მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტები
ლალი ჩაგელიშვილი
ამჯერად, რუბრიკით საბუღალტრო მაცნე, გაგაცნობთ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებულ (დროებით) სტანდარტს.
2005 წლის 5 აპრილს საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიამ მიიღო დადგენილება მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტის დამტკიცების შესახებ, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტის (მსს) გამოყენების საფუძველია საქართველოს კანონები: “მეწარმეთა შესახებ, “მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ.
მსს-ის მიღების გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბასს-ის სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფის ექსპერტთა მეთვრამეტე სხდომის რეკომენდაციები. მსს წარმოადგენს ბასს-ის გამარტივებულ ვერსიას, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ (ბაფ).
თუ მასში განსაზღვრული სააღრიცხვო წესები ვერ მოიცავს საწარმოში მიმდინარე სამეურნეო საქმიანობის ყველა ასპექტს, ან საწარმო აღმოჩნდება სიტუაციაში, რომელსაც არ არეგულირებს მსს, იგი ვალდებულია გამოიყენოს ბასს-ის შესაბამისი ნორმები.
მსს-ი არ გამოიყენება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წინაშე ანგარიშვალდებული სააქციო საზოგადოებებისა და სხვა საწარმოების მიერ, რომლებიც ფასიანი ქაღალდის ემიტენტები არიან, თუ მისი გამოყენება არ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წესით.
მსს-ში შენარჩუნებულია ბასს-ით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების ძირითადი დაშვებები და კონცეფციები, ასევე აღიარებისა და შეფასების პრინციპები. შემოთავაზებული სტანდარტით, ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასაშვებია საკასო მეთოდზე დამყარებული სააღრიცხვო ნორმები.
მსს-ის სტრუქტურული საფუძვლები განკუთვნილია საერთო დანიშნულების გამარტივებული ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად. სტუქტურულ საფუძვლებში განსაზღვრულია მსს-ის ძირითადი პრინციპები.
ფინანსური ანგარიშგება არის საწარმოს ფუნანსური მდგომარეობის სურათი. მისი მიზანია, ფინანსური ინფორმაციით მომხმარებლებს დაეხმაროს ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებაში, რომელთათვისაც ფინანსური ანგარიშგება ძირითადი საინფორმაციო წყაროა.
მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ფინანსური ანგარიშგების მეშვეობით ყველა მომხმარებლის საინფორმაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება, არსებობს ისეთი ტიპის მოთხოვნაც, რაც ყველა მომხმარებლისათვის საერთოა.
გამარტივებული ფინანსური ანგარიშგება მზადდება პირვანდელი ღირებულებისა და ნომინალური ფინანსური კაპიტალის შენარჩუნების პრინციპების მიხედვით. ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს დარიცხვის მეთოდით. ამ მეთოდის თანახმად, სამეურნეო ოპერაციების აღიარება ხდება მათი განხორციელებისთანავე და არა ფულადი სახსრების მიღების დროს. ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივ მახასიათებლებად ისევ რჩება: აღქმადობა, შესაბამისობა, საიმედოობა და შესადარისობა.
ფინანსური ანგარიშგების ელემენტების (აქტივი, ვალდებულება, საკუთარი კაპიტალი, შემოსავალი, ხარჯი) შეფასება უნდა მოხდეს თავდაპირველი ღირებულების, მიმდინარე ღირებულების, სარეალიზაციო ღირებულებისა და დისკონტირებული ღირებულების მეთოდებით.
საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტი მოიცავს: ბალანსს; მოგებისა და ზარალის ანგარიშგებას; ანგარიშგებას საწარმოს საკუთარ კაპიტალში ცვლილების შესახებ; ფულადი ნაკადების ანგარიშგებას და სააღრიცხვო პოლიტიკასა და განმარტებით შენიშვნებს.
ფინანსურმა ანგარიშგებამ უტყუარად და სამართლიანად უნდა წარადგინოს საწარმოს საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრების ნაკადები და რეალური ფინანსური მდგომარეობა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის. სამართლიანი წარდგენის უზრუნველსაყოფად, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გაკეთდეს ისეთი დამატებითი განმარტებითი შენიშვნები, რასაც არ მოითხოვს მოცემული სტანდარტი.
ხელმძღვანელობამ ისე უნდა შეარჩიოს და გამოიყენოს საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა, რომ ფინანსური ანგარიშგება შეესაბამებოდეს მსს-ის ყველა მოთხოვნას. თუ არ არსებობს ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით დამტკიცებული სათანადო მითითება, საწარმოს ხელმძღვანელობა თვითონ შეიმუშავებს ისეთ სააღრიცხვო პოლიტიკას, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს ყველაზე აუცილებელი ინფორმაციით საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს სტრუქტურულ საფუძვლებში განსაზღვრული ძირითადი დაშვებები და ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები, ასევე ფინანსური ანგარიშგების შეფასების და აღიარების კრიტერიუმები და მარეგულირებელი ორგანოს მიერ მსხვილ საწარმოებში ანალოგიური ან მსგავსი საკითხებისათვის დადგენილი სტანდარტული ნორმები.
საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში უნდა შეფასდეს, აქვს თუ არა მას საქმიანობის გაგრძელების უნარი. თუ ხელმძღვანელობამ განიზრახა საწარმოს ლიკვიდაცია ან არა აქვს სხვაგვარად მოქცევის არჩევანი, ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს სხვა ნორმების საფუძველზე. საწარმოს ხელმძღვანელობამ უნდა გახსნას შემდეგი ინფორმაცია: ის არსებითი მოვლენები, რაც ეჭვქვეშ აყენებს საწარმოს შემდგომი საქმიანობის შესაძლებლობას; ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში ფუნქციობადობის პრინციპის გაუთვალისწინებლობის ფაქტი; ის ნორმები, რის მიხედვითაც მომზადდა ფინანსური ანგარიშგება.
საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, გარდა ფულადი ნაკადების შესახებ ანგარიშგებისა, უნდა მომზადდეს დარიცხვის მეთოდის გამოყენებით. ამ დროს სამეურნეო ოპერაციები და მოვლენები უნდა აღიარდეს მათი განხორციელებისთანავე და აისახოს იმ პერიოდით დათარიღებულ ბუღალტრულ რეგისტრებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში. მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში ხარჯების აღიარება უნდა მოხდეს ხარჯებისა და შემოსავლების კონკრეტულ მუხლებს შორის არსებული პირდაპირი კავშირის საფუძველზე. ამასთან, არ შეიძლება ბალანსში იმ მუხლების ასახვა, რომლებიც არ შეესაბამება აქტივების ან ვალდებულებების ცნებას.
მოვიყვანოთ მაგალითი საწარმოში მომხდარი ყოველი ფინანსური ოპერაციის შემდეგ ბალანსურ შესატყვისობაზე (უფრო მეტი სიცხადისთვის, ოპერაციის განხორციელებისთანავე შევადგენთ შესაბამის ბალანსს). ვთქვათ, ფირმამ 12 დღეში განახორციელა სამეურნეო ოპერაციები შემდეგი თანმიმდევრობით:
I დღე – ფირმა იწყებს საქმიანობას და ბიზნესში, თავდაპირველი კაპიტალის სახით, დებს 2000 დოლარს
ბალანსი ფული 2000 ლარი კაპიტალი 2000 ლარი
II დღე – თავისი საქმიანობისათვის ფირმა იძენს ავტომანქანას 500 ლარად ნაღდი ანგარიშსწორებით
ბალანსი ფული 1500 ლარი (2000-500) კაპიტალი 2000 ლარი
ავტომანქანა 500
სულ 2000
III დღე – ფირმა იძენს 300 ლარის საქონელს ნაღდ ანგარიშზე
ბალანსი ავტომანქანა 500 კაპიტალი 2000 ლარი
ფული (1500-300) 1200
მარაგი (საქონელი) 300
სულ 2000
IV დღე – ფირმა 400 ლარად ყიდის მთელ საქონელს, რომელიც III დღეს შეიძინა. ფული აიღო ნაღდზე.
ბალანსი ავტომანქანა 500 კაპიტალი 2000 ლარი
ფული (1200+400) 1600 მოგება 100
მარაგი –
სულ 2100 სულ 2100
V დღე – ფირმა კრედიტში (შემდგომში გადახდის პირობით) იძენს 500 ლარის საქონელს
ბალანსი ავტომანქანა 500 საწყისი კაპიტალი 2000
ფული (1200+400) 1600 მოგება 100
მარაგი 500 ჯამი 2100
სულ 2600 კრედიტორები 500
სულ 2600
VI დღე – ფირმა ყიდის კრედიტში (შემდგომში ანაზღაურების პირობით) მის მიერ კრედიტში შეძენილი საქონლის ნახევარს 350 ლარად. ე. ი. ამ დღეს გაიყიდა 250 ლარის მარაგი 350 ლარად; მოგება 100 ლარი, დებიტორი, ე.ი. მისაღები თანხა 350 ლარია. დღის ბოლოს მარაგის სახით დარჩა 250 ლარის საქონელი.
ბალანსი ავტომანქანა 500 საწყისი კაპიტალი 2000
ფული (1200+400) 1600 მოგება (100+ 100) 200
მარაგი (500-250) 250 2200
მოთხოვნები (დებიტორები) 350 კრედიტორები 500
სულ 2700 სულ 2700
VII დღე – ფირმა უხდის თავის სავაჭრო კრედიტორს 200 ლარს
ბალანსი ავტომანქანა 500 საწყისი კაპიტალი 2000
მარაგი (500-250) 250 მოგება 200
მოთხოვნები 350 2200
ფული (1600-250) 1350 კრედიტორები (500-250) 250
სულ 2450 სულ 2450
VIII დღე – ფირმა თავისი სავაჭრო დებიტორისაგან იღებს 120 ლარს
ბალანსი ავტომანქანა 500 საწყისი კაპიტალი 2000
მარაგი (500-250) 250 მოგება 200
მოთხოვნები (350-120) 230 კრედიტორები 250
ფული (1350+120) 1470
სულ 2450 სულ 2450
IX დღე – ფირმის პატრონი პირადი საჭიროებისათვის იღებს 70 ლარს
ბალანსი ავტომანქანა 500 საწყისი კაპიტალი 2000
მარაგი (500-250) 250 მოგება + 200
მოთხოვნები (350-120) 230 ამოღება – 70
ფული (1470-70) 1400 კრედიტორები 250
სულ 2380 სულ 2380
X დღე – ფირმამ გადაიხადა საიჯარო ქირა 40 ლარი
ბალანსი ავტომანქანა 500 საწყისი კაპიტალი 2000
მარაგი (500-250) 250 მოგება (200-40) 160
მოთხოვნები (350-120) 230 ამოღება – 70
ფული (1400-40) 1360 კრედიტორები 250
სულ 2340 სულ 2340
XI დღე – ფირმამ აიღო სესხად 600 ლარი 2 წელიწადში გადახდის პირობით
ბალანსი ავტომანქანა 500 საწყისი კაპიტალი 2000
მარაგი (500-250) 250 მოგება 160
მოთხოვნები (350-120) 230 ამოღება – 70
ფული (1360+600) 1420 სესხები 600
სულ 2940 კრედიტორები 250
სულ 2940
XII დღე – ფირმამ გაანაღდა სადაზღვევო ხარჯები 50 ლარი
ბალანსი ავტომანქანა 500 საწყისი კაპიტალი 2000
მარაგი (500-250) 250 მოგება (160-50) 110
მოთხოვნები (350-120) 230 ამოღება – 70
ფული (1420-50) 1370 სესხები 600
სულ 2890 კრედიტორები 250
სულ 2890
აქტივი= კაპიტალი+ვალდებულება
2890 = 2040 + 850
საწარმო, რომელიც ფუნქციების მიხედვით ხარჯების კლასიფიკაციას იყენებს, ვალდებულია, გახსნას დამატებითი ინფორმაცია ხარჯების შინაარსის შესახებ, მათ შორის, აქტივების ცვეთისა და ამორტიზაციის, ასევე პერსონალის შენახვაზე გაწეული ხარჯები. საწარმოს მიერ ხდება საანგარიშო პერიოდის წმინდა მოგების ან ზარალის ცალკე მუხლად წარდგენა (გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში).