ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლები

რედაქციისაგან

სტატისტიკის დეპარტამენტის 2005 წლის თერთმეტი თვის ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლები ზრდის დაბალი ტემპებით ხასიათდება. პროგნოზი დამაიმედებელი და პოზიტიური იქნებოდა, რომ არ აღინიშნებოდეს ინფლაციის მზარდი ტემპები (7,9%), ექსპერტული მონაცემებით კი, იგი გაცილებით მაღალია. ამ აზრს ამტკიცებს ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა სასიცოცხლო მნიშვნელობის პირველადი მოხმარების საქონელზე. თევზეულზე ფასები 2005 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, 10.2%-ითაა გაზრდილი საქართველოს მასშტაბით, თბილისში კი ეს მაჩვენებელი 13,8 %-ის ტოლია.

წლიური ინფლაცია სამომხმარებლო ფასების ინდექსის პროცენტული ცვლილება იმავე პერიოდში ხილსა და ყურძენზე შეადგენს საქართველოს მასშტაბით 3.1, ხოლო თბილისისათვის – 4.2; ბოსტნეულსა და ბაღჩეულზეც, შესაბამისად, 6.5 და 9.5 – ია. თუ წინასწარი ექსპერტული გათვლებით ვისარგებლებთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 2005 წლის ბოლოს მოსახლეობის ფულადი ხარჯები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც ვერ გაწონასწორდება მათივე შემოსავლების ზრდითაც კი, რადგანაც ხარჯების ზრდა შემოსავლებთან შედარებით 1,5-ჯერ მეტი იქნება. საარსებო მინიმუმი კი ერთსულიანი ოჯახისათვის იქნება 160-180 ლარი; ორსულიანისათვის – 250-დან 300 ლარამდე; ოთხსულიანი ოჯახისათვის – 600 ლარიდან 650 ლარამდე; ხოლო ექვსსულიანი ოჯახისათვის კი – 700 ლარიდან 750 ლარამდე.
2005 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასები შემცირდა საკვები პროდუქტების წარმოებაზე 2,9 პროცენტით, რაც გამოიწვია შაქრის წარმოებაზე ფასების 15,2 – პროცენტიანმა შემცირებამ, თუმცა დამამუშავებელ მრეწველობაზე ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში წარმოებულ პროდუქციაზე 1,3 პროცენტით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ნახშირის მოპოვებაზე ფასების 62,3 – პროცენტიანი და ნედლი ნავთობის მოპოვებაზე ფასების 4,5 – პროცენტიანი ზრდით. ამასთან, დამამუშავებელ მრეწველობაში წარმოებულ პროდუქციაზე ფასების საერთო დონე გაიზარდა 0,5 პროცენტით. რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებას, წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე არ შეცვლილა.
2005 წლის ნოემბერში, 2004 წლის დეკემბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსმა 107,4 პროცენტი შეადგინა.
მიმდინარე წლის თერთმეტ თვეში სამთომოპოვებით მრეწველობაში ფასების საერთო დონე გაიზარდა 16,0 პროცენტით, დამამუშავებელ მრეწველობაში – 9,6 პროცენტით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მასალები
თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის სავაჭრო სესიაზე 2006 წლის იანვრის თვეში დაიდო 38 საბირჟო გარიგება, რომლის საერთო მოცულობამ 9 355 000 აშშ დოლარი შეადგინა. საბირჟო სესიაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 1 910 000 აშშ დოლარი.
21 იანვრიდან ძალაში დარჩა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარი / 1.8075 ლარი. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული სავაჭრო სესიების შედეგების დინამიკა საანალიზო პერიოდში(სურათი 1, სურათი 2). ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობა (ათასი აშშ დოლარი) ეროვნული ბანკის მიერ გაყიდული უცხოური ვალუტის მოცულობა (ათასი აშშ დოლარი) საანალიზო პერიოდში ლარის აშშ დოლარის მიმართ ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა მოახდინა კორექტირება დაწევის მიმართულებით. იანვარში საბირჟო სესიაზე კომერციული ბანკების მხრიდან აშშ დოლარზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნებოდა. აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსების მიმოქცევის ამპლიტუდა იანვრის მეორე დეკადაში 1. 8000-1. 8100 დიაპაზონში მერყეობდა.