მცირე ჰიდროსადგურის შიდასაწარმოო რეზერვების გამოვლენა თანმიმდევრული ჯაჭვური ჩასმის მეთოდით

მაკა გუდიაშვილი

თანამედროვე პირობებში მრავალი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ადგას ელექტროსადგურების პრივატიზაციის გზას. პრივატიზაციას დაექვემდებარა თითქმის ყველა მცირე (10 მვტ-მდე) ელექტროსადგური, რომლებიც ელექტროენერგიით ამარაგებენ მაღალმთიანი რეგიონების მომხმარებლებს.

მნიშვნელოვანია, რომ შედარებით მცირე ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება მცირე ჰიდროსადგურების აღდგენა-რეაბილიტაციისათვის და მოხმარდება ექსტენსიური და ინტენსიური დატვირთვის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მოგვცემს დიდ ეკონომიკურ ეფექტს. საინვესტიციო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს თუნდაც საკუთარი ფინანსური რესურსების (მოგება, საამორტიზაციო ანარიცხები) ხარჯზე.
ელექტროენერგეტიკის, როგორც დიდი კაპიტალტევადობის დარგის, ეფექტიანობის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს საწარმოო სიმძლავრეების რაციონალური გამოყენება, რაც ექსტენსიური და ინტენსიური დატვირთვის ხარისხზეა დამოკიდებული. ელექტროენერგეტიკაში საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების გაუმჯობესებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც პროდუქციის გამოშვების გაზრდა ხდება იმავე ძირითადი საშუალებებით, ახალ საწარმოთა მშენებლობისათვის საჭირო დამატებითი კაპიტალური ხარჯების გარეშე.
საქართველოს მცირე ჰიდროსადგურების მუშაობის ეფექტიანობის ზრდის რეზერვების გამოვლენის მიზნით ჩავატარეთ მრავალფაქტორული მათემატიკური ანალიზი თანმიმდევრული ჯაჭვური ჩასმის მეთოდით{1}. შევარჩიეთ სამი მთავარი ფაქტორი, რომელთა რიცხობრივი გავლენისა და მოქმედების ხარისხის განსაზღვრა დასკვნით მაჩვენებელზე შესაძლებელია.
ეს ფაქტორებია:
ელექტროსადგურის მუშაობის დრო საათებში (სთ) – ა1
ელექტროსადგურის მუშა სიმძლავრე (კვტ) – ა2
საცალო ტარიფი (თეთრი) – ა3
დასკვნითი მაჩვენებელია რეალიზაციიდან ამონაგები (ლარი).
განსახილველად ავიღეთ პრივატიზებული, საკმაოდ მოძველებული მცირე ჰიდროსადგური, რომლის პირობითი მუშა სიმძლავრეა 7,7 მვტ. ჩვენი მიზანია, შედარებით მცირე ინვესტიციის ფარგლებში ჩავატაროთ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ჰესის ინტენსიური და ექსტენსიური დატვირთვის მაჩვენებლების გაუმჯობესებას გამოიწვევს.
1. ელექტროსადგურის მუშაობის დრო საათებში, კალენდარული დროის ფონდი არის საანგარიშო პერიოდში კალენდარულ დღეთა რაოდენობის ნამრავლი დღე-ღამეში საათების რაოდენობაზე, უწყვეტ ტექნოლოგიურ რეჟიმში მომუშავე საწარმოებისათვის (მაგ, ელექტროსადგური) იგი შეადგენს: 365ხ 24=8760 საათი.
ექსტენსიური დატვირთვის დაბალი მაჩვენებელი ანუ დროის უქმი კარგვა განპირობებულია ელექტროსადგურების მძიმე ტექნიკური მდგომარეობით (როგორც ცნობილია, ძირითადი საშუალებების დაძველებასთან ერთად მათი მუშაობის დროის პოტენციური შესაძლებლობა მცირდება), მარეგულირებელი წყალსაცავის მოცულობის სიმცირით ან არარსებობით, რემონტის საჭიროებით, სათბობის უხარისხობით ან უკმარისობით და სხვა.
განსახილველი ჰიდროსადგურის ექსტენსიური დატვირთვის მაჩვენებელი ღონისძიებების გატარებამდე შეადგენს 17,5%-ს.
ჰიდროსადგურის მუშაობის დროის (საათებში) გადიდების მიზნით ჩავატარეთ მარეგულირებელი წყალსაცავის აღდგენა-რეაბილიტაცია, რის შედეგადაც შესაძლებელია მდინარის წლიური ჩამონადენის რეგულირება და გამოყენება ელექტროენერგიის გენერაციისათვის, რამაც ექსტენსიური დატვირთვის მაჩვენებელი გაზარდა 25%-მდე.
2. ელექტროსადგურის მუშა სიმძლავრე.
ინტენსიური ფაქტორის რეალიზაცია დამოკიდებულია დროის ერთეულში მოწყობილობათა დატვირთვის გაზრდაზე. განსახილველი Hჰიდროსადგურის ინტენსიური დატვირთვის მაჩვენებელი ღონისძიების გატარებამდე 86%-ია.
ჰიდროსადგურის მუშა სიმძლავრის გადიდების მიზნით ჩავატარეთ ძირითადი საშუალებების კაპიტალური რემონტი, რის შედეგადაც აღდგა არსებული, მაგრამ უმოქმედოდ გაჩერებული ენერგეტიკული აგრეგატების ნომინალური სიმძლავრე და ისინი ამუშავდა. ჰიდროსადგურის მუშა სიმძლავრე კი მიუახლოვდა თავის საპროექტო ნიშნულს (დადგმული სიმძლავრე 9 მვტ-ია) და ინტენსიური დატვირთვის მაჩვენებელი თითქმის 100%-მდე გაიზარდა.
3. საცალო ტარიფი
განსახილველი ჰიდროსადგურის საცალო ტარიფი (3 თეთრი/კვტსთ) დადგენილია არსებული მეთოდოლოგიისა და მოქმედი კანონების შესაბამისი გაანგარიშებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს მცირე ჰესის საქმიანობის ყველა მიმართულების დამახასიათებელ მაჩვენებლებს.
არსებული ტარიფების სისწორის განსაზღვრა და კორექტირება მნიშვნელოვანია თანამდროვე სოციალური მდგომარეობის ფონზე.
საცალო ტარიფის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება დასკვნით მაჩვენებელზე უდავოა, საცალო ტარიფის შემცირებით დასკვნითი მაჩვენებელი მცირდება. ძირითადი საშუალებების ექსტენსიური (დროში) და ინტენსიური (დატვირთვის) ხარისხის გაუმჯობესებით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ისეთ შედეგს, რომ ტარიფის შემცირებით დასკვნითი მაჩვენებელი არათუ შემცირდება, არამედ მიიღება დამატებითი შემოსავალი.
თანმიმდევრული ჯაჭვური ჩასმის მეთოდის დანიშნულებაა ფაქტორთა გავლენის ზომის დადგენა დასკვნით მაჩვენებელზე, რამაც უნდა უზრუნველყოს შიდასაწარმოო რეზერვების გამოვლენა. ფაქტორთა შორის ერთ-ერთი განიხილება, როგორც ცვლადი, ხოლო ყველა დანარჩენი-მუდმივი სიდიდე. ყოველი ცვლადი ფაქტორის გავლენის დასადგენად რიგრიგობით უნდა გამოვიკვლიოთ თითოეული მათგანის განკერძოებული ზემოქმედება დასკვნითი მაჩვენებლის ცვლილებაზე. ხარისხობრივი ფაქტორის ცვლილება უნდა განვიხილოთ რაოდენობრივი ფაქტორების საანგარიშო და არა საბაზისო დონის ფონზე.
სადაც a ფაქტორთან მიწერილი რიცხვებიდან პირველი რიგის ინდექსები მიანიშნებს საბაზისო (0) ან საანგარიშო (1) პერიოდზე; ხოლო მეორე – ფაქტორის რიგზე (1,2,3,). Fფორმულაში ცვლადი სიდიდე a იცვლება a01-დან a11-მდე, დანარჩენი (რაოდენობრივი ფაქტორები) აღებულია უცვლელად, საანგარიშო დონეზე. Aამ გზით ვიღებთ ხარისხობრივი ფაქტორის გავლენას (a1) დასკვნითი მაჩვენებლის ცვლილებაზე.
ამგვარი გაანგარიშებების შედეგად მივიღებთ განსახილველ ფაქტორთა გავლენას დასკვნით მაჩვენებლებზე, რომელიც ასე ჩაიწერება:
ფაქტორთა გავლენის შესწავლა დასკვნითი მაჩვენებლების ცვლილებაზე (იხ. ცხრილი #1) ამგვარ სურათს იძლევა:
Da1=(2200-1532)&ლოწასტ;9000&ლოწასტ;0,025=150300 ლარი
Da2=1532&ლოწასტ;(9000-7700)&ლოწასტ;0,025=49790 ლარი
Da3=1532&ლოწასტ;7700(0,025�0,03)=-58982 ლარი
სულ
Da10+Da2+Da3=150300+49790-58982=141108 ლარი
როგორც ცხრილი #1-დან ჩანს, საბაზისო დონეზე რეალიზაციიდან ამონაგები შეადგენს: 1532X7700X0,03=353892 ლარი
საანგარიშო დონეზე კი: 2200X9000X 0,025=495000 ლარი
რეალიზაციიდან ამონაგების ზრდა (141108 ლარი) გამოწვეულია შემდეგი ღონისძიებების შედეგად:
1. მარეგულირებელი წყალსაცავის რეაბილიტაციის შემდეგ გაიზარდა ელექტროსადგურის მუშაობის საათების რაოდენობა, რამაც განაპირობა დამატებით 150300 ლარის მიღება.
2. უმოქმედოდ გაჩერებული ენერგოაგრეგატების კაპიტალური რემონტის ჩატარებით და მოქმედებით დამატებით მივიღეთ 49790 ლარი.
3. საცალო ტარიფის 3-დან 2,5 თეთრამდე შემცირებამ გამოიწვია დანაკლისი 58982 ლარის ოდენობით.
საერთო ჯამში მივიღეთ დამატებითი შემოსავალი, რომელიც საბაზისო მოცულობის 39,8%-ს შეადგენს.