გამოვიდა ნიკო ჩიხლაძის ახალი ნაშრომი “საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სისტემები”
ნაშრომის რედაქტორები არიან: ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან აფციაური და ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გურამ უფლისაშვილირეცენზენტები: ემდ, პროფ. ევგენი ბარათაშვილი, ემკ. დოც. გიორგი ღავთაძე
ნაშრომში, საგადასახადო თეორიისა და პრაქტიკის საკითხებთან ერთად, უცხოეთის ქვეყნების საგადასახადო სისტემების გამოცდილების შესწავლის ფონზე განხილულია სახელმწიფოთა მიერ საკუთარი ფუნქციების შესრულების ეფექტურობა, რაც მათ ფინანსურ სიძლიერესა და შემოსავლებს უკავშირდება, ასევე თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ორმაგი დაბეგვრის პრობლემები. იგი აღნიშნული საკითხების ერთ-ერთი პირველი ქართულენოვანი ავტონომიური გამოკვლევაა.
ნაშრომი იბეჭდება ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მეწარმეობის კათედრის რეკომენდაციით (ოქმი #7, 14 აპრილი, 2004 წელი) და განკუთვნილია თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ეკონომისტებისათვის, მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის, მკითხველთა ფართო წრისათვის.