მიღების პრობლემებს და მსურველებს დავეხმარებით თუ როგორ მივიღოთ უცხოეთში განათლება. დავეხმარებით პროფესიულ გადამზადებაში იმ ადამიანებს, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ და პროფესიის შეცვლა სურთ. სავაჭრო პალატასთან ერთად მივცემთ საშუალებას მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში, რათა თავიანთ საქონელს და მომსახურეობას რეკლამირება გაუწიონ და პარტნიორები იპოვონ.
მნიშვნელოვანი იქნება ევროინტეგრაციის თითოეული პრობლემის განხილვა და ჩვენი ბიზნესმენების როლი და ადგილის განსაზღვრა ამ ინტეგრაციში. იმედია, ჩვენ შევძლებთ თქვენ გვერში დოგმას ეკონომიკური რეფორმების ამ მეტად რთულ ეტაპზე და საქართველოს ბიზნეს დავეხმარებით ბაზარზე მნიშვნელოვანი სეგმენტის დაჭერაში.
ამ მიზნების ეფექტური განხორციელებისათვის სავაჭრო პალატასთან ერთად, დავაარსეთ “თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტი”, რომელიც ეცდება გახდეს ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობის, ადამიანთა ეკონომიკური განათლების მიღების და დასაქმების, ახალი ბაზრის და ინვესტიციების მოძიების, ევრო სტრუტურებთან დაახლოების ცენტრი. ჩვენ ვიღვაწებთ თქვენთვის და საქართველოსათვის.