საზამთროს რევოლუცია?

რედაქციისაგან

“რევოლუციის საშიშროება არ არსებობს”, – ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, რომელმაც პრეზიდენტობა მამამისის, ჰეიდარ ალიევისაგან მემკვიდრეობით მიიღო 2003 წლის არჩევნების შედეგად. საპარლამენტო არჩევნები ნოემბერში ჩატარდება.

აზერბაიჯანში კორუფცია ისევე გავრცელებულია, როგორც ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში. პარალელები რევოლუციის წინა პერიოდის საქართველოსთან, უკრაინასთან და ყირგიზეთთან აშკარაა, მაგრამ, თავად ალიევი რევოლუციის შესაძლებლობას არ განიხილავს. მისი რეჟიმი უფრო პოპულარულია, ვიდრე სხვა ექსსაბჭოთა ქვეყნებისა, ოპოზიცია დისკრედიტირებულია 2003 წლის მოვლენებით და კავშირით მთავრობასთან, სანამ მისი მამა, ჰეიდარ ალიევი, ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერი, 1993 წელს ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა. “მე ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ”, – აცხადებს ალიევი. მისი ქვეყანაც აღმავლობის გზაზეა. ახალი ნავთობსადენის მშენებლობით და ექსპლუატაციაში შესვლით შეიძლება აიხსნას დასავლეთის ტოლერანტობა ალიევისა და მისი კლანის ქმედებების მიმართ (თუმცა, აზერბაიჯანში ამერიკული სამხედრო ბაზების შესაძლო განლაგების შესახებ ჭორებს ალიევი უარყოფს).

ჩვენს ქვეყანაში არ ირღვევა ადამიანის უფლებები”, ამბობს პრეზიდენტი. მაგრამ ელმარ მამადიაროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, უშვებს იმ აზრს, რომ პოლიციამ მეტისმეტი მონდომება გამოიჩინა 21 მაისს დემონსტრაციის დარბევისას. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღრიცხეს პოლიციისა და სასამართლოს მიერ უფლებამოსილების გადამეტების უამრავი შემთხვევა. ისა გამბარი, 2003 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც თვლის, რომ არჩევნებში ალიევი დაამარცხა, აცხადებს, რომ დიდი განსხვავება უკრაინისაგან იმაში მდგომარეობს, რომ მისი ლიდერები დაარწმუნეს, ძალა არ გამოეყენებინათ. ალი კერიმლი, ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი აცხადებს, რომ დასავლეთი ახლა უფრო მკაცრად უნდა მოეკიდოს უზბეკეთს გასული თვის მოვლენების გამო.

ნავთობიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოზიციების გამყარებაში. ბაქოელ ბიუროკრატებზე ამბობენ, რომ ისინი ორ ხელფასს იღებენ – ოფიციალურ მიზერულ ხელფასს და დამატებებს ნაღდი ფულის სახით. ხოლო ნავთობი დამატებითი შემოსავლების შანსს იძლევა. თუმცა უკრაინის და ყირგიზეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ რევოლუციას ყველაზე მყარი რეჟიმის გადაგდებაც კი შეუძლია.

ალიევის ხელმძღვანელობის პირობებში Aაზერბაიჯანის მომავლის ორი შესაძლო პროგნოზი არსებობს მისი პიროვნების განსხვავებულ შეფასებებზე დაყრდნობით. ოპტიმისტური ვერსიით ის მართლა ფიქრობს საშუალო კლასის შექმნაზე, კორუფციის დაძლევაზე და ეკონომიკის ასაღორძინებლად ნავთობიდან შემოსავლების გამოყენებაზე. როდესაც დაახლოებით 20 წელიწადში აზერბაიჯანის წილი კასპიის ზღვის ნავთობში ამოიწურება, მოსახლეობის 40%, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს, სიღარიბიდან ამოვა. ასევე ალიევი შეცვლის მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ ძველი სკოლის პოლიტიკოსებს თანამედროვეებით.

ნაკლებად ოპტიმისტური ვერსიით კი, მიუხედავად მედიის მიუკერძოებლობაზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრისა, ალიევი ინარჩუნებს ძველ ელიტას იმიტომ, რომ ეთანხმება მას. ნავთობიდან მიღებული შემოსავლები დაიხარჯება, უთანასწორობის დონე ქვეყანაში კი გაიზრდება. რადიკალური ისლამი შემოიჭრება დაღესტანიდან ჩრდილოეთით ან ირანიდან სამხრეთით. ან სანავთობო შემოსავლები გამოყენებული იქნება მთიანი ყარაბახის დასაბრუნებლად. “მოთმინებას საზღვარი აქვს”, – ამბობს ალიევი. ერთ დღეს ეს მუქარა შეიძლება შესრულდეს კიდეც. ყარაბახის საკითხი იმდენად ხშირად განიხილება, რამდენადაც ხშირად ჰეიდარ ალიევის სახე თავსდება პორტერეტებსა და ცოკოლებზე.

ნოემბრის არჩევნებზე მოსალოდნელია ოპოზიციის გამსხვილება და მასთან გაერთიანებას გამბარი და კერიმლიც ცდილობენ.