დეპოზიტების დაზღვევა, როგორც საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის საფუძველი
ირინა ვაშაყმაძე
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საბაზრო პრინციპების დანერგვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის საფუძვლის – დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბება.
ბანკის ძირითადი ფუნქციიდან გამომდინარე? ის წარმოადგენს მევალეს, ერთი მხრივ, მეანაბრეთა წინაშე და მეორე მხრივ? კრედიტის ამღების წინაშე. ბანკების მეანაბრეები დგანან საკუთარ ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების დაკარგვის? ხოლო ბანკი – გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის რისკის წინაშე. აღნიშნულ წინააღმდეგობრივ პროცესში ობიექტურად წარმოიშობა რისკი და შესაბამისად, ამ რისკის მინიმუმამდე დაყვანისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა. ამ წინააღმდეგობრივი ამოცანის გადაჭრის იდეალურ საშუალებას წარმოადგენს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება. ასეთი სპეციალური ორგანიზაციის საქმიანობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სადაზღვევო ფონდის ხარჯზე, რომელსაც ეს ორგანიზაცია განკარგავს, თავის თავზე იღებს ვალდებულებებს მეანაბრეთა მიმართ, რომ ბანკების გაკოტრების შემთხვევაში მათ ანაბრები დაუბრუნდებათ.
საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის, დეპოზიტების დაზღვევის გამზადებული მოდელი და შესაბამისად, გამოცდილება საქართველოს არ გააჩნია. რაც შეეხება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის მოდელების საქართველოში დანერგვას, მათი პრაქტიკული განხორციელებისთვის წინასწარი პირობების მოუმზადებლად და სახელმწიფოებრივი ინტერესების გაუთვალისწინებლად ზიანის მომტანი იქნება ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის Uუსაფრთხოებისათვის. მხედველობაში გვაქვს შემდეგი გარემოებები: ჯერ ერთი? დეპოზიტების დაზღვევის სხვადასხვა მოდელებს აქვთ ერთი მიზანი – დაიცვან ბანკების ინტერესები და მათი კლიენტების უფლებები, ამასთან ამ მიზნის მიღწევის საშუალებები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომელთა გამოყენებისთვის დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე ქვეყნის ფინანსური პოტენციალი არასაკმარისი დონითაა წარმოდგენილი; მეორე, ზოგიერთ ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევა სავალდებულო ფორმით ხორციელდება, ზოგან კი – ნებაყოფლობით. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ დეპოზიტების დაზღვევა ერთგან ხდება სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ, მეორეგან – არასახელმწიფო სექტორში. ასევე განსხვავებულია სადაზღვევო ტარიფებიც. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ისეთი პრაქტიკა, როდესაც ბანკები წინასწარ იხდიან სადაზღვევო შენატანებს (გარკვეულ პროცენტს მათ მიერ მოზიდული დეპოზიტების საერთო ჯამიდან), ზოგან კი ბანკები სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას იხდიან მათ მიერ მოგროვებული დეპოზიტების წილის პროპორციულ თანხას ისე, რომ მიღებული სადაზღვევო შენატანების ჯამმა დაფაროს ზარალი; მესამე, დადგენილია ერთ მეანაბრეზე გასაცემი მაქსიმალური თანხის მოცულობა, ერთ ბანკზე გასაცემი თანხის ზედა ზღვარი და ასევე კლიენტს უბრუნდება დაკარგული თანხის მხოლოდ ნაწილი; მეოთხე, სადაზღვევო პრემიების და სადაზღვევო თანხების მოცულობა პირდაპირპროპორციულ კავშირშია საბანკო სისტემის მდგრადობასთან, რადგან ქვეყანაში, სადაც სტაბილური საკრედიტო დაწესებულებები ფუნქციონირებენ, ანარიცხები სადაზღვევო ფონდში მინიმალურია, ხოლო სადაზღვევო თანხები უზრუნველყოფენ ზარალის მაქსიმალურ დაფარვას; მეხუთე, არასტაბილური საბანკო სისტემის დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემაში ხშირად მონაწილეობას იღებს სახელმწიფო თავისი ბიუჯეტის სახსრების მეშვეობით.
დღეს მსოფლიოში საბანკო დეპოზიტების დაზღვევის საქმეში დისკუსიის მთავარი ობიექტია სტიმულები, რომლებიც ჩადებული უნდა იყოს შენატანის დაცვის სისტემაში. ეს სტიმულები ეხება ყველა დაინტერესებულ პირს – წვრილ და მსხვილ მეანაბრეებს, საბანკო მენეჯერებს, სახელმწიფო მოხელეებს, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებების შემმუშავებელ პასუხისმგებელ პირებს. აუცილებელია დეპოზიტების დაცვის სისტემაში ყოველი დაინტერესებული მხარე ხედავდეს თავის სარგებელს.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მრავალმა ქვეყანამ მიიღო საბანკო სისტემის კრიზისულ პერიოდში. აშშ-ში დიდი დეპრესიის დროს, დიდ ბრიტანეთში საბანკო კრიზისის დროს 70-იან წლებში, იტალიაში უმსხვილესი ბანკის “ბანკო ამბროზიანოს” კრიზისის დროს.
ამჟამად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საბაზრო ეკონომიკის ყველა ქვეყანაში არსებობს. თავდაპირველად ეს სისტემა ჩეხოსლოვაკიაში დაინერგა, ამასთან, საბანკო რეგულირების სისტემაში უფრო სერიოზული ისტორიული ეტაპი იყო ამ სისტემის შემოღება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დიდი დეპრესიის შემდგომი პერიოდი გამოირჩეოდა მოსახლეობის უნდობლობით საბანკო სექტორის მიმართ, რაც საგრძნობლად ართულებდა ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის პრობლემების გადაჭრას.
1933 წელს აშშ-ში ჩამოყალიბდა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია? რომლის წევრიც გახდა ყველა ფედერალური ბანკი. დეპოზიტების დაზღვევის ამ სისტემის ანალიზმა დაგვანახა, რომ მისი საქმიანობით გამოწვეული ხარჯები აღემატებოდა მისი შენახვის ხარჯებს. კერძოდ, თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1900-1933 წლებში გადაიტანა საბანკო სისტემის 14 კრიზისი (აქედან 11 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ბანკების მიერ აღებული ვალდებულებების მასიურ შეუსრულებლობას), 1933 წელს, დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის შექმნის შემდგომ პერიოდში აშშ ბანკების კრახს, გამოწვეულს “დომინოს ეფექტით” ადგილი არ ჰქონია, მაგრამ არსებული სისტემა დახვეწას მაინც მოითხოვდა.
დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია ავალდებულებდა თითოეულ დაზღვეულ ბანკს წელიწადში ორჯერ გადაეხადა სადაზღვე ვო შენატანი, რომლის სიდიდეც განისაზღვრებოდა დაზღვეული დეპოზიტების რაოდენობის მიხედვით. აღნიშნული ღონისძიების შედეგად დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ შეამცირა მეანაბრეების მიერ დეპოზიტების მასობრივი გატანის შემთხვევების რიცხვი, თუმცა ვერ შეაჩერა ბანკების გაკოტრების ბევრი შემთხვევა.
დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია იქცა კრიტიკის ობიექტად. კრიტიკა ეხებოდა არა იმდენად დეპოზიტების დაზღვევის ფუნდამენტალურ კონცეფციას, არამედ დაზღვევის ფედერალური სისტემის მართვის მეთოდებს. დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია იღებდა ფიქსირებულ გადასახადს ყველა დაზღვევას დაქვემდებარებული დეპოზიტებიდან. მიუხედავად ბანკების ლიკვიდობის დონისა, ფიქსირებული გადასახადის ასეთი სისტემა ბანკებს აძლევდა სტიმულს? აეღოთ თავის თავზე დიდი რისკი, რადგან სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას დაებრუნებინა კლიენტისთვის თავისი თანხა ბანკის გაკოტრების დროს. შექმნილ სიტუაციაში ხდებოდა ყველაზე რისკიანი ბანკების ფაქტიური სუბსიდირება. ამიტომ აუცილებელი იყო ისეთი დაზღვევის სისტემის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებდა ბანკის რისკიანობის ხარისხს.
აშშ-ს ბანკების მიერ ფონდში ყოველწლიურად შესატანი თანხის ოდენობა თითოეულისთვის დაზღვეული ანაბრების 1%-ის 1/12-ს შეადგენდა. ამასთან, ბანკებს უფლება ჰქონდათ აღნიშნული შენატანები აშშ-ს მთავრობის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში დაებანდებინათ, რაც მთავრობის ირიბ დაკრედიტებასაც ნიშნავდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დეპოზიტების დაზღვევის ყველაზე განვითარებული სისტემა ამერიკულია, ამიტომ საინტერესოა ამერიკული დეპოზიტების დაზღვევის სისტემის პროცედურები. კერძოდ:
– ბანკის გაკოტრების შემთხვევაში მეანაბრეებისთვის დაზღვეული ანაბრების გაცემა, გაკოტრებული ბანკის აქტივების გაყიდვა და ზარალის დაფარვა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ხარჯზე
– მყიდველ ბანკთან შერწყმა და ზარალის ჩამოსაწერად კომპენსაციის სახით მისთვის განსაზღვრული რაოდენობის თანხის გაცემა
– მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბანკებისათვის დახმარების ღიად გაწევა
– “ხიდის პრინციპის ბანკების” შექმნა
– პროგრამა “თავშეკავების” გატარება იმ ბანკების მოთხოვნების საპასუხოდ, რომელთა სიძნელეები დაკავშირებულია ეკონომიის ზოგიერთი დარგის (მაგალითად, სოფლის მეურნეობის) დაფინანსებასთან
ამერიკულ სისტემაში წამყვან როლს თამაშობს დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია, რომელიც ასრულებს 4 მარეგულირებელ ფუნქციას: 1) ათანხმებს ახალი საკრედიტო ორგანიზაციების შექმნას; 2) ახორციელებს რევიზიებს; 3) არეგულირებს დეპოზიტების განაკვეთებს; 4) მართავს უკვე გაკოტრებულ და აგრეთვე იმ ბანკებს? რომელთაც უახლოეს ხანებში მოელით გაკოტრება. ამას გარდა? 1989 წელს მიღებული კანონის საფუძველზე კორპორაცია პასუხს აგებს გაკოტრებასთან დაკავშირებული სატრასტო კორპორაციის და შემნახველი ასოციაციების სადაზღვევო ფონდის საქმიანობაზე.3
1967 წელს საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა შეიქმნა კანადაში. ამ ქვეყნის კორპორაცია გაკოტრებული ბანკის მეანაბრეებს 60000 კანადურ დოლარს (60000 აშშ დოლარი) უხდიდა? ამასთან? დაზღვეული დეპოზიტების სადაზღვევო შესატანი 0?1%-ს შეადგენდა.
1971 წელს საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა შეიქმნა იაპონიაში. იაპონიის დეპოზიტების დაზღვევის კორპორაცია ერთ მეანაბრეზე 10 მლნ იენს (68000 აშშ დოლარი) ანაზღაურებდა, ხოლო სადაზღვევო პრემია 0?012%-ს შეადგენდა.4 1976 წელს საბანკო დეპოზიტების დაცვის ფონდი შეიქმნა გერმანიაში? რომელსაც გერმანული ბანკების ფედერალური ასოციაცია (არასახელმწიფო) ხელმძღვანელობდა, რომელშიც მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო. ყოველწლიურად გადასახადი ბანკის სრულ ვალდებულებათა 0?03%-ს შეადგენდა. ამასთან, ერთ მეანაბრეზე გარანტირებული იყო შეტანილი თანხის 30%-ის გადახდა. 1982 წელს შეიქმნა დიდ ბრიტანეთში მეანაბრეთა დაცვის ფონდი? რომელიც 200000-მდე ფუნტი სტერლინგის (350000 აშშ დოლარამდე) 75%-ს ანაზღაურებდა.5
აღმოსავლეთ ევროპა ანალოგიური სისტემის შექმნის აუცილებლობის წინაშე დადგა. აღნიშნული ქვეყნებიდან პირველმა უნგრეთმა დააფუძნა საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. 1993 წლიდან ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ბანკებმა შეიტანეს საწევრო შენატანი საკუთარი კაპიტალის 0?5% და ყოველწლიური სადაზღვევო პრემია ანაბრების 0?02% ოდენობით დააწესეს. ბანკის გაკოტრების შემთხვევაში ყოველ საბანკო ინსტიტუტზე და კერძო პირზე გაიცემა კომპენსაცია ბანკში მისი ანაბრის ნაშთიდან? მაგრამ არა უმეტეს 1 მლნ ფორინტისა (5?1 ათასი აშშ დოლარი).
1993 წლის ივლისში ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა შემოიღო საბანკო დეპოზიტების დაზღვევა ქვეყნის კომერციულ ბანკებში. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით? სადაც საბანკო დეპოზიტების დაზღვევა გავრცელდა მხოლოდ ფიზიკური პირის ანაბრებზე. ბანკის გაკოტრების შემთხვევაში ყოველ მეანაბრეზე გაიცემოდა 80% მისი შენატანი თანხიდან? მაგრამ არა უმეტეს 100 ათასი კრონისა (3 ათასამდე აშშ დოლარი). დაზღვევის პრემია? რომელიც გაიცემოდა ჩეხეთის ბანკების მიერ დამზღვევ ფონდში? წელიწადში შეადგენდა დაზღვეული ანაბრების თანხის 0?5%.
შემდგომ საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა შემოღებულ იქნა პოლონეთში (1996 წ. თებერვალი)? რომლის თავისებურებასაც წარმოადგენდა ის, რომ სახეზე იყო კერძო კომერციული ბანკების დისკრიმინაცია სახელმწიფო, სოფლის მეურნეობის და შემნახველ ბანკებთან შედარებით, რომლებიც იხდიდნენ სადაზღვევო პრემიას ორჯერ ნაკლები ოდენობით (სახელმწიფო ბანკები ანაბრების დაზღვევის თანხიდან 0,2%, ხოლო ყველა დანარჩენი – 0,4%). ამასთან, სოფლის მეურნეობის და შემნახველი ბანკების ანაბრები 1999 წლამდე გარანტირებული იყო სახელმწიფოს მიერ.
1992-93 წლებში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა რუსეთშიც ჩამოყალიბდა. ამ ქვეყნის კომერციული ბანკები ცენტრალურ ბანკთან არსებულ ორ ფონდში – ბანკების გაკოტრებისგან დაზღვევის და ბანკების დეპოზიტების დაზღვევის ფონდში (თითოეულში) თავიანთი წლიური შემოსავლების 1%-ს რიცხავდნენ. შემდგომში ეს ორი ორგანიზაცია ერთ ფონდად – რუსეთის საბანკო დაწესებულებების აქტივების დაზღვევის ფედერალურ ფონდად გარდაიქმნა? რომელიც ახორციელებდა მხოლოდ მოქალაქეთა ანაბრების დაცვას.7
ამრიგად, განვითარებული საბაზრო ურთიერთობების ქვეყნებში არსებული დეპოზიტების დაზღვევის სისტემის კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს შემდეგი კრიტერიუმებით:
– კომერციული ბანკების მონაწილეობის მიმართ მოთხოვნის მიხედვით:
1. სავალდებულო; 2. ნებაყოფლობითი.
* რეგულირების უფლების მიხედვით:
1. იმპერატიული; 2. დისპოზიტიური.
* დასაზღვევი ობიექტის არეალის მიხედვით:
1. სრული; 2. შეზღუდული; 3. დისკრეციული.
* დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფუნქციონირებადი ორგანოების საკუთრების ფორმის მიხედვით:
1. სახელმწიფო; 2. კერძო; 3. შერეული.
– გადასახდელების განაკვეთების განსაზღვრის პრინციპის მიხედვით:
1. ფიქსირებული; 2. ბანკებისა და მისი ოპერაციების დიფერენციაციის მიხედვით (ფინანსური მდგომარეობის და საბანკო ოპერაციების რისკის დონიდან გამომდინარე); 3. დროის მიხედვით დიფერენცირებული (დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მიმდინარე სიდიდის და სავალდებულო გადახდების მოცულობიდან გამომდინარე).
* სადაზღვევო გადასახდელების ფინანსური უზრუნველყოფის საქმეში სახელმწიფოს მონაწილეობის ხარისხის მიხედვით:
1. ცენტრალური ბანკის მიერ დამატებითი სახელმწიფო გარანტიების შექმნა საკრედიტო ხაზის სახით; 2. დამატებითი სახელმწიფოებრივი გარანტიების გარეშე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვადასხვა ქვეყნის სადეპოზიტო დაზღვევის სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მთელი რიგი სხვა არსებითი ნიშნებით, კერძოდ, მათში სხვადასხვაგვარად წყდება უცხოური ანაბრების დაზღვევის პრობლემები. მოცემულ პრობლემას ორი ასპექტი აქვს: რეზიდენტების სანქცირებული ანაბრების დაზღვევა საზღვარგარეთის ბანკებში და არარეზიდენტების ანაბრების დაზღვევა ეროვნულ ბანკებში. აქ ოპტიმალური იქნება შემდეგი მიდგომა: სადაზღვევო სისტემა ორიენტირებულია ადგილობრივი კომერციული ბანკის ყველა ანაბარზე მისი ეროვნული წარმომავლობის მიუხედავად. ეს წინასწარ განისაზღვრება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მიზნიდან გამომდინარე, რომელიც, სამამულო ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, ერთი მხრივ, ანაბრების ანაზღაურების გარანტიის უზრუნველყოფაში და, მეორე მხრივ, ამის საფუძველზე ეროვნული საბანკო სისტემის მდგრადობის ამაღლებაში მდგომარეობს.
როგორც განვითარებული ქვეყნების საბანკო პრაქტიკა მოწმობს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფუნქციონირების პირველ წლებში, მოცემულ სისტემაში ბანკის გაწევრიანების პროცესი. ნორმატიულ პრობლემებთან ერთად, რომელიც ზემოთ განიხილებოდა, ცხადია, რომ მსგავსი სისტემის შემოღება დაამძიმებს ბანკის საგადასახდელო ტვირთს და ყველა ბანკი ვერ შეძლებს წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად გადაჭრას. ამიტომ საჭიროა განსაკუთრებულ პირობებში ბანკის დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში შესასვლელად სუბსიდირების სისტემის შემოღება. ამ სისტემის არსებობისთვის – დახმარების მიღებისთვის მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებია საჭირო.
ამრიგად, სხვადასხვა ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გამოცდილების მოკლე განხილვამ დაგვანახა, რომ საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბებისთვის მსოფლიოში არსებული გამოცდილება არასაკმარისია ჩვენი ქვეყნის კონკრეტული პირობებისათვის. ამიტომ აღნიშნული საკითხი მეცნიერულ-პრაქტიკულ გააზრებას და ღრმა გამოკვლევას მოითხოვს, ვინაიდან ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად არის მზად ჩვენი სახელმწიფო, მისი ეკონომიკა და პირველ რიგში, თვით საბანკო სისტემა ასეთი საპასუხისმგებლო მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებისთვის. არადა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის ობიექტური მოვლენაა და იგი ამ პროცესის დაჩქარების აუცილებლობას მოითხოვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საფინანსო სისტემის და კაპიტალის ბაზრის ცვალებადი და დინამიკური განვითარება აუცილებელს ხდის საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ პოლიტიკაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას და არსებულ სიტუაციასთან ადაპტირებას, რათა საფინანსო სისტემის ეფექტურობის ზრდის პარალელურად მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საბანკო საფინანსო კრიზისების ალბათობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკაში ბანკების მნიშვნელობა, ბანკების გაკოტრებისას დეპოზიტების მიერ თანხების დაკარგვის შესაძლებლობა და რისკის შემცირების აუცილებლობა აიძულებს ქვეყნებს შექმნან ფინანსური უსაფრთხოების სისტემა. ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა, რომელსაც ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებასთან ერთად შეუძლია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მიღწევა. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დეპოზიტების დაზღვევის ეფექტურ სისტემას შეუძლია გარკვეულწილად გაანეიტრალოს შეზღუდული რაოდენობის ბანკების ერთდროული წარუმატებლობა, მაგრამ არ შეუძლია მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიოს სისტემურ საბანკო კრიზისს. აღნიშნულიდან გამომდინარე დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბება უფრო რთული პროცესია, როდესაც არაა განსაზღვრული ფინანსური სტაბილურობის არსებული პრობლემები. მხედველობაში გვაქვს, ყველა დეპოზიტის დამზღვევის მიერ ინფორმაციის მიღება ფულადი რესურსების და დაფინანსების სქემის განვითარებაში, ბანკის აქტივებისა და მათი ლიკვიდაციისთვის აუცილებელი დროის შესახებ მონაცემები დანაკარგის რისკის შემცირების შესაძლებლობები გაკოტრებული ბანკების ადრიანად დახურვისათვის, ბანკების კაპიტალის მდგომარეობის, ლიკვიდურობის, კრედიტების ხარისხის რისკის მართვის პოლიტიკისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ფლობა და სხვა.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის, პირველ რიგში, უნდა იქნეს შემუშავებული საკანონმდებლო ბაზა. ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო საბანკო პრაქტიკაში ცნობილია ორი სისტემა. პირველი მოიცავს ბანკების დახურვის შემდეგ დეპოზიტარების პრეტენზიების გასტუმრებას. შესაბამისად, მას არა აქვს რეგულირების და ზედამხედველობის ვალდებულება და ჩარევის უფლებამოსილება. თუმცა, ეს სისტემა მოითხოვს დეპოზიტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ბანკის გაკოტრების შემდეგ დეპოზიტარების თავისდროული და ეფექტური კომპენსირებისთვის საჭირო ადეკვატურ დაფინანსებას.
მეორე სისტემაში დეპოზიტის დამზღვევს აქვს შედარებით ფართო უფლებამოსილება. ეს უფლებამოსილება შეიძლება მოიცავდეს: დეპოზიტის დაზღვევის სისტემაში შესვლის და გამოსვლის კონტროლის შესაძლებლობას? საკუთარი რისკის მართვის და შეფასების შესაძლებლობას, ბანკის ექსპერტიზის ჩატარების უფლებას. დეპოზიტების დაზღვევის შერჩეული სისტემის შემოღება და ამოქმედება სტრატეგიული ღონისძიებაა. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო კომერციული ბანკებისა და მთლიანად საბანკო სისტემისთვის? არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი მომზადდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კანონის ამ სახით მიღება ნაადრევ ნაბიჯად მიიჩნია და ამიტომ დღესაც მიმდინარეობს 2003 წელს ჩამოყალიბებული დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მოწყობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების სრულყოფაზე მუშაობა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი ამახვილებს ყურადღებას განვითარებულ ქვეყნებში არსებულ სისტემებზე.
ამრიგად, საბანკო დეპოზიტების დაცვის სისტემას სისტემური ხასიათი რომ ჰქონდეს და ამასთანავე არ ეწინააღმდეგებოდეს საბაზრო სტიმულებს, ამისთვის აუცილებელია:
– საბანკო საქმიანობის და სტრუქტურის ანალიზის საფუძველზე საბანკო დეპოზიტების სადაზღვევო სისტემისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სადაც ასახული იქნება დაზღვევის სქემასთან დაკავშირებული ევროდირექტივებში გათვალისწინებული ძირითადი საკითხები;
– სადაზღვევო სისტემის ადმინისტრაციული რეგულირების ორგანიზაცია, სადაც გათვალისწინებული იქნება დაზღვევის სავალდებულო სისტემის შექმნა;
– დამოუკიდებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს შექმნა, რომლის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე კომერციული ბანკების ან საბანკო ასოციაციების წარმომადგენლები;
– სადაზღვევო სისტემის ფინანსური და საკრედიტო უზრუნველყოფა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განვითარებული ქვეყნების დეპოზიტების დაზღვევის სისტემების ანალიზს თუ საფუძვლად დავუდებთ ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, საშუალება მოგვეცემა დავასკვნათ, რომ ეფექტურად ფუნქციონირებადი დეპოზიტების დაზღვევის სისტემას მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა შეუძლია. კერძოდ: პირველი- უზრუნველყოს მისი წევრების და მთლიანად საბანკო სისტემის მდგრადობა; მეორე- შეუქმნას მეანაბრეებს, უპირველეს ყოვლისა, მცირე მოცულობის თანხების მქონე მეანაბრეებს, გარანტიები ბანკის გაკოტრების შემთხვევაშიც კი და, მესამე- აამაღლოს საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის და მეწარმე სუბიექტების ნდობის ხარისხი.