საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2007 წ. იანვარი-ივნისი
რედაქციისაგან
2007 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2778,0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37,1 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 548,6 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისად 20,1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 2229,4 მლნ. აშშ დოლარი (42,0 პროცენტით მეტი). 2007 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1680,8 მლნ. აშშ დოლარია.
2007 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს 96 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 1738,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ნაცვლად 86 ქვეყნისა და 1175,3 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა 2006 წლის იანვარ-ივნისში.
2007 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 21 ქვეყანასთან (58,0 მლნ. აშშ დოლარი), ნაცვლად 26 ქვეყნისა და 62,5 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
2007 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მილიონ აშშ დოლარზე მეტი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 7 ქვეყანასთან: კანადა (18,0 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (16,8 მლნ. აშშ დოლარი), მექსიკა (9,5 მლნ. აშშ დოლარი), გიბრალტარი (4,9 მლნ. აშშ დოლარი), იემენი (2,1 მლნ. აშშ დოლარი), ალჟირი (1,6 მლნ. აშშ დოლარი) და ტაჯიკეთი (1,4 მლნ. აშშ დოლარი).
სავაჭრო დეფიციტის 36,0 პროცენტი მოდის დსთ-ის ქვეყნებზე (2006 წლის იანვარ-ივნისში – 35,3 პროცენტი). ამ ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2007 წლის იანვარ-ივნისში 1031,7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (2006 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 24,1 პროცენტით მეტი). დსთ-ის ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37,1 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 38,8 პროცენტი და იმპორტის 36,7 პროცენტი (2006 წლის იანვარ-ივნისში – შესაბამისად 41,0, 48,0 და 39,0 პროცენტი).
2007 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის 27 ქვეყანასთან 797,6 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, იმავე ქვეყნების მიხედვით, 36,0 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 121,6 მლნ. აშშ დოლარია, (14,0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 676,0 მლნ. აშშ დოლარი (40,9 პროცენტით მეტი). ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 28,7 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 22,2 პროცენტი და იმპორტის 30,3 პროცენტი.
2007 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67,8 პროცენტს შეადგენს. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის არის დსთ-ის 4 ქვეყანა და მათზე მოდის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 32,1 პროცენტი, 2006 წლის ამავე პერიოდში კი დაფიქსირდა შესაბამისად ქვეყანა და 39,5 პროცენტი.
2007 წლის იანვარ-ივნისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. თურქეთში ექსპორტი 84,2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. გაზრდილია ისეთი სასაქონლო ჯგუფების ექსპორტი როგორიცაა: შავილითონების ჯართი (21,9 მლნ. აშშ დოლარით), მინის ტევადობები (4,1 მლნ. აშშ დოლარით), ალუმინის ჯართი (4,0 მლნ. აშშ დოლარით) და ფეროშენადნობები (3,2 მლნ. აშშ დოლარით). ასევე მნიშვნელოვანი ზრდა (104,8 მლნ. აშშ დოლარი) ფიქსირდება თურქეთიდან იმპორტში. განსაკუთრებით გაზრდილია კარტოფილის (9,9 მლნ. აშშ დოლარით), სამაცივრო მოწყობილობების (3,6 მლნ. აშშ დოლარით) და პლასტმასის მილების (3,4 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 321,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0,6 პროცენტით ნაკლებია. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი 4,4 პროცენტული პუნქტით – 16,0 პროცენტიდან 11,6 პროცენტამდე – შემცირდა. საანგარიშო პერიოდში, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტი რუსეთში შემცირებულია 30,1 მლნ. აშშ დოლარით, კვლავ შეწყვეტილია ამ ქვეყანაში ნატურალური ყურძნის ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი. უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებია ფეროშენად-ნობები, რკინიგზის ან ტრამვაის ლოკომოტივების ნაწილები და ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალები, რომელთა წილად მოდის საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის 83,7 პროცენტი.
რუსეთიდან იმპორტი გაზრდილია 28,2 მლნ. აშშ დოლარით. იმპორტის მოცულობის 48,8 პროცენტი – 145,5 მლნ. აშშ დოლარი – ნავთობის აირებსა და აირისებრ ნახშირწყალბადებზე მოდის, რაც ძირითადად გამოწვეულია ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდით.
უკრაინა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მესამე ადგილზე იმყოფება. ამ ქვეყანასთან ექსპორტი გაზრდილია 42,2 პროცენტით, რაც გამოიწვია ძირითადად სპირტიანი სასმელების (14,7 მლნ. აშშ დოლარით), მინერალური წყლების (2,4 მლნ. აშშ დოლარით) და მსუბუქი ავტომობილების (1,2 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის გაზრდამ. იმპორტი უკრაინასთან თითქმის ორჯერ არის გაზრდილი და 225,5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტად გაზრდილია რკინისა და ფოლადის წნელების (40,9 მლნ. აშშ დოლარით), სიგარეტების (10,6 მლნ. აშშ დოლარით) და კოქსის (7,6 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია – მის წილად 2007 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის 9,5 პროცენტი მოდის. შავი ლითონების ჯართის ექსპორტი შეადგენს 51,0 მლნ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17,1 მლნ. აშშ დოლარით მეტია.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2007 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის წილი 10,2 პროცენტს შეადგენს. წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ორჯერ არის გაზრდილი ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფის იმპორტი. ზრდა გამოწვეულია ამ ჯგუფში შემავალ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდით, ფასთა სხვაობით გამოწვეული ცვლილება კი შეადგენს 77,4 მლნ. აშშ დოლარს.