მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის ახალი ორგანიზაცია მეხილეობაში

ლერი ჯალაბაძე

“უნდა ვეცადოთ, რომ რაც თვითოეულ ცალკე კაცისათვის მიუწვდომელია, ის ერთიანის შეკრულ-შებოჭვილ ღონით ვიმოქმედოთ: თვითეულის ცალკე გროში ერთად შევაგროვოთ, ღონე ღონეს შევაკეცოთ, შრომა შრომას მივუყენოთ და ამ გზით ბევრნი შევებნეთ უღელში ცხოვრების ავკარგიანობის საწევლად, რომ ჩვენი ნაოფლი, ჩვენი ნაღვაწი, ჩვენვე გვრჩებოდეს, ჩვენვე გვრგებოდეს””.
ილია ჭავჭავაძე

მიწის ყიდვა-გაყიდვის კანონის შემოღების შემდეგ ქვეყნის სოფლის მეურნეობაში მრავალი ახალი პრობლემა ამოტივტივდება. მიწების დიდი ნაწილი, ცხადია, ერთეულების ხელში აღმოჩნდება, მაგრამ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარ მიწას თავგამეტებით ჩაებღაუჭებიან იმის შიშით, რომ ქონების გარეშე არ დარჩნენ და უპოვარნი არ გახდნენ. ასეთთათვის განსაკუთრებით ძნელი იქნება იმ დიდი კონკურენციის გაძლება, რაც მიწის მსხვილ მეპატრონეთა წყალობით წარმოიქმნება. უფრო მეტიც, თუ მცირე მეურნეობები ბრძოლის ეკონომიკურ ველზე ცალ-ცალკე გავლენ, მათ გარდაუვალი გაკოტრება ელით და მათი მიწა მაინც სხვას დარჩება. ასეთ ვითარებაში აუცილებელია რეალური გამოსავლის მოძებნა:
1. სწრაფად გაიყიდოს მიწა და დროულად მოხდეს აღებული თანხის მიზანმიმართული კაპიტალდაბანდება რომელიმე სფეროში (თუნდაც სოფლად მომსახურების).
2. გამოინახოს საშუალებები მიწის ინდივიდუალურად გაფართოებისა და მიწიდან შემოსავლების ზრდისთვის (ეს შესაძლებელი იქნება საბანკო და სასპონსორო მექანიზმის ამუშავებით).
3. მოხდეს მცირე მიწების და ამ მიწებზე მცირე ტექნიკის და მომსახურების ინტეგრაცია და კოოპერაცია.

ამჟამად განვიხილოთ მესამე გამოსავალი გორის რაიონის მეხილეობის და სხვა დარგების მაგალითზე.

მეხილეობა ქვეყნის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ტრადიციული და წამყვანი დარგია. მეურნეობების და საკუთრების მრავალფორმიანობა მნიშვნელოვნად ართულებს ტექნიკის გამოყენებას და მომსახურების პირობებს. ეს განსაკუთრებით ითქმის ამ დარგში მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის გამოყენებაზე, როცა სხვადასხვა სახის ტექნიკური მანქანა-იარაღები და საშუალებებია გამოსაყენებელი. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო წლებში სოფელს ახალი ტექნიკური საშუალებები არ მიუღია, ხოლო არსებული აგრო-ტექნიკური სერვისის საწარმოთა 80%-ზე მეტი ფიზიკურად O თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის შესახებ;

აქციზური მარკების დამზადებაზე განაცხადის გაკეთების, მათი რეალიზაციის და აღრიცხვიანობის შესახებ;

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის მიღებაზე და წარმოებაზე სახელმწიფოებრივი კონტროლის განხორციელების შესახებ.

სომხეთი, ამჟამად, აწარმოებს როგორც ფილტრიან, ასევე უფილტრო სიგარეტს და პაპიროსს. წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია ერევანში და ნაწარმოები პროდუქციის უმეტესი ნაწილი ორ ძირითად ფაბრიკაზე მოდის: “არმტაბაკი” (სომხეთის სახელმწიფო კომპანია) და “გრანდ ტობაკო” (კანადურ-სომხური ერთობლივი საწარმო). გარდა ამისა, სომხეთში საქმიანობას ახორციელებს სამი საფერმენტაციო თამბაქოს ფაბრიკა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში თამბაქოს ინდუსტრიამ 1997 წლიდან სწაფად იწყო ზრდა. ამისთვის ქვეყანას ინდუსტრიის მთელი რიგი ხელშემწყობი გარემოებები გააჩნდა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მიწის გადასახადის და აქციზის დაბალი განაკვეთები. 1998 წელს საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებდნენ: სს “ქართლი”, სს “თბილთამბაქო”, შპს “თამბაქო”, შპს “ბრიჯი” და ბათუმის თამბაქოს ფაბრიკა. შემდეგში მათ რიცხვს დაემატა: შპს “ოჯთ”, შპს “ალგეთთამბაქო”, შპს “ყაზბეგი ტობაკო”, შპს “რესინვესტი”, შპს “პოსეიდონი”, შპს “ბათუმთამბაქო” და სხვები. ამასთან, გაიხსნა ბრიტანულ-ქართული თამბაქოს ერთობლივი კომპანია და კომპანია BAT-ის საქართველოს წარმომადგენლობა. საერთაშორისო კომპანიების საქართველოში რეგისტრაციისთვის დაახლოებით იგივე დოკუმენტაცია მოითხოვება, როგორც აზერბაიჯანის შემთხვევაში, ერთი განსხვავებით – სარეგისტრაციო მოსაკრებელი მხოლოდ 30-დან 180 ლარამდე მერყეობს (საქართველოში ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის ფირმის რეგისტრაციისთვის საჭირო თანხის 50%).

საქართველოს თამბაქოს წარმოების სფეროში სამეწარმეო საქმიანობა (თამბაქოს გადამუშავება ან/და დაფასოება) ექვემდებარება ლიცენზირებას. ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისათვის შეიძლება დადგეს მეწარმე პირის – ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს ამ და სხვა ქვეყნების თამბაქოს ინდუსტრიის დაბეგვრის კუთხით. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობით თამბაქოს წარმოება და რეალიზაცია ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით მარკირებას.

მსოფლიო პრაქტიკაში აქციზური მარკების გამოყენებას 18-20 წლიანი ისტორია გააჩნია და ის როგორც წესი, დაკრულია მაღალი მოთხოვნილების საქონელზე (ძირითადად თამბაქოს ნაწარმზე და ალკოჰოლურ სასმელებზე). აქციზური მარკების პრაქტიკაში შემოღება განპირობებულია საქონლის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესების, აგრეთვე დარიცხული გადასახადების ბიუჯეტში სრულად და თავისდროულად ამოღების მიზნით.

თამბაქოს ნაწარმის წარმოებისას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აქციზის განაკვეთი შეადგენს ღირებულების 50%-ს, იმპორტისას საბაჟო გადასახადი – საბაჟო ღირებულების 15%-ს. სომხეთში ადგილობრივ წარმოებაზე და იმპორტზე აქციზის განაკვეთი შეადგენს ღირებულების 100%-ს, ხოლო იმპორტისას საბაჟო გადასახადი – საბაჟო ღირებულების 10%-ს. საქართველოში კი გვაქვს დაბეგვრის ადვალური (ფიქსირებული და %-ული) განაკვეთები, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმი განსხვავებული განაკვეთებით იბეგრება: ადგილობრივი თამბაქო – 1 კგ. 20 ლარი; ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი და სიგარა – 1 კოლოფი 0,7 ლარი; ადგილორრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი – 1 კოლოფი 0,15 ლარი; იმპორტული თამბაქო – 1 კგ. 20 ლარი; ფილტრიანი იმპორტული სიგარეტი და სიგარა – 1 კოლოფი 0,9 ლარი; იმპორტული უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი – 0,25 ლარი.
თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ განვითარებული ქვეყნები. აშშ-ში, რომელიც თამბაქოს უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში თამბაქოს ნაწარმი იბეგრება ფედერალური, შტატის და ადგილობრივი აქციზის გადასახადით. მაგ. ქ. ნიუ-იორკის მწეველი შეძენილ კოლოფ სიგარეტზე აქციზის სახით იხდიდა 88 ცენტს, მ.შ. 8 ცენტს ქალაქ ნიუ-იორკის ბიუჯეტში, 56 ცენტს შტატის ბიუჯეტში, ხოლო 24 ცენტს – ფედერალურ ბიუჯეტში. ამის შემდგომ, 2000 წლის 1 იანვრიდან და 2002 წლის 1 იანვრიდან ფედერალური გადასახადი აქციზის სახით აშშ-მ კიდევ უფრო გაზარდა.
განვითარებულ ქვეყნებში, თამბაქოს დაბეგვრით მიღებულ შემოსავლებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში და ეს მაჩვენებელი საშუალოდ ევროპაში 3,5%-ს შეადგნს (ანალოგიურმა მაჩვენებელმა საქართველოში 2004 წელს 2,5% შეადგინა). მაგ. გერმანიის ფედერალურ ბიუჯეტში, რომელიც 1997 წელს 258.2 მილიარდი აშშ დოლარის ტოლი იყო, თამბაქოს დაბეგვრით მიღებულმა შემოსავლებმა 14.3 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა (ფედერალური ბიუჯეტის 5.4%), ანუ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 175 აშშ დოლარი. საქართველოში ეს მაჩვენებელი 5.2 აშშ დოლარის ტოლია.
ევროპის ქვეყნებში წელიწადში ერთ მწეველზე ბიუჯეტში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ჰოლანდიას – 2810,9 აშშ დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი – ავსტრიას 937 აშშ დოლარი. საქართველოში ეს მაჩვენებელი ძალზე დაბალია და უკანასკნელ წლებში 10 აშშ დოლარს არ აღემატება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ სფეროში გადასახადების დამალვაზე და კონტრაბანდის მასშტაბებზე.
ევროპის ქვეყნებს თამბაქოს დაბეგვრის განსხვავებული განაკვეთები გააჩნიათ. მაგალითად, იტალიაში გადასახადის განაკვეთი საცალო ფასის მიმართ 73%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი განაკვეთი გააჩნია დანიას და ეს მაჩვენებელი 84%-ს შეადგენს, შემდეგ მოდის პორტუგალია – 81%, შემდეგ დიდი ბრიტანეთი – 78% და ა.შ. საქართველოში ეს მაჩვენებელი 1999 წელს 35%-ს შეადგენდა, ამჟამად კი 50%-მდეა და ევროპაში ერთ-ერთ შედარებით დაბალ მაჩვენებლად ითვლება. თუმცა, რეგიონში ეს განაკვეთი არც ისე დაბალია და მრავალ სხვადასხვა ნეგატიურ მოვლენას იწვევს.

საბოლოო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში სიგარეტზე მაღალი საგადასახადო განაკვეთებია და ეს არის სიგარეტის კონტრაბანდის და გაყალბებული მარკების არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. კერძოდ, რუსეთის სიგარეტის ტარიფი და საგადასახადო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოსი, რაც არის სწორედ იმის უმთავრესი მიზეზი, რომ საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან მოდის და მარკირებულიცაა.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, საქართველოს მეზობელ თუ სხვა არამეზობელ ქვეყნებს განსხვავებული პოლიტიკა გააჩნიათ თამბაქოს ინდუსტრიისადმი, ისევე როგორც საქართველოს. თითოეულ მათგანს აქვს თამბაქოს ინდუსტრიის განვითარების გარკვეული ისტორიული წარსული, რომელზე დაყრდნობითაც წარმართავენ დარგის პოლიტიკას. ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ბაზარზეც დიდი წილი უჭირავს ე.წ. კონტრაბანდულ თამბაქოს ნაწარმს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და დარგის შემდგომი განვითარებისათვის გამოყენება.