ჩრდილოვანი ეკონომიკა – რეგიონული ასპექტები
რეცენზენტები: ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი რ. ოთინაშვილი, ეკ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი. კ. ერაძე, რედაქტორი ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი ე. ბარათაშვილი
წინამდებარე ნაშრომი მორიგი მცდელობაა ქართულენოვან ეკონომიკურ ლიტერატურაში ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის პრობლემათა გაშუქებისა. საკითხის რეგიონულ ჭრილში გადმოცემა ორგანულად უკავშირდება ტერიტორიულ ერთეულებში არსებულ საფინანსო ბაზას, მისი გამოთვლის მეთოდიკისა და გაზრდის შესაძლებლობებს, მაკროსივრცეში გასატარებელ ღონისძიებებს, თვითმმართველ ერთეულებში დაგროვებულ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს. ამ კუთხით ნაშრომი არის ჩრდილოვანი ეკონომიკის რეგიონულ პრობლემებთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირველი ქართულენოვანი ავტონომიური გამოკვლევა, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო წრეებისათვის, პრაქტიკოსებისათვის, ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
წიგნები საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტის და საწარმოს მართვის, იურიდიული საკითხების შესახებ
ანგარიშების სამუშაო გეგმა საბუღალტრო აღრიცხვის სისტემაში
ვ.დ. ნოვოდვორსკი, ე.ლ. ბელოვა.
სასწავლო-პრაქტიკულ სახელმძღვანელოში ახსნილია საორგანიზაციო-მეთოდური მიდგომა სხვადასხვა დარგის ორგანიზაციების ანგარიშების სამუშაო გეგმების ფორმირებასთან, განხილულია მისი აგების საერთო პრინციპები, ფორმირებისას დარგობრივი თავისებურებების პაუცილებლობის და გამოვლენის დასაბუთება, ასევე განხილულია სამუშაო გეგმის აგების საკითხები მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების პირობებში, სამუშაო გეგმის ვარიანტულობა და ანალიტიკურობა ეფექტური მართვის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
საგადასახადო დაბეგვრა – შემოსავლებისა და გასავლების საგადასახადო აღრიცხვა
ლ.ი. მალიავკინა.
წიგნში დაწვრილებითი კომენტარი კეთდება შემოსავლებისა და გასავლების შემადგენლობის შესახებ, ასევე მოცემულია მათი კლასიფიკაცია საგადასახადო ბაზის გათვლისას; განხილულია დაუსრულებელი წარმოების შეფასების მეთოდები.
საბუღალტრო აღრიცხვა
ვ.მ. ბოგაჩენკო, ნ.ა. კირილოვა.
სახელმძღვანელო მომზადებულია სახელმწიფო განათლების სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. იგი ადაპტირებულია სპეციალობა ”საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი” პროგრამის სასწავლო გეგმასთან, მაგრამ შეიძლება გამოყენებული იქნას საბუღალტრო აღრიცხვის შესწავლისას სხვა სპეციალობების სტუდენტების მიერ.